შეცდომები ხანდახან ყველას მოსდის – იქნება ეს მაკიაჟით დაძინება, დღის განმავლობაში არასაკმარისი წყლის მიღება თუ კრემების არარეგულარული ხმარება. როდესაც საქმე კანის ჯანმრთელობას ეხება, ზოგიერთმა შეცდომამ შეიძლება გაცილებით დიდი ზიანი მოგვაყენოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამ პოსტში რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას.
არარეგულარული მოვლა და ექსპერიმენტები
კანის მოვლის შესახებ ბევრი რამ იწერება, უამრავი სასარგებლო თუ უსარგებლო ინფორმაცია იდება სოციალურ ქსელებში. მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში ადვილად იხიბლება ამა თუ იმ შეთავაზებით და ზოგჯერ ექსპერიმენტებსაც ატარებს საკუთარ თავზე. ისევე როგორც ყველა სხვა საქმეში, კანის მოვლაშიც აუცილებელია რეჟიმის დაცვა და გეგმის მიყოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანდება კანის ბარიერი და ბუნებრივი მჟავური PH.
ბოლო პერიოდში კანის პრობლემები 20-დან 30-წლამდე ასაკის გოგონებსაც აწუხებთ. ამიტომ, ამ საკითხს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ეს გამოწვეულია კოსმეტიკური საშუალებების ხშირი ცვლითა და კანის მოვლის განსხვავებულ რეჟიმებზე გადართვით.
ამიტომ, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, ყურადღებით აარჩიეთ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი საშუალება და გარკვეული დროის განმავლობაში იყავით მისი ერთგული. ზოგ შემთხვევაში, შედეგის მისაღებად მინიმუმ 6 თვე არის საჭირო. გახსოვდეთ, ერთი რომელიმე პროდუქტის რეგულარული ხმარება უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს.
ასაკთან შეუსაბამო მეთოდები
შეუძლებელია 30 წლის შემდეგაც იგივე მეთოდებით მოვუაროთ კანს, როგორც 30 წლამდე ვუვლიდით. ხშირ შემთხვევაში, 20 წლიდან 29 წლამდე კანი უფრო ცხიმიანია და გამონაყარიც გვაწუხებს, 30 წლის შემდეგ კი თანდათან ყველაფერი იცვლება. აკნე ქრება და ზოგიერთ ჩვენგანს ამ პერიოდში უფრო ჯანსაღი კანი აქვს, ვიდრე მანამდე ჰქონდა. თუმცა, უმნიშვნელო ნაოჭები, რომლებსაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდით, თანდათან მკვეთრდება.
40 წლის ასაკისთვის კანის მდგომარეობას ცხოვრების სტილი და კანის მოვლის მეთოდები განაპირობებენ. ამ ასაკში უმეტესობას აწუხებს ნაკლებად მკვრივი კანი, ლაქები და წვრილი კაპლარები. ამიტომ, აუცილებელია ანტიოქსიდანტური შრატების რეგულარული გამოყენება და ანტიოქსიდანტური დიეტები. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს კანის დაცვა მზის ულტრაიისფერი სხივებისგან.
არაჯანსაღი ცხოვრების წესი
ძვირადღირებული კრემები და პროცედურები ვერ გააკეთებენ თავის საქმეს თუ მთლიანად არ შევცვლით ცხოვრების წესს.
არსებობს 5 ფაქტორი, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის კანს, ესენია:
- მზის ულტრაიისფერი გამოსხივება
- სიგარეტი და ალკოჰოლი
- ქრონიკული სტრესი
- მანქანების გამონაბოლქვი (ქალაქის ცენტრალურ უბნებში ცხოვრება)
- უძილობა
იმისათვის, რომ გვქონდეს უნაკლო კანი, აუცილებელია სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრება და კანის მოვლის თქვენზე მორგებული რეჟიმი/მეთოდები. ვერც ერთი ძვირადღირებული კრემი ვერ დაიცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან თუ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს მინიმუმამდე არ დაიყვანთ.
პროცედურებზე უარის თქმა
ხშირად, მხოლოდ კრემები და ნიღბები საკმარისი არ არის. სახის რეგულარული მოვლა, მკვდარი უჯრედების მოშორება და კანის ჰიდრატაცია დაგიბრუნებთ ახალგაზრდულ, გლუვ კანს. ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით მომარაგება კი ნუტრიკოსმეტიკას (ვიადერმს) მიანდეთ – იგი ეხმარება კანს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაში, უბრუნებს სიმკვრივეს და უნაკლო იერს.
საერთო ჯანმში, ყველა ერთ დასკვნამდე მიდის – იდეალური კანის შესანარჩუნებლად აუცილებელია რეგულარული მოვლა, სპეციალისტთან კონსულტაცია და კანის ტიპზე მორგებული საშუალებების გამოყენება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარკვეული ასაკის შემდეგ კოსმეტიკური პროცედურები, ნუტრიკოსმეტიკა და ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით მომარაგება.
დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება!