თაკო გვაზავა, კოსმეტოლოგი, ბლოგერი და L’occitane-ს ექსპერტი საქართველოში

    გამარჯობა,
    მე ვარ თაკო გვაზავა, კოსმეტოლოგი, ბლოგერი და L’Occitane-ს ექსპერტი საქართველოში. ბოლო სტატუსი  ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნება და  პატივია, რადგან L’Occitane-თან წლების მანძილზე გაშლილი ნდობა, სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს,  იმ დროიდან მოყოლებული, ათიოდე წლის წინ ვენაში, მარია ჰილფერშტრასეს ქუჩაზე L’Occitane –ის ნიშურ მაღაზიაში პირველად რომ შევაბიჯე. მაშინვე შევიძინე პროდუქტები და სულ რაღაც ორ დღეში გაჩნდა ჩემსა და ამ საოცრად ხარისხიან ბრენდს შორის ემოციური ბმა, როგორც აღმოჩნდა, სამუდამო. 

    BEAUTY COMES WITH HAPPINESS,
    HAPPINESS IS CAUSED BY L’OCCITANE

    „სილამაზე მოაქვს ბედნიერებას, ბედნიერების წყარო კი L’Occitane-ია“ – ასეთია ბრენდის სლოგანი და ამ აღქმაშიც კი ვემთხვევით მე და ლოქსიტანი. მოვლილი კანი, სხეული, საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის და ვიზუალის შეგრძნება ხომ პირველ რიგში განწყობის ასამაღლებლად, ბედნიერებისთვის გვჭირდება ადამიანებს.. და ვის თუ არა ბუნებრივი სილამაზის ექსპერტს – პროვანსულ L’Occitane-ს სრულყოფილად აქვს ეს ფილოსოფია გაშლილი საკუთარ პროდუქციაში და მომხმარებელთან კომუნიკაციაში.

    L’Occitane-ის პარფიუმი, კოსმეტიკა, სახისა და სხეულის მოვლის მაღალხარიახიანი ფრანგული პროდუქცია, მსოფლიოს 90 ქვეყანაში 3386 ბრენდული მაღაზიის სახით არის წარმოდგენილი. მათ შორისაა თბილისში, ჭავჭავაძის 40 ნომერში განთავსებული ნიშ-ბუტიკი, რომელიც ლოქსიტანისის ქართველი მომხმარებლების საყვარელი ადგილია.

    ახლა კი სიხარულით დაგიანონსებთ: დღეიდან L’Occitane ბლოგის ფარგლებში, ხშირად შემოგთავაზებთ კანის მოვლასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს, მითითებებს და ხრიკებს, თუ როგორ მოვუაროთ სხვადასხვა ტიპის კანს ეფექტურად და მაქსიმალურად დაბალანსებულად. სიამოვნებით გაგიზიარებთ ასევე L’Ooccitane-ის სხვადასხვა პროდუქციის ირგვლივ ჩემს შეხედულებას და განხილვას, რაც საკუთარ გამოცდილებაზე და ბრენდის სიღრმისეულ ცოდნაზე იქნება დამყარებული.

    მომდევნო პოსტში მგრძნობიარე, მშრალი კანის მოვლის საინტერესო დეტალებით და L’Occitane -რუტინით დაგიბრუნდებით. 

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი