პროდუქტები, რომლებიც ჩვენს თმასა და ფრჩხილებს სჭირდება

    საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა მხოლოდ  კოსმეტიკურ საშუალებებს, შამპუნებს და სხვადასხვა პროცედურებს არ გულისხმობს. აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და სწორი კვება, საჭირო პროდუქტების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს. 

    თმა და ფრჩხილი რქოვანა წარმონაქმნია და მათ ძირითად საშენ მასალას კერატინი წარმოადგენს. გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც აუცილებელია თქვენი თმისა და ფრჩხილებისათვის

    1. წითელი ხორცი (მაგ, ნახევრად შემწვარი ხორცი)
    2. მოცვი (ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი )
    3. ჟელატინი (შეიცავს დიდი რაოდენობით კერატინს)
    4. ნუში (შეიცავს მაგნიუმს – ფრჩხილებისა და თმისთვის საჭირო ელემენტს)
    5. მიდიები (შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს თმაში და ფრჩხილებში შემავალი ცილების წარმოქმნას)
    6. კვერცხი (ცილების ძალიან დიდი წყარო, აგრეთვე შეიცავს ბიოტინს, რაც ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნას)
    7. ორაგული (შეიცავს ცილებს და ბიოტინს, ასევე ომეგა 3-ს)
    8. ბრაზილიური თხილი (შეიცავს სილიციუმს, რომელიც აუმჯობესებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას)

    ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე, იწვევს ფრჩხილების აქერცვლას, მტვრევადობას და ფრჩილის ქვეშ თეთრი ლაქების გაჩენას. ხშირად საჭირო ნივთიერებების ნაკლებობა ქრონიკული სტრესის დროსაც ვითარდება – უარესდება თმებისა და ფრჩხილების სისხლით მომარაგება, იწყება თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა და აქერცვლა.

    გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და შეიტანეთ რაციონში ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები; ჩაიტარეთ ვიადერმის კურსი და მიეხმარეთ ორგანიზმს საჭირო ნივთიერებების მარაგის აღდგენაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი