სილამაზეზე ზრუნვის 8 ოქროს რჩევა!

    საკუთარ თავსზე ზრუნვა, პირველ რიგში, თავის სწორად მოვლას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე თანაბრად ვიზრუნოთ. როგორც უკვე იცით, ჩვენი ყველაზე დიდი ორგანო კანია და მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ამ პროცესს კიდევ უფრო გაგიიოლებთ.

    დალიეთ ნაკლები ალკოჰოლი და მეტი წყალი

    ამერიკელ პლასტიკურ ქირურგს, სტივენ მულჰოლენდს მიაჩნია, რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება – იგულისხმება დღეში ერთ ჭიქაზე მეტის დალევა, ღვიძლის მუშაობას აძნელებს. ამან Sეიძლება ფორების გაფართოვება და კაპილარების დახეთქვაc გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი სახეზე. ჭარბი ალკოჰოლი ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ზრდასაც უწყობს ხელს. თუმცა, ეს არ ეხება ნატურალურ წითელ ღვინოს. ის არც სახის კანს აზიანებს და არც ჯანმრთელობას.

    მოიშორეთ მკვდარი კანი

    მკვდარი კანის უჯრედები სახის კანს არც ლამაზ და არც ჯანსაღ იერს არ აძლევს. სანამ მკვდარ კანს არ მოიშორებთ, გამწმენდებისა და დამატენიანებლების ხმარებას აზრი არ აქვს. საცხებში არსებული სასარგებლო ნივთიერებები კანის ღრმა ფენებში ვერ აღწევს. შეგიძლიათ სხეულსა და სახეზე სკრაბი გამოიყენოთ. სპეციალური ჯაგრისით ან ღრუბელით კანი წრიული მოძრაობთ გაიწმინდეთ, ოღონდ ეცადეთ ზედმეტად არ გააღიზიანოთ და არ დაიწითლოთ.

    რეგულარულად ივარჯიშეთ

    ვარჯიში მოგცემთ მეტ ენერგიას და ამავდროულად, კარგ ფორმას. მკვლევარების აზრით, რეგულარული ვარჯიში დაბერებას უშლის ხელს. ასევე ებრძვის სიმელოტეს, ჭაღარა თმის გაჩენასა და კანის გამოშრობას. ამასთან,  აერობიკა, სწრაფი სიარული, სირბილი ან ველოსიპედით სეირნობა გულის მუშაობას აუმჯობესებს. რაც უფრო დიდხანს შეგიძლიათ ვარჯიშების გაკეთება, მით უფრო გამძლე გახდებით.

    ხელი არ ახლოთ გამონაყარს

    არასდროს აწვალოთ კანი გამონაყარის შემთხვევაში. თუ მათ ამოღებას არ შეწყვეტთ, შესაძლოა, ინფექცია შეგეჭრათ, კიდევ უფრო მეტი გამონაყარი გაგიჩნდეთ და საერთოდაც, ნაწიბური დაგრჩეთ. აღსანიშნავია, რომ ნაწიბურები სწორედ ამ მიზეზით ჩნდება და არა აკნეს გამო.

    მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ

    თუ ძილის წინ, მაკიაჟს არ იშორებთ და პირდაპირ იძნებთ, ეს თქვენი კანისთვის დამაზიანებელია. ასეთ დრო ფორებს ჩაკეტილ მდგომარეობაში, მაკიაჟითა და ოფლით სავსეს ვტოვებთ, რაც შემდგომ უარყოფითად აისახება კანზე.

    არ გამოიყენოთ შამპუნი ყოველდღე

    ზოგიერთი ქალი თავს სუფთად ვერ გრძნობს, თუ თავი შამპუნით ყოველდღე არ დაიბანა. მაგრამ დასაბანი საშალებების ყოველდღე გამოყენება სკალპს აზიანებს. ირღვევა ცხიმის ბუნებრივად გამოყოფა და თმა კარგავს ნატურალურ მბზინვარებას. ეცადეთ, შამპუნით თმა ყოველ მეორე დღეს დაიბანოთ.

    ყოველდღიურად გამოიყენეთ მზისგან დამცავი

    მელანომა ერთერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. ღია კანის მქონე ადამიანები კი ამ საფრთხის წინაშე ყველაზე მეტად დაუცველები არიან. ულტრაიისფერი სხივები არც მუქი ფერის კანისთვისაა სასარგებლო. შესაბამისად, მედიკოსები ყველანაირი კანის ტიპის მქონე ადამიანებს მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

    მიიღეთ ნუტრიკოსმეტიკა

    ნუტრიკოსმეტიკული საშუალებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპასა და ამერიკაში. ეს ნიშნავს ორგანიზმის შიგნიდან გაჯანსაღებას და საჭირო ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით მიწოდებას. ეს კი, თავის მხრივ, ჯანსაღი თმის, მტკიცე ფრჩხილების და იდეალური კანის გარანტიაა. თუ თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვისთვისაც ჯანმრთელობა და სილამაზე ერთნაირად მნიშვნელოვანია, ნუტრიკოსმეტიკა “ვიადერმი” თქვენთვისაა. იგი დიდი ხანი არ არის რაც საქართველოში შემოვიდა და უკვე უამრავი ადამიანის გული მოიგო.

     

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი