თინა ქიტუაშვილი: “ზაფხულის ტემპერატურაზე გადასვლისას მიძინებული დაავადებები აქტიურდებიან”

    ცოტა ხნის წინ, „ვიადერმმა“ საკუთარ მომხმარებლებს საშუალება მისცა, მიეღოთ კომპეტენტური პასუხები კანის პრობლემებთან და მის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში ხალხის შეკითხვებს ქალბატონი თინა ქიტუაშვილი პასუხობდა.

    შეგახსენებთ, რომ ქალბატონი თინა გახლავთ დერმატო ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში და საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

    ქალბატონო თინა, როგორ მოვუაროთ კანს და როგორ ავირიდოთ თავიდან კანის დაავადებები?

    ზოგადად, 2000-მდე კანის დაავადება არსებობს და თითოეულ ამ დაავადებას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. კანი ორგანიზმის გარეგანი საფარველია და აქვს დაცვითი ფუნქცია. ის ყველა სეზონზე განიცდის გარემოს აგრესიულ ზემოქმედებას და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ზამთრის ტემპერატურიდან ზაფხულის ტემპერატურაზე გადასვლისას მწვავდება რიგი დაავადებები, როგორიც არის მაგალითად ატოპიური დერმატიტი, სოკოვანი დაავადებები (რომლებიც ზამთრის პერიოდში იძინებენ და აქტიურდებიან მას შემდეგ, რაც კანი დაიწყებს ოფლიანობას). გარდა ამისა, საფრთხეს წარმოადგენს მზის სხივების ზემოქმედება, რის შედეგადდაც შეიძლება მივიღოთ დამწვრობა, კანის შეწითლება, ქავილი. ტერფის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონური ფეხსაცმლის ტარებას. დახურული ფეხსაცმელი ზაფხულში ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფრჩხილის ფორმასა და ფერს.

    როგორ დავიცვათ დაზიანებისგან თმა და ფრჩხილები?

    კანის გარდა, ზაფხულში საფრთხე ემუქრება თმასა და ფრჩილებს. განსაკუთრებით ზღვაზე ყოფნისას. აუცილებელია ვატაროთ ქუდი, რომელიც დაიცავს თმას გადაშრობისგან. თმა შეიცავს წყალს და კერატინს. კერატინი ცილოვანი ნივთიერებაა და არა ძვლოვანი. ჩვენი საკვები უნდა იყოს მდიდარი იმ ნივთიერებებით, რომლებიც თმას სჭირდება (მაგალითად ჟელატინი). მინდა აღვნიშნო „ვიადერმი კომპლიტი“, რომელიც განკუთვნილია კანისთვის, ფრჩხილისთვის და თმისთვის. იგი არაჩვეულებრივად აღადგენს კანის, ფრჩხილის და თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს მათ გაჯანსაღებას. რაც მთავარია, „ვიადერმი“ არ შეიცავს საფუარს და იმ ვიტამინებს, რომლებიც იწვევენ მადის გაძლიერებას.

    აუცილებელია სწორი, რაციონალური კვება, რომელიც მოიცავს ხილს და ბოსტნეულს, თევზს (რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-ს), ჟელატინს. ხშირად, ცხოვრების სტილი და რეჟიმი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დღეში რამდენჯერმე ვიკვებოთ და ყველა ის ვიტამინი მივიღოთ რაც  ორგანიზმს სჭირდება. სწორედ ამიტომ არის კარგი „ვიადერმი“, შეიცავს ყველა საჭირო ნიმთიერებას სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. გამოიყენება 12 წლიდან, ავტოიმუნური დაავადებების დროს, ალოპეციისას. რაც შეეხება „ვიადერმი კანის სილამაზეს“, ის განკუთვნილია დაბერების პროცესის შესაჩერებლად, კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

    ექვემდებარება თუ არა ეგზზემა მკურნალობას და შეიძლება მისგან გათავისუფლება?

    ეგზემა და დერმატიტი ერთიდაიგივე დაავადებაა და აქვს მრავალი სახე. თუ საქმე გვაქვს დერმატიტთან, რომელიც წარმოიქმნა კონტაქტის შედეგად, გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან შეხებისას, მზის დამწვრობისას, მდუღარეს გადასხმისას, ან ალერგენებთან შეხებისას, შევწყვეტთ რა ამ ნივთიერებებთან/ალერგენებთან კონტაქტს, იგი მორჩება, მაგრამ ატოპიური დერმატიტი/ეგზემა გენეტიკურ განწყობასთან არის დაკავშირებული. არ გაგვიმწვავდება თუ თავიდან იქნება აცილებული ის ალერგენი და მაპროვოცირებული ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ამ დაავადებას. ეს შეიძლება იყოს ზამთარში კანის გამოშრობა, მშრალი კანი. ასეთი კანი მეტად მგრძნობიარეა და შესაძლებელია კვლავ დაემართოს ეს პრობლემა. არის ეგზემის ისეთი სახეობაც, რომელიც ნერვიულობასთან არის კავშირში. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ავირიდოთ თავიდან გამომწვევი ფაქტორები და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

    როგორ დავიცვათ კანი თუ დღის განმავლობაში მზეზე გვიწევს ყოფნა?

    ყველაზე კარგი დამცავი ტანსაცმელია: ქუდი და ღია ფერის გრძელმკლავიანი სამოსი. გარდა ამისა, არსებობს მაღალი SPF-ის მქონე კრემები. მათი წასმა აუცილებელია სახესა და ხელებზ (იმ ადგილებში, რომლებსაც ტანსაცმელი ვერ ფარავს.

    რა შედეგები მოაქვს მზეზე გადაჭარბებულად ყოფნას?

    წლების განმავლობაში ხდება მზის სხივების კუმულაცია, დაგროვება და ასაკის მატებასთან ერთად თავი შეიძლება იჩინოს კანის სიმსივნემ. განსაკუთრებით უნდა მოვუფრთხილდეთ პატარებს. ჩვილი ბავშვების დამწვრობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მშობლებს ვთხოვ, მოუფრთხილდნენ ბავშვებს და დიდი ხნით მზეზე არ გაიყვანონ. ზოგაგად კი, ბავშვებისთვის ზღვა და სანაპირო უსუფთაობის თვალსაზრისით არასასურველი გარემოა.

    როგორ ვუმკურნალოთ მშრალ კანს და დაგვეხმარება თუ არა ნუტრიკოსმეტიკა?

    თუ ახალგაზრდაა ადამიანი და აქვს მშრალი კანი, ეს შესაძლოა იყოს გენეტიკური. ატოპიური დერმატიტი ან მსუბუქი ქსეროდემა, როდესაც კანი მშრალია და იქერცლება განსაკუთრებით წვივების არეში. შარდოვანა არის ძალიან კარგი ასეთ შემთხვევაში. კანი შრება ასევე 40-45 წლის ასაკში. აუცილებლად უნდა ვიხმაროთ ასაკის შესაბამისი დამატენიანებლები და ვიადერმი კანის სილამაზე.

    ჰიალურონის მჟვა საოცარი ნივთიერებაა, რომელსაც ჩვენი კანი და ასევე სხვა ორგანოები შეიცავენ. ის არის აუცილებელი კომპონენტი კანის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის. მისი მოლეკულა კანის ზედაპირიდან არ შეიწოვება ადვილად და მისი გარეგანი გამოყენება კრემების სახით, რა თქმა უნდა, არ იძლევა სრულყოფილ ეფექტს. კანის ღრმა ფენებში შესაღწევად პეროლალურად მიღებული ჰიალურონის მჟავა გაცილებით ეფექტიანია. მას აქვს უნარი, შეაკავშიროს წყალი და მეტად დაატენიანოს კანი. ასაკის მატებასთან ერთად, კანში ჰიალურონის მჟავის რაოდენობა მცირდება, შესაბამისად, „ვიადერმი“ არაჩვეულებრივია მშრალი კანის დასატენიანებლად და გასაახალგაზრდავებლად.

    როგორ შეიძლება ვებრძოლოთ კუპეროზს?

    ცხელ, დახურულ გარემოში მუშაობისას (როგორიც არის საამქროები, ფაბრიკები, საცხობები, მზეში მუშაობა…) კუპეროზის განვითარების რისკი იმატებს. კაპილარული ქსელი ფართოვდება ორგანიზმის დასაცავად. თუ მუდმივად გვიწევს ასეთ პირობებში ყოფნა, შესაძლოა კაპილარული ქსელი ამ მდგომარეობაში დარჩეს. სამწუხაროდ, ეს არ არის დასრულებული პროცესი. კუპეროზის შემთხვევაში (განსაკუთრებით შუახნის ასაკში), როდესაც ჰორმონული ძვრები ხდება, შესაძლებელია ანთებითი კვანძების გაჩენა, პუსტულების ჩამოყალიბება და როზაცია, რომელიც არის პაპულო-პუსტულოზური ფორმა. ბევრი ალკოჰოლი, ზედმეტი ემოცია, მეტისმეტად ცხელ გარემოში ყოფნა, სპორტი და გარემოებები, რომლებიც სახეზე გვაწითლებს, თავიდან უნდა იქნას აცილებული. არსებობს საშუალებები, რომლებიც კაპილარებს ავიწროებენ. არის სამკურნალო კოსმეტიკური პროცედურებიც, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ რიგ შემთხვევებში.

    როგორ მოვიქცეთ პიგმენტური ლაქების შემთხვევაში?

    ჰიპერპიგმენტაციას ბევრი მიზეზი აქვს. ჯერ მთავარია მიზეზის დადგენა და შემდეგ მკურნალობა. ბევრი საშუალება არსებობს: კანის ჩამოფრცქვნის, გამაუფერულებელი, მელანომის წარმოქმნის შემაფერხებელი საშუალებები, რომლებიც გარეგანადაც შეიძლება მივიღოთ და ნუტრიკოსმეტიკის სახითაც ჩეიძლება მივიღოთ. თუ ზაფხულში ჩვიტარებთ რაიმე პროცედურას კანის რეგენერაციისთვის, არ უნდა დაგვავიწყდეს ვიადერმი კანის სილამაზე და რა თქმა უნდა, ჩრდილში და სახლში ყოფნა, რომ გავუფრთხილდეთ პროცედურის შემდგომ კანს, თავიდან ავიცილოთ კანის აჭრელება. აუცილებელია ახალი კანის დაცვა მზის სხივებისგან, თორემ შესაძლოა უარესი შედეგიც მივიღოთ.

    როგორ ვებრძოლოთ მეჭეჭებს, კოჟრებს, კოჟიჟებს?

    კოჟრი მუდმივი სამუშაოს შესრულებისას გაქვავებული უბნებია, კოჟიჟი კი მტკივნეულია, აქვს ცენტრი და ძირითადად წარმოიქმნება ფეხზე. არსებობს დამარბილებელი საშუალებები, შესაძლებელია გარქოვანებული უბნის დამუშავება და რა თქმა უნდა, განკურნებადია. რაც შეეხება მეჭეჭებს, ეს ვირუსული დაავადებაა, გადამდებია. არსებობს ხელის და ფეხის მეჭეჭები, სახის მეჭეჭები და გენიტალიების მიდამოებში არსებული მეჭეჭები (ძირითადად უკანა ტანის არეში). ყველას მკურნალობა გულისხმობს დესტრუქციას – მოწვას, მოყინვას, მოკვეთას. ექიმმა უნდა განსაზღვროს რომელი მეთოდი გამოიყენოს. გააჩნია ზუსტად რა ადგილასაა და რა ზომისაა.

    როგორ მოვიქცეთ აკნეს, ანთებითი, სეზონური და მუდმივი გამონაყარის შემთქვევაში?

    ძირითადად, ეს მოზარდებს აწუხებთ, თუმცა მოზრდილ ასაკში სხვადასხვა პრეპარატის მიღებამაც კი შეიძლება გააჩინოს გამონაყარი. ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების პრობლემა, რომელიც იწყება ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობით და ფერისმჭამელების გაჩენით. შემდეგ ჩნდება წითელი კვანძები და ჩირქოვანი გამონაყარი. თუ აკნე გამოხატულია სახის ქვედა ნაწილში (მაგალითად ნიკაპის მიდამოში), აქ თმიანობაც არის და უნდა ვივარაუდოთ ჰორმონების პრობლემის არსებობა. თუ გოგონაა, უნდა გამოვიკვლიოთ საკვერცხეები და მათი ფუნქცია.

    შეიძლება თუ არა ზაფხულში „ვიადერმის“ მიღება?

    აკნეს საწინააღმდეგო ბევრი პრეპარატი აკრძალულია მზესთან მიმართებაში. არსებობს ანტიბიოტიკები, რომლებიც აკნეს მკურნალობისას იწვევენ დაავადების დამძიმებას, იგივე „დოქსიციკლინი“ (ტეტრააციკლინის რიგის პრეპარატი), რომელიც კატეგორიულად აკრძალულია მზეზე მოხმარებისას. „ვიადერმის“ მიღება კი ნებისმიერ პერიოდში შეიძლება, რადგან არ შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ალერგიას გამოიწვევენ. მოგეხსენებათ, როგორ შრება კანი და  როგორი აქერცვლა მიმდინარეობს გარუჯვისას. ამ დროს აუცილებელია მისი დატენიანება „ვიადერმი კანის სილამაზის“ შემადგენელი კომპონენტების საშუალებით.

    როგორ დავიცვათ თავი ფსორიაზისგან?

    ფსორიაზი მსოფლიო პრობლემაა. მოსახლეობის 3-5 პროცენტს აწუხებს. უმეტესად მსუბუქი ფორმით. მძიმე ფორმის განვითარებას კი ხელს უწყობს რასწორი მიდგომა მკურნალობისას. პაციენტები რადიკალურ ზომებს მიმართავენ, თუმცა სტატისტიკის მიხედვით ცნობილია, რომ თუ ამ დაავადებას თავს დაანებებ, შესაძლოა თავისით გაქრეს. ისეთი ქმედებები, როგორიც არის ექიმბაშების გამაღიზიანებელი კრემების წასმა, გამაღიზიანებელი ფაქტორები, ქიმიური ნივთიერებები (რომლებიც კანის დამწვრობას იწვევენ), კანის თვითნებურად მოცილება, პირიქით ამრავლებს გამონაყარს. ელემენტი, რომელსაც ვაწვალებთ, უფრო ფართოვდება. გამსაკუთრებით მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ სისტემური სტეროიდული თერაპია არ არის სწორი ვულგარული ფსორიაზის სამკურნალოდ. ის იძლევა დროებით შედეგს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება მაგრამ ახასიათებს მოხსნის სინდრომი – როგორც კი შევწყვეტთ პრეპარატის მიღებას, მაშინვე მწვავდება დაავადება. დროთა განმავლობაში ასე ადამიანი შესაძლოა დაინვალიდდეს. ამ გამღიზიანებელ ფაქტორებს თუ ავირიდებთ, თავიდან ავიცილებთ დაავადებასაც.

    შეიძლება თუ არა მზეზე გასვლა თუ გვაქვს ჭორფლები და როგორ ავირიდოთ თავიდან მათი გამუქება?

    ჭორფლი უფრო მოზარდთა ასაკის და ქერა ადამიანების პრობლემაა. როდესაც რუჯს ვიღებთ, ჭორფლი უფრო მეტად ირუჯება ვიდრე კანი. აუცილებლად უნდა ვიხმაროთ მზისგან დამცავი კრემი, რომ ეს კონტრასტი უფრო არ გაიზარდოს. თუმცა, ჭორფლები მე ძალიან მომწონს. ასე რომ, ნუ ეცდებით მათ მოცილებას.

    როგორ მოვიქცეთ ფრჩხილის სოკოს დროს?

    ფრჩხილთან დაკავშირებული სოკოვანი დაავადებები მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია. ყოველთვის, როდესაც ფრჩხილი ზიანდება, უნდა დადგინდეს დიაგნოზი. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ფრჩხილის დაზიანება შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადების ან სოკოვანი ინფექციის შედეგად. რიგ შემთხვაში, დაზიანებული ფრჩხილების უკან შინაგანი სისტემების დაზიანება დგას ხოლმე. რაც შეეხება ონიქომიკოზს, შეიძლება იყოს კანის სოკოვანი ინფექციის გართულება, რომელიც გადავიდა ფრჩხილზე. ამ შემთხვევაში, მიდგომა უნდა იყოს ანტიმიკოზური. ეს დაავადება აბსოლუტურად განკურნებადია. ჯანსაღი ფრჩხილის შენარჩუნებაში კი „ვიადერმი კომპლიტი“ დაგვეხმარება.

    რა არის ვიტილიგო და როგორია მისი მკურნალობის მეთოდი?

    ეს არის ავტოიმუნური დაავადება, რაც გულისხმობს საკუთარი მელანოციტების წინააღმდეგ ბრძოლას, აგრესიას. აუცილებელია მისი დარეგულირება. სამწუხაროდ, არ არსებობს ზოგადი თერაპია. არსებობს ადგილობრივი პრეპარატები და ასევე ფოტოთერაპია, რომელიც ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდია. ასევე აუცილებელია ბალანსირებული საკვები ნივთიერებების მიწოდება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პრობლემის არსებობის შემთხვევაში რეკომენდაციას ვუწევ „ვიადერმი კომპლიტს“, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, კვებავს ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით და აღადგენს დეფიციტს.

    რა თვისებები აქვს ფურისულას ზეთს, რომელიც „ვიადერმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია?

    ეს არის მცენარეული ცხიმოვანი მჟავები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. „ვიადერმი კანის სილამაზის“ შემთხვევაში იგი უშუალოდ კანის მოვლაზეა კონცენტრირებული, ხოლო „ვიადერმი კომპლიტის“ შემთხვევაში მოქმედებს როგორც კანზე, ისე ფრჩხილზე და თმაზე. ერთი საინტერესო შემთხვევა მქონდა: პაციენტს დავუნიშნე თმის ცვენისთვის „ვიადერმი კომპლიტი“. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მოვიდა და მითხრა – ფრჩხილები ისე გამისქელდა ვეღარ ვიჭრიო. აი ასე ეფექტიანად მოქმედებს „ვიადერმი“ ორგანიზმზე.

    შესაძლებელია თუ არა თმის ცვენის შეჩერება?

    თმის ცვენას გარკვეულწილად ვაჩერებთ, მაგრამ მისი სრულად შეჩერება შეუძლებელია, რადგან ეს არის გენეტიკური განწყობა. ელოგენური თმის ცვენის დროს კი (რომელიც გამოწვეულია ზედმეტი დიეტებით, არასრულფასოვანი რაციონით, მძიმე დაავადების გადატანით), აუცილებლად ვუნიშნავ ნუტრიკოსმეტიკას, რადგან ცვენის მიზეზი სწორედ თმის არასრულფასოვანი კვებაა და აუცილებელია ორგანიზმმა აღიდგინოს საჭირო ნივთიერებები.

    ბოლოს კი, კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ აუცილებელია ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღი საკვები, აქტიური ცხოვრება და ფიზიკური და გონებრივი სამუშაოების მონაცვლეობა. თუ რაიმე მიზეზით ამას ვერ ვაკეთებთ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ნუტრიკოსმეტიკა „ვიადერმი“, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არ იწვევს წონაში მატებას/მადის გაძლიერებას და ალერგიას.

    2 კომენტარები

    1. გამარჯობა, უნდა დაუკავშირდეთ კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტს ან დარეკოთ ამ ნომერზე: 593368652

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი