ბოლო დროს, მაკიაჟის კეთება ნამდვილ ხელოვნებად იქცა, სადაც გარკვეული წესებიც არსებობს. ზოგიერთი მათგანის ცოდნა და დაცვა აუცილებელია. მაკიაჟის დანიშნულება ჩვენი კიდევ უფრო გალამაზება, ნაკლის დამალვა და უპირატესობების ხაზგასმაა. სწორად შერჩეული კოსმეტიკით და კარგად გაკეთებული მაჯიაჟით რამდენიმე წლის მოკლებაც კი არის შესაძლებელი.

მაშ ასე, გთავაზობთ ე.წ. “ხრიკებს”, რომლებიც 3-4 წლით უკან დაგვაბრუნებენ:

გამოიყენეთ ღია ფერის ტუჩსაცხი

შეარჩიეთ თქვენი ტუჩის ფერზე ერთი ტონით ღია ტუჩსაცხი და იყავით მშვიდად, რადგან მუქი ფერის ტუჩსაცხი, როგორი ლამაზი ფერიც არ უნდა იყოს ის, ასაკს გვატებს.

არ წაისვათ დიდი რაოდენობით ტონალური

რაც უფრო მეტი ტონალური გვისვია, მით უფრო გვმატებს ასაკს. გადაისვით ტონალური თხლად ან იხმარეთ კარგი ხარისხის CC კრემი.

გამოიყენეთ მოყვითალო ფერის ტონალური

ეს დაგეხმარებათ უკეთ დაფაროთ ნებისმიერი სახის სიწითლე კანზე. უფრო ვარდისფერი ტონალურის შემთხვევაში სიწითლე და დეფექტები უფრო შესამჩნევია.

წაისვით წარბის ფანქარი

ასაკის მატებასთან ერთად, ქალების უმეტესობა წარბების შეთხელებას უჩივის. ამიტომ, გამოიყენეთ კარგი წარბის ფანქარი იმისათვის, რომ მისცეთ წარბს უფრო სავსე და სასურველი ფორმა. ეცადეთ, რომ შეიძინოთ თქვენი წარბის ფერის ფანქარი.

იხმარეთ მსუბუქი კორექტორი

ვინაიდან თვალის გარშემო კანი ძალიან ნაზია, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ სახის ამ ნაწილზე. პირველი მიმიკური ნაოჭებიც სწორედ აქ ჩნდება. ნუ წაისვამთ მძიმე მასას თვალის გარშემო. იხმარეთ მსუბუქი კორექტორი, რომელიც აისხლიტავს სინათლეს და გააფერმკრთალებს მიმიკურ ნაოჭებს. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პუდრი თვალის გარშემო, ეს უფრო გამოკვეთს ნაოჭებს/დეფექტებს.

გამოიყენეთ ყავისფერი ლაინერი/თვალის ფანქარი

შავი ლაინერი ეფექტურია, თუმცა გამომეტყველებას უფრო მკაცრს და ქალურს ხდის. უფრო ჯანსაღი და ლამაზი იერისთვის გამოიყენეთ შოკოლადისფერი ფანქარი ან ლაინერი. თქვენი გამოხედვა უფრო თბილი, სიცოცხლით სავსე და სანდომიანი გახდება.

სწორად წაისვით რუჟი

როგორც წესი, რუჟი მუქი ყავისფერია და მას ყვრიმალების ქვემოთ, ლოყებზე ისვამენ (ზედა და ქვედა ყვებს შორის, ჰორიზონტალურად). თუმცა, სცადეთ ოდნავ მოვარდისფრო ფერის რუჟი და წაისვით ყვრიმალებზე. შემდეგ ყვრიმალების ოდნავ ამოწეულ ადგილას დაიმატეთ ჰაილაითერი და სახეც ბავშვურ იერს მიიღებს.

წარმატებებს გისურვებთ!

დატოვეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი