რა გავლენას მოახდენს 2020 წლის დაბნელების სეზონი ზოდიაქოს ნიშანებზე?

    ზაფხულის დადგომასთან ერთად ასტროლოგიური ციკლი მკვეთრად იცვლება. ივნისის თვის 5 რიცხვში სავსემთვარეობას და მზის დაბნელებას უნდა ველოდოთ. ასტროლოგების თქმით, 2020 წლის დაბნელების სეზონი 5 ივნისს, ტყუპისა და მშვილდოსანის ღერძზე დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.

    დაბნელების სეზონი, ანუ მზისა და მთვარის დაბნელება ერთგვარი ციკლია, რა დროსაც პლანეტები რეტროგრადულ პოზიციაში არიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაბნელების დროს თქვენს ზოდიაქოს ნიშანზე გარკვეული ცვლილებები აისახება.

    დაბნელების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა მსოფლიოში. მზის დაბნელებას 21 ივნისს, ხოლო მთვარის დაბნელებას 5 ივლისს ელოდებიან.

    სეზონის საწყისი წერტილი ტყუპებისა და მშვილდოსანის ღერძია, სწორედ ამიტომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ცვლილებებს განსაკუთრებულად იგრძნობენ.  სიახლეებს ასევე მძაფრად აღიქვამენ თევზები და ქალწულები.

    ასტროლოგები გვირჩევენ როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე დაბნელების პერიოდში. მათი თქმით, სასურველია პოზიტიური აქტივობებით დავკავდეთ, თავი შევიკავოთ ექსტრემალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. დაბნელების სეზონზე შესაძლოა ფიზიკურმა სისუსტემ იჩინოს თავი, ამიტომ დატვირთული საქმიანი კვირა ეცადეთ  სხვა დროისთვის გადადოთ.

    ამ პერიოდში მოსალოდნელია წარუმატებლობა სასიყვარულო ურთიერთობებში. კუროებს სექსუალური პარტნიორის დაკარგვა ელით, თუმცა სიფრთხილის შემთხვევაში შესაძლოა გაუმართლოთ. კარიერული წინსვლა ელით ვერძებს, მათ შესაძლოა საზღვარგარეთ ცხოვრების და მუშაობის გადაწყვეტილება მიიღონ. მორიელებს მატერიალური კეთილდღეობა ელოდებათ, დაუბრუნდებათ ვალი და გაუუმჯობესდებათ ფინანაური მდგომარეობა. 5 ივლისამდე თავი უნდა შევიკავოთ ძვირადღირებული ნივთის შეძენისგან.

    2020 წლის დაბნელების სეზონი 5 ივნისს, პარასკევს, 23:25 წუთზე დაიწყება და 5 ვილისს დასრულდება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი