როგორ მოვამზადოთ თევზი, რომ არ დაიკარგოს მისი სასარგებლო თვისებები?

    თევზი უნიკალური საკვები პროდუქტია, რომელიც ძალიან სასარგებლოა და მთლიანად შეწოვადი ცილების გარდა, უამრავ მინერალს და ვიტამინს შეიცავს. მათი მეშვეობით ეს პროდუქტი:

    – წმენს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და ებრძვის ათეროსკლეროზს
    – ამაგრებს ძვლებს
    – გამოყავს ორგანიზმიდან ტოქსინები
    – უხდება მხედველობას, ნერვულ სისტემას და კანს
    – შეუცვლელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის; ძალიან უხდება ტვინს და გულ–სისხლძარღვთა სისტემას.

    თევზის სასარგებლო თვისებების მაქსიმალური შენარჩუნებისათვის სასურველია არა მისი ზედმეტად შეწვა და ფქვილში გახვევა, არამედ მომზადება გრილზე, ღუმელში ან მოხარშვა.
    გთავაზობთ ადვილად მოსამზადებელ და სასარგებლო მეთოდს.

    კალმახი ფოლგაში

    (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა, ნაკლებცხიმიანი თევზი)

    თევზი გავრეცხოთ, შევაშროთ, წავუსვათ მარილი და ცოტა წიწაკა. შიგ ჩავაწყოთ თხლად დაჭრილი ლიმონის ნაჭრები (უკურკო), 1–2 ნიორი, კამის და ნიახურის თითო ტოტი.

    ფოლგაზე წავუსვათ ცოტა ზეთი, ზედ დავდოთ თევზი, მოვასხათ ლიმონის წვენი და ფოლგას კარგად მოვუკრათ თავი, რომ ჰაერი არ შედიოდეს.

    შევწვათ ღუმელში 200 გრადუსზე 40 წუთით. შემდეგ შევხსნათ ფოლგა და ვწვათ კიდევ 5–10 წუთი, რომ ზემოდან მოიბრაწოს.

    თევზთან კარგია მივირთვათ ლიმონიანი ან ზეთმოსხმული მწვანე სალათები.

    მიირთვით გემრიელად და იყავით ჯანმრთელები!
    თქვენი მარი მილორავა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი