კუჭ-ნაწლავის პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია ამ სეზონზე, როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში. ეს ყველაფერი კი პირველ რიგში დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებასთან და მოგზაურობასთან. როგორ ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავის სიჯანსაღეზე და რა როლი აქვს პრობიოტიკებს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენისთვის, ამ საკითხზე გვესაუბრება პროფესორი, ევროპის გასტროენტერლოგთა ასოციაციების სრული წევრი, ჯანდაცვის ექსპერტი, თერაპევტი მაკა ბულეიშვილი.
ქ-ნი მაკა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმში არ არსებობს არცერთი ორგანო ან ორგანოთა სისტემა, რომელსაც საკუთარი მიკროფლორა არ გააჩნია, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე, ნაწლავის მიკროფლორას აკისრია. ნაწლავში მობინადრე ბაქტერიების რაოდენობრივი და თვისობრივი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ნაწლავურ მიკრობიოტას ფუნდამენტალური გავლენა აქვს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებზე, როგორიცაა საკვების ათვისება, მონელება, რთული, მავნე ნივთიერებების გაუნებელყოფა, სასარგებლო ნუტრიენტების ათვისება, ნივთიერებათა ცვლის რეგულირება, იონური ბალანსის შენარჩუნება, იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნაწლავში მცხოვრები „მეგობარი ბაქტერიები“ უდიდეს როლს ასრულებენ ასევე ნერვული-სისტემის ჯანსაღ ფუნქციობაზე, რადგან სწორედ ნაწლავებში, მიკროფლორის აქტიური ჩართულობით ხდება 90%-ზე მეტი სეროტონინის წარმოქმნა
რა ხდება როდესაც ირღვევა ნაწლავის მიკროფლორა? რა საფრთხე ექმნება ჯანმრთელობას?
ქ-ნი მაკა: სტრესი, ანტიბიოტიკოთერაპია, არაბალანსირებული კვება, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ასაკი, ჰორმონალური დისბალანსი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები და სხვა მრავალი ფაქტორი იწვევს ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის ბალანსის დარღვევისას, რასაც დისბიოზი ეწოდება. თავდაპირველად, დისბიოზი ნაკლებად ვლინდება რთული ფორმებით, საწყის ეტაპზე შეიძლება იყოს მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, შესაძლოა საკვების მიღების შემდეგ აღინიშნებოდეს მუცლის გადავსებისა და დისკომფორტის განცდა. შემდეგ ეტაპზე, როდესაც დისბიოზი უკვე რთულდება, სახეზეა ისეთი გართულებები როგორიცაა ყაბზობა, გახშირებული დიარეა, არარეგულარული დეფეკაცია, მუცლის ტკივილი, კოლიტი, დისპეფსიური მოვლენები, შესაძლოა იყოს ღებინება-გულისრევის ეპიზოდებიც. გარდა აღნიშნული პრობლემებისა, დისბიოზი კავშირშია ისეთ სერიოზულ გართულებებთან როგორიცაა ხშირი ავადობა სეზონური, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ცხიმში ხსნადი ვიტამინების (D/A/K/E) დეფიციტის, ანემიების, ასევე გუნება-განწყობის, დეპრესიების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და სხვა დაავადებების განვითარების რისკთან.
როგორ მოვახდინოთ პრევენცია და როგორ მოვიქცეთ უშუალოდ პრობლემის დროს?
ქ-ნი მაკა: ნაწლავის მიკროფლორის ფორმირების, აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობისთვის რეკომენდებულია ჯანსაღი კვება, უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება და პრობიოტიკების – ანუ იმ დანამატების მიღება, რომლებიც შეიცავენ ნაწლავის მიკროფლორისთვის დამახასიათებლ ჯანსაღ ბაქტერიებს.
ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი პრობიოტიკია, როგორც ვიცი მათი შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება. როგორია თქვენი რეკომენდაცია?
დიახ, პრობიოტიკის შერჩევისას გასათვალისწინებელია მასში შემავალი ბაქტერიების წარმომავლობა, რაოდენობა, კლინიკო-ლაბორატორიული მტკიცებულებები, მწარმოებლის და წარმოების მაღალტექნოლოგიურობა და ა.შ. ჩემს პრაქტიკაში, წლებია ვიყენებ ევროპაში აღიარებულ ბრენდს „ბიოპრონ 9 პრემიუმს“, რომელიც ოცი წელია აპრობირებული და რეკომენდებულია ჩემი ევროპელი კოლეგების მიერ.
რა უპირატესობებით გამოირჩევა ბიოპრონ 9 პრემიუმი?
ქ-ნი მაკა: „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ ზუსტად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო კრიტერიუმს: „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ შემადგენლობაში წარმოდგენილია გენეტიკურ დონეზე შესწავლილი, ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორისთვის აუცილებელი ის 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიის 9 შტამი, რომლებიც სარგებლიანია არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის, არამედ იმუნური, ენდოკრინული, ნერვული სისტემისა და ზოგადად ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციობისთვის. და სწორედ „ბიოპრონში“ შემავალი ბაქტერიების ასეთი დიდი რაოდენობა ყველაზე ოპტიმალურია ნაწლავის მიკროფლორის აღდგენისთვის. „ბიოპრონ 9 პრემიუმში“ თოთოეული ბაქტერიული შტამი მოცემულია მაღალტექტონოგიურ, მრავალშრიან „ჭკვიან კაფსულაში“ რაც, ერთი მხრივ, იცავს ბაქტერიებს კუჭის მჟავე გარემოსგან და სძენს მათ სიცოცხლისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ბაქტერიების უშუალოდ ნაწლავში გამოთავისუფლებას და ოპტიმალურ კოლონიზაციას – განთესვას. ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, რადგან „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ რეკომენდებულია და ეფექტიანია იმ პაციენტებისთვისაც კი, რომლებსაც აქვთ გასტრიტი, დარღვეული კუჭის მჟავიანობა, ქრონიკული დაავადებები და იღებენ სხვადასხვა მედიკამენტებს. ბიოპრრონ 9 პრემიუმის თითოეული კაფსულა უცვლელად აღწევს კუჭ–ნაწლავში და სწრაფად და ეფექტურად აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას. „ბიოპრონის“ ეფექტიანობა და უსაფრთხოება კლინიკური კვლევებითაა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ წარმოებულია ევროპული ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ მიერ, რომელსაც გააჩნია პრობიოტიკების წარმოების ყველა შესაბამისი რეგულაცია.
რატომ არის კუჭ-ნაწლავის პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულშ, რას უკავშირდება ეს და რეკომენდებულია თუ არა ამ დროს „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ მიღება?
ქ-ნი მაკა: კუჭ-ნაწლავის ინფექციები, როგორიც არის -დიარეა, მუცლის ტკივილი, საკვებით ინტოქსიკაცია, ფაღარათი, ღებინება, გულისრევა და სხვა შემაწუხებელი ჩივილები ძალიან აქტუალურია ზაფხულში, ერთის მხრივ ის ხშირად გამოწვეულია მოგზაურობის, საკვების, წყლის ცვილების გამო და მეორე მხრივ, ზუსტად ზაფხულში აქტიურდებიან ის მავნე ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც უხვადაა საკვებში, წყალში, ჰაერში, სხვადასხვა ზედაპირებზე და ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისთანავე იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს, მუცლის ტკივილს, დიარეას, ღებინებას და ა.შ ბავშვებში კიდევ უფრო ხშირია კუჭ-ნაწლავის პრობლემები ზაფხულში, რადგან მზიან პერიოდში მათ განსაკუთრებით უნდათ ეზოში, ქვიშაში, ზღვაში, მდინარეში თანატოლებთან თამაში, ხშირად დაბინძურებულ ხელებს და ნივთებს იდებენ პირში, ყლაპავენ ზღვის ან მდინარის წყალს და შესაბამისად უვითარდებათ დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება და ა.შ როგორც დიდებში, ასევე ბავშვებში რისკი განსაკუთრებით მატულობს მაშინ, როცა ჩვენს კუჭ-ნაწლავებში შემცირებულია „მეგობარი ბაქტერიების“ რაოდენობა. რადგან ზუსტად მეგობარი ბაქტერიები გვიძლიერებენ იმუნიტეტს, გვიცავენ ინფექციებისგან, კვებითი ინტოქსიკაციებისაგან და სხვა ჩივილებისაგან. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ზაფხულში მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი შვილების კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის სიჯანსაღეზე „ბიოპრონ 9 პრემიუმით“, რომელიც ნამდვილად არის ძალიან ეფექტური.
როგორ უნდა მივიღოთ „ბიოპრონ 9 პრემიუმი? პრევენციისთვის რა დოზა უნდა გამოვიყენოთ და მკურნალობისთვის რა დოზა?
ქ-ნი მაკა: ბავშვებში 3 წლიდან – 12 წლამდე 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, 12 წლიდან მოზარდებსა და მოზრდილებში 2 კაფსულა დღეში. მწვავე პროცესში, ანუ როცა გვაქვს უკვე დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი და სხვა ჩივილები რეკომენდებული კურსია 5 დღე. საპროფილაქტიკოდ კი მისი მიღება, ვთქვათ სამოგზაუროდ მივდივართ და გვსურს წინასწარ ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავის სიჯანსაღეზე – შეგვიძლია მივიღოთ 10-15 დღეც. რაც შეეხება სხვა სამკურნალო დოზებს, მაგალითად ანტიბიოტიკოთერაპიისას და სხვა