შორენა ბეგაშვილის სილამაზის საიდუმლო და თავის მოვლის რუტინა

    საქართველოს სექსსიმბოლოდ აღიარებული ტელეწამყვანი ბოლო დროს ეკრანებიდან გაქრა და რადიოში გადაინაცვლა. თუმცა, მსახიობმა Beauty magazine-ს გაანდო, რომ მალე რუსთავი 2-ზე დაბრუნდება. სამომავლო გეგმებთან ერთად, შორენამ ჩვენს მკითხველს თავის მოვლის შესახებ რჩევებიც გაუზიარა.

    როგორია თქვენი თავის მოვლის ტურინა, რომელსაც ყოველ დილას და საღამოს მიმართავთ?

    დღის განმავლობაში, გადაღებების გამო სახეზე იმდენი მაკიაჟი მისვია ხოლმე, ხოლო თმაზე იმდენ ლაქს მასხამენ, რომ ეს ყველაფერი ძილის წინ თუ არ ჩამოვიბანე, ისე ვერ დავიძინებ. არასდროს ვიტოვებ წინა დღის ვარცხნილობას მეორე დღეს რადგან მეორე დღეს უკვე აღარ მომწონს ხოლმე. რასაკვირველია, მაკიაჟს ყოველთვის ვიშორებ. ამისთვის რამდენიმე პროდუქტს ვხმარობ – სპეციალური ლოსიონი, მსუბუქი სკრაბი და ბოლოს კარგად დატენიანება. დამატენიანებელს ტოტალ შარმის პროდუქციიდან ვირჩევ. ასე უბრალოდ მოვლის საშუალებებს ვერ ვყიდულობ, რადგან არ მადგება. ყოველთვის პროფესიონალების რჩევას ვითვალისწინებ, თუ რა სჭირდება ჩემს კანს, ამის მიხედვით ვირჩევ პროდუქციასაც. არანაირი განსაკუთრებული ხელშეწყობა არ სჭირდება ჩემს კანს, მთავარია კარგად დავიტენიანო ხოლმე.

    რამდენად ხშირად სტუმრობთ კოსმეტოლოგებს და თუ ითვალისწინებთ მათ რჩევებს?

    ადრე გადაწყვეტილი მქონდა, რომ არ მჭირდებოდა კოსმეტოლოგი. მაგრამ, შემდეგ სისტემატურად დავიწყე სიარული. გაწმენდით ხშრად არ ვიწმენდ, უფრო ვიტენიანებ. მეზოთეარპიის პროცედურას მივმართავ, რომელიც ატენიანებს, ფერს აუმჯობესებს, აახალაგზარდავებს, ელასტიუროაბს ანიჭებს. მხოლოდ გარედან დამატენიანებელი საშუალების წასმა არ შველის ხოლმე კანს. ამის შემდეგ კანს ძალიან კარგი შესახედაობა ეძლევა. ასევე პერიოდულად ფილერს და ბოტოქსსაც ვიკეთებ.

    ყოველდღიურად თუ ისვამთ მაკიაჟს და თვლით თუ არა, რომ კოსმეტიკაში ფული არ უნდა დაგვენანოს?

    თუ გადაღება არ მაქვს, მაშინ კანს ვასვენებ და არ ვისვამ არაფერს. ზოგადად, ისე ვგეგმავ გადაღებებს, რომ ერთ დღეს მოვუყარო თავი რამდენიმეს და არ დავტვირთო ხოლმე სახის კანი სხვა დღეებშიც. ასევე გადაღებებიდან გამომდინარე, სულ წვალებაშია ჩემი თმაც. მაქვს თმის ნიღბები, რომლებსაც კვირაშ 2-ჯერ ვხმარობ. მაქვს პროფესიონალური შამპუნებიც. ხშირად მეკითხებიან, როგორ გიბზინავს თმაო. ვუვლი, ხშირად ვიბან და სწორედ ამის შედეგია. ვცდილობ ყოველთვის მოწესრიგებული მქონდეს. ხარისხიანი კოსმეტიკა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ამის საშუალება არ აქვს ბევრ ქალს. თუმცა, არსებობს ნევრი ბრენდი, რომელიც ბევრად ხელმისაწვდომია. უბრალოდ ასეთი კოსმეტიკური საშუალებები დიდი ხნის განმავლობაში არ უდნა გაიჩეროთ სახეზე, რომ არ დააზიანოს კანი.

    გაგიკეთებიათ თუ არა პლასტიკური ოპერაცია?

    კი მიმიმართავს და კიდევ მივმართავ მომავალში, როცა ამის საჭიროება იქნება.

    რა ასაკიდან უვლით თავს და იტარებთ პროცედურებს?

    როდესაც გადაღებებზე სისტემატურად დავიწყე სიარული და მაკიაჟის დიდი რაოდენობით მოხმარება, ამის შემდეგ დავიწყე კანის განსაკუთრებული მოვლაც. ახლა, ბევრად ადრეული ასაკიდან იწყებენ თავის მოვლას გოგოები. თუ გამონაყარი გაქვს ნებისმიერ ასაკში უდნა მიხედო. რაც შეეხება პროცედურებს, ეს პროფესიონალმა უდნა ურჩიოს ქალებს.

    ყოველთვის კარგ ფორმაში ხართ, სხეულის მოვლაზეც გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ვარჯიშობთ თუ არა და თუ იკეთებთ მასაჟებს?

    მასაჟის მოყვარული არ ვარ. უფრო ვარჯიში მომწონს. ახლაც სავარჯიშოდ მივდივარ. სისტემატურად დავდივარ სპორტდარბაზში, ეს ძალიან მომწონს. მთელი დაღლილობა და სტრესი იქ რჩება, გამოხდიხარ გამხდარი და ბედნიერი. ყველას ვურჩევ, რომ დაკავდნენ  ფიტნესით ან თუნდაც სირბილით.

    დიეტას თუ იცავთ ხოლმე, ან ჯანსაღად თუ იკვებებით?

    დიეტას დიდად ვერ ვიცავ, ტკბილეული მიყვარს ძალიან. დღე ისე არ გადის ორი ნაჭერი ნამცხვარი ან ტორტი რომ არ ვჭამო. თანაც, იმდენ ენერგიას ვხარჯავ დღის მანძილზე, რომ მჭირდება ძალების აღსადგენად. ტკბილეულზე, რომ თვალი დავხუჭოთ, ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო და არ დამჭირდეს დიეტა.

    მზე და რუჯი თუ გიყვართ და როგორ უვლით კანს ასეთ დროს?

    სახეზე მზისგან დამცავს ვხმარობ, ტანზე პირიქით გამაძლიერებლებს. რუჯის შემდეგ, აუცილებლად, კარგად ვიტენიანებ და ვიკეთებ მეზოთერაპიას. ძლიერი მზე ძალიან აზიანებს კანს.

    საქმიანობასაც რომ შევეხოთ – რატომ ვერ გხედავთ ბოლო პერიოდში ეკრანებზე?

    რაღაც პერიოდი ვიყავი ეკრანს მღმა, ახლა ისევ დავუბრუნდები. ჯერჯერობით, არ ვიცი, რომელ გადაცემაზე, მაგრამ რუსთავი 2-ზე დავბრუნდები.

     

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი