როლანდ მურეს ჰაეროვანი საქორწინო კაბები

    კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, დიზაინერები არ წყვეტენ ახალ კოლექციებზე მუშაობას. როლანდ მურეც მათ რიცხვს მიეკუთხვნება. მურემ საპატარძლო კაბები პირვლად 5 თვის წინ შექმნა და მის კოლექციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

    ამჯერად მან, ჟურნალ “ვოგთან” ერთად საქორწინო კაბების საგაზაფხულო კოლექცია წარადგინა. თუმცა, კოლექციაში მხოლოდ კაბები არ არის. ულამაზესი, დახვეწილი პიჯაკები და შარვლები იდეალურად ერგება საპატრძლო სტილს და მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება.

    “ქალბატონები საკმაოდ დიდ ფულს იხდიან საპატარძლო კაბაში და უფლება აქვთ ის ატარონ, როცა მოუნდებათ და სადაც მოუნდებათ. როგორც წესი, თვლიან, რომ საპატარძლო კაბა მხოლოდ ერთი დღისთვის არის, რაღაც უაზრო ყუთში დებენ და მთელი ცხოვრება ინახავენ. მე კი მიყვარს, როდესაც ტანსაცმელი ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება!” – განაცხადა როლანდ მურემ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი