როგორ მოვიქცეთ ჭარბი ოფლიანობისას?

    წარმოიდგინეთ, მიდიხართ წვეულებაზე, რომლისთვისაც განსაკუთრებულად მოემზადეთ. შეარჩიეთ ფერადი კაბა, ხართ შესანიშნავ ფორმაში… უეცრად სამოსზე სისველეს და ლაქებს ამჩნევთ და თქვენი იდეალური განწყობა სადღაც ქრება, კომპლექსდებით და არ იცით რა მოიმოქმედოთ. ჭარბი ოფლიანობა ის პრობლემაა, რომელიც მსოფლიოში არაერთ ადამიანს აწუხებს. განსაკუთრებით მტკივნეულად ამას ქალები აღიქვამენ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

    შეზღუდეთ ცხარე საკვები და კოფეინი

    შეზღუდეთ კოფეინის შემცველი სასმელი (ყავა და კოლა). უარი თქვით ცხარე კერძებზე – ეს პროდუქტები განსაკუთრებულ ოფლიანობას იწვევს სახესა და თავზე. უმჯობესი იქნება საკვებისთვის უფრო მსუბუქი სანელებლები გამოიყენოთ. ოფლის გამოყოფას ხელს უწყობს ალკოჰოლიც. იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რომელი პროდუქტი იწვევს თქვენს ოფლიანობას, კარგი იქნება თუ დღიურს აწარმოებთ. მიირთვით რომელიმე მათგანი და დააკვირდით.

    ხშირი შხაპი

    მიიღეთ შხაპი ყოველდღიურად. საჭიროების შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე დაიბანეთ. თუ სუნი შეგაწუხებთ, შეეცადეთ ანტიბაქტერიული საპონი გამოიყენოთ. უსიამოვნო სუნი მაშინ წარმოიქმნება როდესაც ბაქტერიები ოფლს ერწყმის. ბანაობის შემდეგ ყოველთვის კარგად გამშრალდით, რადგან ნესტში ბაქტერიები ადვილად ჩნდება.

    მართეთ ციებ-ცხელება და ღამის ოფლიანობა

    თუ მენოპაუზის გამო უეცრად საშინლად გცხებათ, ან ღამით ოფლიანობას უჩივით, გრილი, სველი ხელსახოცი დაიფინეთ სხეულზე ან დალიეთ ყინულიანი წყალი. თუ ეს პრობლემა მხოლოდ მენოპაუზისგანაა გამოწვეული, მის მოგვარებაში მედიკამენტებიც დაგეხმარებათ. არ მიიღოთ წამლები თვითნებურად, ესაუბრეთ ექიმს და მხოლოდ მასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეთ, თუ რა იქნება საუკეთესო თქვენთვის.

    შეარჩეთ ტანსაცმელი სწორად 

    ბუნებრივი ქსოვილები (მაგალითად ბამბა) კანის გარშემო ჰაერის ცირკულაციას ახდეს, ეს კი ტენიანობის წარმოქმნას ანელებს. იმ შემთხვევაში (თუ არც ბუნებრივი ქსოვილის ტანისამოსის გამოყენება არ გშველით, დამატებითი პერანგი ან მაისური ატარეთ თან). აგრეთვე, ბევრად მოსახერხებელია შავი ან თეთრი სამოსის ჩაცმა, რომელიც კარგად “მალავს” ოფლის ლაქებს.

     შეამცირეთ სტრესი 

    სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ოფლიანობა, ხოლო ზედმეტმა ოფლიანობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. მიმართეთ რელაქსაციას – იოგას, მედიტაციას.

    შეარჩიეთ სწორი ანტიპერსპირანტი

    მართალია, ალუმინის შემცველი პროდუქტების გამოყენებას მედიკოსები არ გვირჩევენ, მაგრამ ეს ნივთიერება ოფლის ჯირკვლის სადინარების ბლოკირებაზე მუშაობს. კარგად გაეცანით ანოტაციას, შეიძინეთ ისეთი ანტიპერსპირანტი, რომელიც ალუმინის დასაშვებ ნორმას შეიცავს. დაწოლის წინ პირსახოცით გაიმშრალეთ კანი და წაისვით თხელი ფენა. აქტიური ინგრედიენტები სწორედ ძილის პროცესში მუშაობენ. შემდეგ შეგიძლიათ იგივე  გაიმეორეთ დილითაც. ძირითადად დეოდორანტები აქრობენ სუნს, მაგრამ ვერ ამცირებენ ოფლის გამოყოფას. ძლიერი სიმპტომების შემთხვევაში, უმჯობესი იქნება თუ ექიმს მიმართავთ. პროფესიონალი სწორი ანტიპერსპირანტის შერჩევაშიც დაგეხმარებათ.

    ფეხებზე ზრუნვა

    თუ ფეხის ოფლიანობა გაწუხებთ, ამოიღეთ ხმარებიდან კოლგოტი. ატარეთ ბამბისგან ან ბუნებრივი მასალისგან დამზადებული წინდები, რომლებიც კანიდან ტენიანობას შეიწოვენ. ამასთან, ხშირად გამოიცვალეთ წინდები. სანამ ფეხსაცმელს კვლავ ჩაიცვამთ,  დარწმუნდით, რომ ის მთლიანად მშრალია. უკეთესი იქნება თუ ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ერთი და იმავე ფეხსაცმელს არ ჩაიცვამთ. ამასთან, შეგიძლიათ სპეციალური  ანტიპერსპირანტული საშუალება ფეხებისა და ხელებისთვისაც გამოიყენოთ.

    შეინარჩუნეთ სიგრილე 

    დაბალი ტემპერატურა სახლში, სამსახურში ან მანქანაში დაეხმარებათ ოფლიანობის შემცირებაში. გახსენით ფანჯრები, გამოიყენეთ კონდიციონერი ან გაგრილების სხვა საშუალება, რათა ჰაერმა იმოძრაოს. დალიეთ რაც შეიძლება მეტი ცივი წყალი. ზაფხულში  გრილი, ღია ფეხსამელი ან სანდლები იხმარეთ.

     ჯანსაღი ცხოვრება

    სიმსუქნემ, მოწევამ და ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა ჭარბი ოფლიანობის პროვიცირება მოახდინოს. ასე, რომ გადადით ჯანსაღ კვებაზე, უარი თქვით სიგარეტზე და შეზღუდეთ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ასე არა მხოლოდ შეამცირებთ ოფლიანობას, არამედ, თავს უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ და სხვადასხვა დაავადების რისკსაც შეამცირებთ.

    მიმართეთ ექიმს

    და ბოლოს! თუ თქვენი ოფლიანობა განსაკუთრებულ პრობლემებს გიქმნით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. პირველ რიგში, გამორიცხეთ ჯანმრთელობის პრობლემები. თუ მსგავსი არ არსებობს, მაშინ არსებობს საშუალებები, რომლებსაც ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ იყენებენ. ბოტოქსის ინექციები, დაბალი დონის ელექტრული დენები და ზოგიერთი მედიკამენტი ხელს შეუწყობს ოფლიანობის შემცირებას.

     

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი