ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარების რისკ-ფაქტორები და ძირითადი მახასიათებლები – რას მივაქციოთ ყურადღება

    ქრონიკული ვენური უკმარისობა სხვადასხვა ფორმით საერთო მოსახლეობის დაახლოებით 70 % აწუხებს. სიმძიმის, შეშუპების და ტკივილის გარდა კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტორი ვიზუალურად მანიფესტირებული ვენა ან კაპილარული ტელანგიექტაზიებია – რომელიც ქალბატონებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნით. ვენური დაავადებების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულის პერიოდში ხდება. როგორც წესი, ტემპერატურის მატებასთან ერთად პრობლემაც მწვავდება ხოლმე. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ანგიოლოგმა, ქალბატონმა თეა მუხურაძემ  „Liveმედის“ პირდაპირ ჩართვაში სწორედ ვენური უკმარისობის სტადიებზე, რისკ-ფაქტორებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

    „ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა მის სხვადასხვა სტადიაზე მოსახლეობის  70% -ს აღენიშნება. ვენური უკმარისობის სიხშირე ქალსა და მამაკაცებში განსხვავებულია და დაავადებულთა  55%-ზე მეტი ქალებზე მოდის, ხოლო მამაკაცთა რაოდენობა 10%-დან 40%- მდე მერყეობს. ქრონიკული ვენური უკმარისობის  ნიშნებია: ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, დაღლილი ფეხები, სიმხურვალე, წვა, ქავილი და ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება.  მათი გამოვლინება განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ პერიოდში ხდება.

    ქრონიკული ვენური უკმარისობა კლინიკური, ეტიოლოგიური, ანატომიური და პათფიზიოლოგიური (CEAP) მახასიათებლებით მოიცავს 6 სტადიას და მიმდინარეობის თავისებურებები ახასიათებს:

    • პირველ ეტაპზე პაციენტს აქვს ჩივილი, მაგრამ ვიზუალურად გამოხატული არ აქვს არანაირი ნიშანი (ვარიკოზული ვენები);
    • შემდეგ ეტაპზე ვლინდება კანქვეშ გამოხატული ვარიკოზული ვენები;
    • შემდეგ ხდება კანის ტროფიკის (კვების) დარღვევა, რასაც თან სდევს წვივის ქვემო
    • ნაწილში კანის ფერის ცვლილება;
    • კანის ფერის ცვლილებას მოყვება ატროფიის სტადია
    • ბოლო ეტაპზე კი იწყება ვენური წყლულის ჩამოყალიბება.

    არსებობს ქრონიკული ვენური უკმარისობის მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები. მოდიფიცირებად ფაქტორში იგულისხმება ის ფაქტორი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება და შესაძლებელია მისი აღმოფხვრა. ხოლო არამოდიფიცირებადი ფაქტორი პირიქით, ქრონიკულია და მთელი ცხოვრების მანძილზე შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.

    ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარებაში ასაკი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. 40 წელს ზემოთ ადამიანებში ბევრად მაღალია დაავადების განვითარების რისკი. გარდა ამისა, რისკი 90%-ით იზრდება თუ არსებობს ქვუ-ს მიმართ გენეტიკურის განწყობა. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ორსულობა, რისი მიზეზიც ხშირად ორსულობისას ესტროგენების მაღალი დონე ხდება. ასევე, დაავადება სწრაფად ვითარდება ჭარბი წონის მქონე პირებში.

    ქრონიკული ვენური უკმარისობა შეიძლება გამოწვეული იყოს პირველადი ან მეორადი მიზეზით. პირველად მიზეზში იგულისხმება თანდაყოლილი ვენური დეფორმაციები და ყველა ზემოხსენებული რისკ-ფაქტორები. ხოლო, მეორადი მიზეზი კი გადატანილი ღრმა ვენური თრომბოზის შედეგად განვითარებული ქრონიკული ვენური უკმარისობაა.

    ქრონიკული ვენური უკმარისობის პრევენციისა და მკურნალობის სქემაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების სტილის შეცვლაა. თუ პროფესიიდან გამომდინარე დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, ან მაღალი ტემპერატურის პირობებში ყოფნა, ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა შემცირდეს. რაც შეეხება მედიკამენტოზიურ თერაპიას – ვენოაქტიური მედიკამენტების გელის, კრემის ან აბების ფორმით გამოყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის მართვაში და გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.

    გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ:

    • ვენური უკმარისობის დროს რეკომენდებულია ცურვა, რადგან კუნთების ვარჯიში ამცირებს დაავადების განვითარების რისკს;
    • თუ დღის განმავლობაში დიდხანს გიწევთ ჯდომა, სასურველია პერიოდულად ადგეთ და 15 წუთით გაიაროთ;
    • მნიშვნელოვანია ელასტიური კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რისკს (მის სწორად შერჩევაში ექიმი დაგეხმარებათ)
    • თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება გიწევთ, ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ -ს. თუ მაინც გიწევთ მისი ტარება, ატარეთ ელასტიური გეტრი, გამოიყენეთ დამამშვიდებელი გელები და ფარმაკოტერაპია;
    • ვარიკოზული ვენური დაავადების დროს ვენა კანზე გამობურცულია და მას ესაჭიროება შესაბამისი მკურნალობა. დაავადების ნაადრევ სტადიაზე რეკომენდებულია ფარმაკოთერაპია, ხოლო გართულებული სტადიების დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა;
    • სკლეროთერაპია უზრუნველყოფს „ობობასებრი ვენების“ კოსმეტიკურ მკურნალობას, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაავადება გაქრება. ქრონიკულ ვენურ დააავდებას ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა;
    • ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს რეკომენდებულია ევროპული, პრემიუმ ხარისხის, კომპლექსური მოქმედების მქონე ბრენდის „ვარიქსინალის“ გამოყენება, რომლის თერაპიული ეფექტიანობა და უსაფრთხოება ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. მას გამოშვების ორი ფორმა აქვს: „ვარიქსინალის გელი“ და „ვარიქსინალის აბი“, რაც იძლევა კომბინირებული თერაპიის ან ინდივიდუალური მკურნალობის კურსის შერჩევის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ „ვარიქსინალის“ მიღების ფონზე არ ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება და არტერიული ჰიპერტენზიის ზრდა. ვარიქსინალს ევროპის ქვეყნებში მინიჭებული აქვს „ვენური სისტემის ექსპერტის“ წოდება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი