როგორ მივხვდეთ რომ გვიყვარს?

    სიყვარული, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძნობაა, რომელის წინაშეც ნებისმიერი ადამიანი უძლურია. ზოგიერთი ადამიანი ცხოვრებაში რამდენჯერმე ახერხებს შეყვარებას, ზოგი კი ერთხელ, ან საერთოდ უსიყვარულოდ აგრძელებს ცხოვრებას. ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გააზრებაა, რომ შეყვარებულები ვართ.

    საბედნიეროდ, ჩვენი ორგანიზმი არაერთ სიგნალს გვაძლევს ხოლმე, რაც გვეხმარება იმის გააზრებაში, რომ ეს საოცარი გრძნობა გვეწვია. უბრალოდ, სიყვარული არ უნდა აგვერიოს უბრალო ლტოლვაში.

    როგორ მივხვდეთ რომ ეს სიყვარულია?

    თვალს ვერ აცილებთ – თუ ერთხელ მაინც გიგრძვნიათ მცირედი უხერხულობა, რომ ჩვეულებრივზე დიდხანს გიყურებთ ან უყურებთ თვალებში, ეს ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ ნაპერწკალი გაჩნდა. კვლევებმა დაადასტურა, რომ ურთიერთობა, რომლის დროსაც პარტნიორები ხშირად უყურებენ ერთმანეთს სიყვარულით სავსე მზერით, გაცილებით მყარი და ძლიერია

    ვერ აკონტროლებთ საკუთარ თავს – აბსოლუტურად ნორმალურია, თუ თქვენი რჩეულის გვერდით “ღუბლებში დაფრინავთ” და ვერ აკონტროლებთ საკუთარ თავს. სიყვარულს ხშირად ადარებენ ნარკოტიკის ზემოქმედებას. Kinsey-ის ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, შეყვარებული ადამიანის ტვინში იგივე პროცესები მიმდინარეობს რაც კოკაინის ზემოქმედებისას. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომ იქცევიან ზოგჯერ შეყვარებული ადამიანები არაადეკვატურად.

    გამუდმებით მასზე ფიქრობთ – როდესაც ვიღაც გიყვარს, სხვა ვერაფერზე ფიქრობ. ეს ნაცნობი სიტუაციაა. შეყვარებული ადამიანის ტვინი გამოიმუშავებს ჰორმონს (phenylethylamine), რომელსაც სხვანაირად “სიყვარულის ნარკოტიკსაც” ეძახიან. სწორედ ეს ჰორმონი გხდით მეორე ადამიანზე დამოკიდებულს.

    გსურთ, რომ ის ბედნიერი იყოს – ეს ნამდვილი, ჯანსაღი გრძნობის არსებობაზე მიუთითებს. როდესაც მისი ბედნიერება გახარებთ, მზად ხართ საკუთარი გეგმების არევის მიუხედავად ის გააბედნიეროთ.

    სტრესი – მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული თბილ გრძნობებთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება, ეს გრძნობა შესაძლოა ზოგჯერ სტრესის წყაროც იყოს. სიყვარული ხშირად სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გამომუშავებას უწყობს ხელს. ასე რომ, თუ უჩვეულოდ გაღიზიანებული ხართ ან სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებთ, შესაძლოა ვიღაც გიყვარდებათ.

    ვერ გრძნობთ ტკივილს – სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, შეყვარებული ადამიანები ფიზიკურ ტკივილს შედარებით ნაკლებად აღიქვამენ – ძლიერი ტკივილი მათ 40%-მდე უმცირდებათ, საშუალო დონის ტკივილი კი 15%-მდე. ასე რომ, თუ ტატუს გაკეთების გეშინიათ, ჯერ სიყვარულს დაელოდეთ და შემდეგ გაიკეთეთ 🙂

    სიახლეები გიზიდავთ – შეყვარებული ადამიანები ხშირად აკეთებენ ისეთ რამეს, რაც მანამდე არ გაუკეთებიათ. მაგალითად, ხტებიან სიმაღლიდან, დაფრინავენ პარაპლანით, აგემოვნებენ განსხვავებულ საკვებს იმისათვის, რომ ასიამოვნონ მას, ვინც უყვართ. მეტიც, კვლევების თანახმად, შეყვარებული ადამიანების გულები ერთ რითმში იწყებენ ფეთქვას. ორ ადამიანს ამ დროს ძლიერი კავშირის შეგრძნება ეუფლება.

    აღარ გაღელვებთ ისეთი რაღაცეები, რაზეც ადრე თვალს არ დახუჭავდით –  თუ თვენ ჰერმაფობი ხართ და ბაქტერიების, მიკრობების და ვირუსების განსაკუთრებული შიში გაქვთ, შესაძლოა სიყვარულმა ეს გადაგალახინოთ. თუ მზად ხართ საყვარელ ადამიანს გაციების ან ვირუსის დროსაც კი აკოცოთ, თქვენ ის ნამდვილად გიყვართ.

    უცნაური დამოკიდებულება – როდესაც ადამიანს გაიცნობთ, შესაძლოა ძალიან მცირე დეტალებით მიხვდეთ, რომ ის თქვენთვის უნიკალურია – ეს შეიძლება იყოს უბრალო ქცევითი მანერები ან მისი ენამოსწრებულობა. ეს დეტალები ქმნის დამოკიდებულებას, რომელიც შემდეგ სიყვარულში გადაიზრდება.

    2 კომენტარები

    1. მე მქვია ედენი ალბანეთში დაფუძნებული და ვმუშაობ ალბანეთის ცენტრალურ ბანკში ზედამხედველის როლში, სანამ არ გავთხოვდებოდი ჩემს მეუღლეზე, დავქორწინდი ჩემს ორგანიზაციაში ჩემს ძროხაზე და მე ვარ კაცი, რომელიც არ ვიცი საუბარი შეყვარებულთან, მე მას გონება ვერ ვუთხარი, რადგან მე ყოველთვის მეშინია მისი და არ ვიცი რატომ და ვფიქრობ, რომ ეს ნდობის ნაკლებობაა. მე ვცდილობ მასთან საუბარს, თუნდაც ვუთხრა როგორ ვგრძნობ მის მიმართ, მაგრამ არ შემეძლო.
      ეს ის თვისებაა, რაც მასში აღმოვაჩინე, რაც აქ სიყვარულში მაყენებს, ასეთია: ის ისეთი ლამაზია, მზრუნველი, პერსონაჟი ძალიან ლამაზი, ამბიციური, უშიშარი, უანგარო, მიმზიდველი და ინტელექტუალური.
      რამდენიმე სადილზე მიმიწვიეს, მაგრამ შემეშინდა შეტყობინებების მიწოდება. გოგონას სახელია აოლა, მე უნდა გავაგებინო ჩემი მეგობარი იმის შესახებ, თუ რაში გადავიტანე და რომ ჩემმა ახლო მეგობარმა ექიმისგან გამომიგზავნა ელ.წერილი, რომელიც მას ეხმარება მოაგვაროს ბრძოლა ჩემს ახლო მეგობარსა და მის მეუღლეს შორის, როგორც ორი წლის წინ.
      მე არასოდეს მჯერა რაიმე შელოცვის, რადგან მე ვარ რელიგიური ადამიანი, მაგრამ უბრალოდ ვამბობ მას. ვუკავშირდები ამ ექიმს და ვუხსნი მას გოგონას შესახებ, რომ მე ის მიყვარს და მინდა ის ჩემი ცოლი იყოს და ექიმმა მთხოვა გავყოლოდი რამდენიმე ნაბიჯი გავაკეთე და მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აჯოლამ თვითონვე დამირეკა და მითხრა, რომ მას ვუყვარვარ და სწორედ ეს მიგვიყვანს ქორწილში. ჩვენ მოვიწვიეთ ექიმი ჩვენი ქორწილის დღეს და დღეს ვზეიმობთ ქორწილის წლისთავს. ძალიან ბედნიერი ვარ
      თუ ცხოვრებაში რაიმე სირთულეს განიცდით, ნუ დააყოვნებთ ამ ექიმთან დაკავშირებას შემდეგ ელ.ფოსტაზე spellspecialistcaster937@gmail.com.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი