„ლოქსიტანი“, „რექსალაინი“, „ნეუტრადერმი“ – 100%-ით ფრანგული ბესთსელერი ბრენდები უკვე სააფთიაქო ქსელ „ფარმსახლშია“ წარმოდგენილი. ბიუთი მიმართულებით გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, ცნობილ ევროპულ ბრენდებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა „ფარმსახლის“ ახალი კონცეფციის ნაწილია და მისი მიზანია, უპასუხოს მომხმარებლის მოთხოვნილებასა და საჭიროებებს, საქართველოს მომხმარებელმა შეძლოს პრემიუმ და ლუქს კატეგორიის ბრენდების შეძენა, ისარგებლოს ევროპული სერვისებით და მიიღოს განსაკუთრებული მომსახურება.

„ფარმსახლი არის მზარდი სააფთიაქო ქსელი საქართველოში, რომელიც ფეხს უწყობს ინოვაციებს. სწორედ ასეთი ინოვაციური პროექტია „ევროპული სააფთიაქო ალიანსი“, რომელიც მოიაზრებს კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ევროპული აფთიაქის კონცეფციას და მომხმარებელს ადგილზე ის შეთავაზება გავუკეთოთ, რისი მოთხოვნილებაც მას აქვს. სწორედ ამიტომ, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საქართველოში სულ უფროდაუფრო მეტი პრემიუმ და ლუქს კატეგორიის ბრენდი გავხადეთ ხელმისაწვდომი. ჩვენს სააფთიაქო ქსელებში უკვე წარმოდგენილია „ლოქსიტანი“, რექსალაინი“, ჰაუშკა“ და ახლა უკვე „ნეუტრადერმი“. უახლოეს მომავალში იგეგმება კორეული კოსმეტიკური ბრენდის „ერბორიანის“ შემოტანაც, რომლის BB კრემიც ევროპაში პირველია გაყიდვებში.   ამასთან, რომ არა მხოლოდ კოსმეტიკური ხაზით ვძლიერდებით, მნიშვნელოვანია, რომ “Stada Group”-თან პარტნიორობის შედეგად, საქართველოში დავაბრუნეთ ვიტამინებისა და მინერალების ცნობილი კომპლექსი „ვიტრუმი“, ასევე შემოვიტანეთ „ვირუპროტექტი“,რომელიც მთელი ქვეყნისთვის იქცა გაციებისა და ვირუსების პრევენციის საუკეთესო საშუალებად. აღსანიშნავია, რომ ჩვენს სააფთიაქო ქსელებში ისეთი მაღალტექნოლოგიური სერვისები დავნერგეთ, რაც მომსახურების ხარისხს აუმჯობესებს და აფთიაქში გატარებულ დროს მნიშვნელოვნად გვიზოგავს“, – აღნიშნავს „ფარმსახლის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე.

სააფთიაქო ქსელის გაფართოება 2023 წელს „ფარმსახლისა“ და „დოიჩეს“ აფთიაქების გაერთიანებით დაიწყო და საქართველოში ჩამოყალიბდა პირველი ევროპული სააფთიაქო ალიანსი, რომლის ფარგლებშიც გაიზარდა 100%-ით ფრანგული პარაფარმაციის პროდუქციისა და საოჯახო ფარმაციის არჩევანი, ამასთან, ფარმსახლი პირველი სააფთიაქო ქსელია ამიერკავკასიაში, რომელშიც სააფთიაქო რობოტი დამონტაჟდა.  პროექტში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და  2023 წელს ლიდერ სამედიცინო კომპანია BD Rowa-სთან  თანამშრომლობით განხორციელდა. ამ ეტაპისთვის, სააფთიაქო რობოტი ფარმსახლის 3 აფთიაქშია წარმოდგენილი, აქედან 2 მდებარეობს თბილისში და 1  – რუსთავში. 2024 წლის ბოლომდე  იგეგმება კიდე 2 ახალი რობოტის ინსტალაცია.

„ევროპული სააფთიაქო ალიანსის ფარგლებში, „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელში ფრანგული პრემიუმ და ლუქს კატეგორიის ბრენდების შემოსვლა გრძელდება. „ლოქსიტანისა“ და „რექსალაინის“ შემდეგ სააფთიაქო თაროები „ნეუტრადერმმა“ დაიკავა. 100%-ით ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „ნეუტრადერმის“ საქართველოში შემოსლა ფრანგული „ლაბორატორია ჯილბერტთან“ თანამშრომლობის შედეგად მოხდა. „ჯილბერტი“, #1 საფრანგეთში, 120-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაა, რომელსაც ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით შექმნილი აქვს 50-მდე ბრენდი და წარმოდგენილია 86 ქვეყანაში.

“მოხარული ვარ, რომ „ფარმსახლთან “თანამშრომლობა შედგა. ეს არის ინოვატორი, თანამედროვე კონცეფციის აფთიაქი, რომელიც ნერგავს ევროპულ სტანდარტებს, ზრუნავს ადამიანების კეთილდღეობასა და მათი საჭიროების დაკმაყოფილებაზე, მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას, რომელიც განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის. ეს ყოველივე თანხვედრაშია ჩვენს მისიასთან, ვიზრუნოთ ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობაზე. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება. მისასალმებელია, რომ „ფარმსახლი“ მზარდი კომპანიაა და ამის დასტური არის ევროპული სააფთიაქო ალიანსის შექმნაც, რომლის ფარგლებშიც ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება პრემიუმ და ლუქს კატეგორიის ბრენდები. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობას „ნეუტრადერმით “ვიწყებთ, რომელსაც ჩვენს პორტფოლიოში წამყვანი ადგილი უკავია“, აღნიშნავს „ლაბორატორია ჯილბერტის “რეგიონალური ექსპორტის მენეჯერი, ბორის ელიზაბეტი.

„ნეუტრადერმს“ დერმატოლოგიურ ინოვაციას უწოდებენ, რადგან მისი მთავარი ინგრედიენტი, ე.წ. „Active Oligo Skin კომპლექსი“ პლაეტის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილიდან, ირუაზის ზღვისგან დაპატენტებული წარმოების მეშვეობით მიიღება. მისი ფორმულა  შეიცავს მეტ მინერალს, ვიდრე თერმული წყლები, შედეგად, უფრო ეფექტურად ახდენს კანის მიკრობიომის დაცვას, გაღიზიანებული კანის დამშვიდებას, აღდგენას და რემინერალიზაციას.  „ნეუტრადერმის“ უპირატესობებს პედიატრიასა და დერმატოლოგიაში  ადასტურებს  10-წლიანი კვლევები და 4 ეფექტურობის ტესტი. ბრენდის წარდგენა სამედიცინო საზოგადოებისთვის შედგა, რომელსაც 100-ზე მეტი წამყვანი ალერგოლოგი, დერმატოლოგი და პედიატრი დაესწრო. 

„კანის მოვლის საშუალებები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური პროდუქტებია და ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, არჩევის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საშუალებების შემადგენლობა. ის უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის, შეესაბამებოდეს ხარისხს, არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს, სხვადასხვა სულფატს.. საქართველოში, საბედნიეროდ, ბევრი ბრენდია წარმოდგენილი, მსოფლიო მნიშვნელობის პროდუქტები და ერთ-ერთია „ნეუტრადერმი“, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ბრენდი, მის მწარმოებელს ასწლოვანი ტრადიცია აქვს, არის ფრანგული წარმოება და აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც თანამედროვე საშუალებებს მოეთხოვება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს „ნეუტრადერმი“ სრულფასოვნად პასუხობს“, – განმარტავს ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი.

„ნეუტრადერმის“ პროდუქცია ჩვენთვის საინტერესოა როგორც დერმატოლოგიური, ასევე ალერგოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეხება კანის მოვლას, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისა და კარგი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პალიტრაში პაციენტთა მკურნალობის ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა“, – აღნიშნავს ალერგოლოგი, მაია გოთუა.

ნეუტრადერმის სახის, ტანისა სა თმის მოვლის საშუალებები წარმოდგენილია ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. ქართველი მომხმარებლისთვის კი ექსკლუზიურად „ფარმსახლისა“ და „დოიჩეს“ აფთიაქებში არის ხელმისაწვდომი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

2023 წლის ივლისში, “ფარმსახლისა” და “დოიჩეს აფთიაქების” გაერთიანებით ევროპული სააფთიაქო ალიანსი შეიქმნა. ალიანსის მიზანია, მომხმარებელს პრემიუმ და ლუქს კატეგორიის კოსმეტიკური პროდუქტების განსხვავებული და განსაკუთრებული არჩევანი შესთავაზოს. ახალი კონცეფციის ფარგლებში,  სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდა ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის “ლოქსიტანი”, “რექსალაინი”, “ჰაუშკა” და ახლა უკვე “ნეუტრადერმი”. უახლოეს პერიოდში იგეგმება კორეული კოსმეტიკის“ერბორიანის” შემოსვლაც, რომლის ბიბი კრემი ევროპაში ლიდერია გაყიდვებში. ამასთან, გერმანულ საერთაშორისო კომპანია “STADA Group“-თან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა საქართველოში ცნობილი ვიტამინებისა და მინერალების ბრენდის „ვიტრუმის“ დაბრუნება და ასევე, გაციებისა და ვირუსების საწინააღმდეგო ორალური სპრეის, „ვირუპროტექტის“ შემოტანა. 

სააფთიაქო ქსელები „ფარმსახლი“ და „დოიჩეს“აფთიაქები  დღესღეობით „ევროპული სააფთიაქო ალიანსი საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქს აერთიანებს.

დატოვეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი