როგორ გვიცავს „ვირუპროტექტი“ გაციებისა და ვირუსებისაგან?!

    რა უნდა ვიცოდეთ სეზონური რესპირატრულ ვირუსულ ინფექციებზე, როგორ დავიცვათ თავი ვირუსებით დაინფიცირებისგან და ინფიცირების შემთხვევაში დაავადების გართულებებისგან?

    შემოდგომაზამთარი  სეზონური ინფექციების სწრაფად გავრცელების ხელსაყრელ პერიოდს წარმოადგენს. დაიწყო თუ არა წელს სეზონი ნაადრევად, არის თუ არა კოვიდი კვლავ ჩვენს გვერდით, არის თუ არა გაციება ვირუსული წარმოშობის და გადამდებიშეგვიძლია თუ არა ეფექტიანად და უსაფრთხოდ დავიცვათ თავი და ირგვლივ მყოფები სეზონური ვირუსებისგან, დაინფიცირებისას კი შევიმსუბუქოთ მდგომარეობა და თავიდან ავირიდოთ გართულებები? აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება ექიმიპულმუნოლოგი, ფთიზიატრი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი,  ნი კახა ვაჭარაძე.

    ნო კახა, გთხოვთ, გვითხრათ ვირუსების სეზონურობაზე. წელს ყველა ამბობს, რომ  ნაადრევად დაიწყო ეს სეზონი და რა განაპირობებს ხოლმე ვირუსების გააქტიურებას?

    დაგეთანხმებით, ნამდვილად, უკვე დაიწყო სეზონური რესპირატორული ვირუსების შემოტევა. მინდა გითხრათ, რომ ვირუსული ინფექციების 80-85% მოდის სწორედ რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებზე. დღეს საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოშიფიქსირდება სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული შემთხვევები, გაზრდილია ყველა ასაკის პაციენტის მომართვიანობა, საკმაოდ დაიტვირთა კლინიკები. სეზონური ვირუსების გააქტიურება დაკავშირებულია ცივ სეზონთან. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში  ადამიანები, გასული წლებისგან განსხვავებით, იშვიათად ატარებენ პირბადეს. გამოვყოფდი იმუნიტეტის დეფიციტსაც, მიძინებული სეზონური ვირუსები განსაკუთრებით ხშირად მოავადე ბავშვებსა და უფროსებში, ასევე იმუნოდეფიციტისას, ქრონიკული და თანმხლები დაავადებების მქონე პირებში აქტიურდებიან.

    ხშირად გვესმის, რომ ყველა ვირუსი, რაც ახლა ცირკულირებს, კოვიდიაო. რამდენად შეესაბამება აღნიშნული სინამდვილეს?

    კოვიდი ნამდვილად კვლავ ჩვენთან ერთად არის, არსად წასულა, მაგრამ მცდარი აზრია, რომ ყველა ვირუსი კოვიდია, რადგან კოვიდთან ერთად, საკმაოდ გააქტიურებულია და კიდევ უფრო გააქტიურდება  რესპირატორული ტრაქტის სხვა ინფექციებიც, როგორიცაა გაციება, გრიპი და .ასევე, აღსანიშნავია, რომ რესპირატორული ვირუსები მუდმივად განიცდიან მუტაციას და გვხვდება განსხვავებული შტამებიც. ეს ყოველივე მოითხოვს პრევენციასა და დროულ მკუნალობას, რადგან რიგ შემთხვევებში არანაკლები  სერიოზული გართულებებით ხასიათდება როგორც სასუნთქი გზების, ასევე სხვა სისტემების მხრივ

    გაციება ახსენეთ. ხშირად გამიგია ფრაზაგაციებული ვარ, ვირუსი კი არ მაქვსდა თამამად დადის ადამიანი თავშეყრის ადგილებშიძალიან საინტერესოა, რამდენად სერიოზულია გაციება, არის თუ არა ის  გადამდები?

    გეთანხმებით, საზოგადოებაში არის გაციების შესახებ მცდარი შეხედულება. სინამდვილეში, გაციებაც, როგორც სხვა რესპირატორული ინფექციები, არის ვირუსული წარმოშობის. უბრალოდ რადგან ცივ სეზონზე უფრო აქტიურდება, პირობითად, გაციების ვირუსებად მოვიხსენიებთ. გაციებას იწვევს ადენოვირუსები, რინოვირუსები, რესპირატორულსინციტიალური ვირუსი, კორონავირუსების სხვადასხვა შტამი, ამასთანავე, არსებობს უამრავი ქვეტიპი, რომლის დადგენა ხშირად საკმაოდ რთულია. გადაცემის გზები ისეთივეა, როგორც სხვა რესპირატორული ვირუსების შემთხვევაში: ჰაერწვეთოვანიგადაცემა ხდება საუბრის, ცემინების, ხველის დროს, ავადდება ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, კონტაქტური გზაგადაკოცნა, დაბინძურებული ხელი, საგნები, ფეკალურორალური გზა და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მაღალია გადაცემის რისკი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში: ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, ოფისები, სასწავლო დაწესებულებები, გასართობი ცენტრები თუ სხვა.   გაციებას ახასიათებს საკმაოდ შემაწუხებელი ჩივილები: სურდო, ცემინება, მშრალი ხველა, სისუსტე, ტემპერატურული რეაქციაც. დასუსტებული იმუნიტეტისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში შესაძლოა გართულდეს მეორადი ინფექციით, გაამწვავოს არსებული ფონური დაავადება და .. ამიტომ, რა თქმა უნდაგაციებაც სერიოზული კონტაგიოზური (გადამდები) ვირუსული ინფექციაა და საჭიროებს სათანადო პრევენციასა და მკურნალობას

    ნო კახა, გთხოვთ, მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვითხრათ თქვენი კომპეტენტური აზრი  გაციებისა და ვირუსების საპრევენციო სპრეისვირუპროტექტიშესახებ. როგორ გვეხმარება ყველგან, სადაც ვირუსებით ინფიცირების მაღალი რისკია? რას აკეთებს ვირუპროტექტი?

    დიახ, გეტყვით. ვირუპროტექტისაქართველოში უკვე ერთი წელია არსებობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა როგორც  მოსახლეობაში, ასევე მე და ჩემი კოლეგების კლინიკურ პრაქტიკაში. სანამ მექანიზმზე გადავალთ, მარტივად გეტყვით, რომ რესპირატორული ვირუსები ხვდებიან პირისა და ცხვირის ღრუში, აზიანებენ ლორწოვანს, შედის უჯრედში და იწყება ვირუსის გამრავლება, ანუვირემია“, სწორედ ამ დროს დგება დაავადება, ანუ ვირუსული ინფექცია, ხოლო დაახლოებით 2-3 დღეში კი იწყება სიმპტომები. ვირუპროტექტიგანსხვავებული და გამორჩეული, ტრიფსინისა და გლიცერინის შემცვლელი ორალური სპრეი გახლავთ. სწორედ ყელის ლორწოვანში, ვირუსის შეჭრის ადგილას წარმოქმნის დამცავ ბარიერს, გლიცერინის ხარჯზე ხდება ადგილობრივად, ვირუსის შეჭრის ადგილას, ყელის ლორწოვანში დამცავი .. ოსმოსური ბარიერის წარმოქმნა ვირუსსა და ადამიანის ორგანიზმს შორის. აღარ ხდება ვირუსის ინვაზია, ანუ უჯრედში შესვლა, ანუ ადგილზევე ხდება მისი ბლოკირება. რაც შეეხება მეორე ნივთიერებას, ეს გახლავთ ტრიფსინი, სამედიცინო ენით პროტეოლიზური ფერმენტი. სახელწოდება მიუთითებს, რომ ახდენს ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის ლიზისს, ანუ დაშლას. ამას მოყვება ვირუსის გამრავლების დათრგუნვა, დეაქტივაცია და შემდეგ უკვე ელიმინაცია, ანუ ორგანიზმიდან გამოდევნა. ასე რომ, მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ვირუპროტექტი“  არის დამცავი ფარი  ვირუსსა და ადამიანის ორგანიზმს შორის. პრევენციისთვის რეკომენდებულია მისი გამოყენება ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრისასასევე დაავადებულთან კონტაქტისას. რეკომენდებულია მხოლოდ 2 შესხურება ხალხმრავალ ადგილას მოხვედრისას 15 წუთით ადრე.

    თუ უკვე შეგვეყარა ვირუსი, დაგვეწყო სიმპტომები, ამ შემთხვევაში რამდენად ეფექტიანიავირუპროტექტი“?

    ვირუპროტექტითავისი უნიკალური მექანიზმიდან გამომდინარე, ეფექტიანია როგორც პრევენციისთვის, ასევე ვირუსული ინფექციის პირველივე ნიშნებისას.

    ტრიფსინისა და გლიცერინის მოქმედებით მიიღწევა ადგილობრივი ანთების, შეშუპების, ტკივილის საწინააღმდეგო ეფექტი, ინტოქსიკაციის სიმპტომების შემცირება, ანუ სწრაფად ხდება შემაწუხებელი ჩივილების ალაგება. 2-ჯერ მცირდება ავადობის ხანგრძლივობა და მინიმალურია გართულებების რისკი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პირველივე სიმპტომების დროს ვირუპროტექტის გამოყენებისას აღარ დაგვჭირდება გაციების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაეფექტიანობა დადასტურებულია მნიშვნელოვანი კლინიკოლაბორატორიული კვლევებით. ვირუსული ინფექციის პირველივე სიმპტომებისას  რეკომენდებულია 2-2 შესხურება დღეში 6-ჯერ

    ნო კახა, ბოლოს რომ გვითხრათ უსაფრთხოებაზეც, რამდენად უსაფრთხოავირუპროტექტიდა რა ასაკიდან შეიძლება მისი გამოყენება?

    თამამად შემიძლია გითხრათ, რომ შვედური ბრენდივირუპროტექტისაერთაშორისო ევროპული სტანდარტების სრული დაცვითაა წარმოებული, აქვს 12-წლიანი გამოცდილება ევროპის 30-ზე მეტ ქეყანაში, სხვადასხვა დასახელებითსამედიცინო მოწყობილობას გააჩნია სპეციალური მარკირებები, რაც მის უსაფრთხოებასა და სანდოობაზე მიუთითებს, ვირუპროტექტიარ შეიცავს გლუტენს, შაქარს, ლაქტოზას, კონსერვანტებსა და სხვა მავნე დანამატებს, უსაფრთხოა სხვადასხვა ალერგიული და ქრონიკული დაავადებებისას. რეკომენდებულია მისი გამოყენება 4 წლის ასაკიდან და რადგან ბავშვები ყველაზე ხშირად არიან ხოლმე ვირუსის მატარებლებიც და გამავრცელებლებლებიც, ბაღში და სკოლაში წასვლის წინ და მოსვლისას მისი გამოყენება შეამცირებს მათი ინფიცირების რისკსვირუპროტექტი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის ადგილობრივი გამოყენების, უსაფრთხო საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ თავი დაიცვათ სეზონური ინფექციებისაგან.  

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი