ერთი შეხედვით „მარტივმა“ გაციებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას!

    გაციება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და ექიმთან მიმართვიანობის უხშირეს მიზეზს წარმოადგენს.

    მგონი, გავცივდი… ეს ის სიტყვებია, რომელიც ამ სეზონზე ყველაზე ხშირად გვესმის… როგორ ავირიდოთ თავიდან გაციება, რა სიმპტომებს მივაქციოთ ყურადღება, რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს გაციებამ? აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება პროფესორი, პულმონოლოგი ბ-ნი ვახტანგ ქაცარავა.

    ბ-ნი ვახტანგი: გაციება კონტაგიოზური ანუ ადვილად გადამდები ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა, რომლის გამოწვევა 200-ზე მეტ ვირუსს შეუძლია, თუმცა, ყველაზე გავრცელებულ გამომწვევად რინოვირუსის დაახლოვებით 100 სხვადასხვა შტამი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები და კორონავირუსები გვევლინებიან. აღნიშნული ვირუსების გავრცელება ჰაერწვეთოვანი გზით ხდება, სწორედ ამიტომ ხალხმრავალ გარემოში, ადამიანიდან – ადამიანზე გაციების ვირუსები ადვილად გადადის და ინფიცირების სიხშირეც მაღალია.

    • რა ჩივილებით იჩენს თავს გაციება და რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს?

    ბ-ნი ვახტანგი: გაციების ვირუსი ორგანიზმში მოხვედრიდან 24-72 საათის შემდეგ ვლინდება სხვადასხვა სიმპტომით: შემცივნება, ყელის ტკივილი, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი – რინორეა, ცხვირის ობსტრუქცია ანუ ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, შესაძლოა აღინიშნებოდეს ხველა. რაც შეეხება ცხელებას, უმეტესწილად გაციებას ტემპერატურის მატება არ სდევს. მიუხედავად იმისა, რომ გაციება სხვა რესპირატორულ ინფექციებთან შედარებით, უფრო მარტივად გადაიტანება, მას შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება მოჰყვეს. ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლისას, იმუნური სისტემა ქვეითდება, მცირდება ორგანიზმის მდგრადობა ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ, რის გამოც გაციება არც თუ იშვიათად ხდება სხვა ინფექციების განვითარება-გართულებების მაპროვოცირებელი. მაგალითად, ხშირად გაციების შემდეგ, შემაწუხებელი მშრალი ხველა გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაშიც, ვითარდება მწვავე სინუსიტი, ყურის ინფექციები, კონიუნქტივიტი, მწვავე ბრონქიტი ან პნევმონია. შესაძლოა, ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, ფქოდის ან ემფიზემის მქონე პირთათვის, გაციება ჰოსპიტალიზაციის და სხვადასხვა გართულებების მიზეზიც გახდეს. 

    • ახასიათებს თუ არა გაციებას სეზონი და ვინ იმყოფება განსაკუთრებით მაღალ რისკ-ჯგუფში?

    ბ-ნი ვახტანგი: დღეისათვის ვირუსული ინფექციების სეზონურობა შეცვლილია, რაც ნიშნავს, იმას, რომ პირობითად, თუ რომელიმე კონკრეტული ვირუსის აფეთქებას უფრო მეტად გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ველოდით, მას აქტიურად ვხვდებით შემოდგომა-ზამთარშიც. ასევეა გაციებაც, თუმცა, საერთო სტატისტიკის მიხედვით, გაციების სეზონი მოიცავს ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდს, პიკს კი ნოემბერი-დეკემბერში აღწევს. ასაკობრივად, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების, ხშირად მოავადე და დაბალი იმუნური სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ. როგორც წესი, წლის განმავლობაში ბავშვები საშუალოდ 6-8-ჯერ, ხოლო ზრდასრულები 2-4-ჯერ ავადობენ. 

    • როგორ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ გაციებით გამოწვეული გართულებები? 

    ბ-ნი ვახტანგი: პირველ ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ გაციება ვირუსული ინფექციაა და მის სამკურნალოდ არ ვიყენებთ ანტიბიოტიკებს. გაციების სიმპტომებისას, ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა მოიცავს სწორად შერჩეულ ანტივირუსულ საშუალებებს, ტკივილგამაყუჩებლებს, თუთიას, ცხვირის დეკონგესანტებს ანტიჰისტამინებით ან მის გარეშე და იპრატროპიუმს. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ მედიკამენტებს ადამიანთა უმრავლესობა თვითნებურად, ხშირად სხვადასხვა მიზეზების გამო იყენებს, ორგანიზმი თითქოს ეჩვევა მათ და ამიტომ ეფექტს უფრო ნაკლებად გრძნობს. სწორედ ამიტომ, არსებობს რიგი მცენარეებისა, რომელთა გამოყენებას გაციებისას, რეკომენდაციას უწევს ისეთი მაღალავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციები, როგორიცაა FDA (- აშშ-ს საკვებისა და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტო) და  EMA – (ევროპის წამლის სააგენტო). სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებზე, ჩემი ევროპელი კოლეგებისაგან არაერთხელ მქონდა მოსმენილი ისეთი ბრენდის შესახებ, როგორიცაა „სინულანი“, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა. მას შემდეგ რაც პირადად, დეტალურად გავეცანი „სინულანის“ შესახებ კვლევებსა და სხვა სამედიცინო მასალებს, მისი გამოყენება აქტიურად დავიწყე ჩემს სამედიცინო პრაქტიკაშიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი შედეგები მაქვს. აღსანიშნავია, რომ „სინულან დუო ფორტეს აბები“, რომელიც შექმნილია სპეციალურად რესპირატორული ტრაქტისა და იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის, შეიცავს სწორედ იმ 6 მცენარეულ კომპონენტს, რომლებსაც გარდა FDA, EMA-ს რეკომენდაციებისა, გააჩნიათ კლინიკური კვლევებით გამყარებული ეფექტიანობა და უსაფრთხოება გაციების, გრიპის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების, ცხვირის ღრუს წიაღების ანთებითი დაავადებებისა და სინუსიტის დროს. „სინულან დუო ფორტეს“, მისი განსხვავებული, უნიკალური „რესპირაპრო-კომპლექსის“ დახმარებით, გააჩნია გამოხატული ანტივირუსული, ანტიმიკრობული, იმუნომასტიმულირებელი, ანტისპაზმოლიზური, ანტიპირეტული, ტკივილგამაყუჩებელი და ხველის საწინააღმდეგო ეფექტი.  ასეთი მრავალმხრივი, კომპლექსური მოქმედებიდან გამომდინარე, „სინულან დუო ფორტე“ მაღალეფექტურობით გამოირჩევა როგორც გაციების სიმპტომების – ყელის ტკივილის, ცხვირით სუნთქვის გაძნელების, ცხვირიდან გამონადენის, შემაწუხებელი ხველის (მშრალი ან ნახველიანი ხველის), საერთო სისუსტის, თავის ტკივილისა და ცხელების მოხსნისთვის, ასევე გაციების გართულებების თავიდან არიდებისა და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებისთვის. ადგილობრივი, სასუნთქი გზების იმუნური სისტემის გაძლიერებით აფერხებს თანდართული ბაქტერიული ინფექციების, ბრონქიტის ან პნევმონიის განვითარების რისკსაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირად მოავადე და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამასთანავე, ამცირებს ანტიბიოტიკის გამოყენების საჭიროებას.

    • რა ასაკიდან და რა ხანგრძლივობით არის რეკომენდებული „სინულან დუო ფორტეს“ მიღება?

    ბ-ნი ვახტანგი: „სინულან დუო ფორტეს აბების“ მიღება რეკომენდებულია  6 წლიდან ნებისმიერი ასაკისთვის 1 ან 2 აბი დღეში. რაც შეეხება ხანგრძლივობას, გაციების, გრიპის და ან სხვა მწვავე რესპირატორული დაავადებებისას, სიმპტომების სწრაფი მოხსნის, გართულებების თავიდან არიდებისა და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებისთვის , რეკოემნდებულია 1 კვირა. თუმცა ხშირად, იმ პაციენტებს, რომლებიც მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, ვურჩევ ხოლმე რომ მიღება განაგრძონ კიდევ 1-2 კვირა. საპროფილაქტიკოდ, სეზონური ინფექციების თავიდან არიდებისთვის, სასუნთქი გზების გაჯანსაღებისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, 1 თვიანი კურსი იდეალურია. 

    • და ბოლოს, როგორია გაციების პრევენციის საერთო რეკომენდაციები?

    ბ-ნი ვახტანგი: მთავარი რეკომენდაცია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვაა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაციების სიმპტომების არსებობისას, მოვერიდოთ ხალხმრავალ გარემოს, ერთის მხრივ იმისათვის, რომ სხვა ადამიანები დავიცვათ ინფიცირებისაგან, ხოლო მეორეს მხრივ, თავიდან ავირიდოთ გართულებების რისკი. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბალანსირებული კვება და მოწესრიგებული ძილის რეჟიმი მნიშვნელოვანია ორგანიზმის სიჯანსაღისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი