თაფლი გამწმენდის ნაცვლად – იდეალურად სუფთა კანის საიდუმლო

    ცხოვრება ძიებისა და აღმოჩენების დაუსრულებელი პროცესია… მუსიკის, მოდისა და კულინარიის მსგავსად, თავის მოვლის სფეროშიც ხშირად გვიწევს საინტერესო რეცეპტებისა და მეთოდების წარსულიდან ამოქექვა. რაც, როგორც წესი, ამართლებს ხოლმე. სახის თაფლით დაბანაც ერთ-ერთი მათგანია. ცდა ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, როდესაც ძვირადღირებული საშუალებების ფონზე, ჩნდება შანსი, რომ შედარებით მცირე დანახარჯით სუფთა, ხავერდოვანი სახე მივიღოთ.

    მოდით ვისაუბროთ კანისთვის თაფლის გამოყენების მეთოდებზე და მის სასარგებლო თვისებებზე.

    დავიწყოთ იქიდან, რომ თაფლს აქვს ანტიბაქტერიული, პრობიოტიკური, დამატენიანებელი და სამკურნალო თვისებები. პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს ექიმები დაჭრილებს თაფლის სახვევებს ადებდნენ. ასეთი სახვევი კანს არასოდეს ეკრობოდა და ჭრილობაც ახალი ეპითელით მალევე იფარებოდა. თაფლის გამოყენების ადგილას სისხლის მიმოქცევა ძლიერდება, რაც ხელს უწყობს ქსოვილის გაწმენდას. იგი ანადგურებს მიკრობებსა და სტაფილოკოკებს, გამოიყენება კანის დაავადებებისა (ეგზემა, აკნე…) და მცირე ჭრილობების სამკურნალოდ.

    როდესაც საუბარია მის სასარგებლო თვისებებზე, რა თქმა უნდა, ნატურალური, დაუმუშავებელი თაფლი იგულისხმება. შედეგის მისაღებად, სახის დაბანაც სწორედ ნატურალური თაფლით უნდა მოხდეს.

    მაშ ასე, პროცედურა ძალიან მარტივია:

    1. მოიშორეთ მაკიაჟი.
    2. დაისველეთ სახე (ნატურალური თაფლი ოდნავ სქელია, მშრალ კანზე კი მისი გადანაწილება რთული იქნება).
    3. ½ ჩაის კოვზი თაფლი თითებით ნაზად გადაინაწილეთ სახეზე.
    4. ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით (თუ თაფლს 10 წუთით გაიჩერებთ სახეზე და შემდეგ ჩამოიბანთ, უკეთეს შედეგს მიიღებთ).
    5. ნაზად შეიმშრალეთ.

    სახის თაფლით დაბანა მოგაშორებთ ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს და მაკიაჟის ნარჩენებს. როგორც წესი, წყალი თაფლს მთლიანად აშორებს და შემშრალების შემდეგ არ გექნებათ წებოვნების ან რაიმე უსიამოვნო შეგრძნება. რაც მთავარია, იგრძნობთ, როგორი ნაზი და სუფთა გახდება თქვენი კანი.

    დაბოლოს, ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ, სახე შეგიძლიათ დაინამოთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმრისა და ½ ჭიქა წყლის ან ალოეს წვენისაგან დამზადებული ნაზავით.

    აქვე შეგახსენებთ, რომ გარდა ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროცედურებისა, აუცილებელია ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით მომარაგება – “ვიადერმი კანის სილამაზის” კურსი დაეხმარება კანს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაში და თავიდან აგარიდებთ ნაოჭებს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი