უსისხლო რინოპლასტიკა – ნანატრი ფორმა 5 წუთში!

    რამდენიმე წლის წინ, მათ, ვისაც ცხვირის ფორმის შეცვლა უნდოდათ მხოლოდ ერთი გზა ჰქონდათ – ოპერაცია, იგივე რინოპლასტიკა. დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, ინექციური მეთოდები უფრო მრავალფეროვანი გახდა და დაიხვეწა. სულ რაღაც 5-10 წუთი, რამდენიმე ჩხვლეტა და თქვენი იდეალური პროფილი მზად არის!

    საკორექციოდ დროებითი ან პერმანენტული შემავსებლები გამოიყენება. დროებითი შემავსებლების შედეგი რამდენიმე თვეს გრძელდება, ხოლო პერმანენტული შემავსებლები დაახლოებით 2 წლის განმავლობაში უნარჩუნებენ ცხვირს სასურველ ფორმას. ეს, რა თქმა უნდა, იმაზეა დამოკიდებული, რა სურს პაციენტს. საუკეთესო შედეგისთვის კი ყველაზე მთავარი მაღალი ხარისხის მასალა და ოქროს ხელებია!

    საუკეთესო შედეგებისა და ხარისხიანი შემავსებლების ძიებაში ესთეტიკურ კლინია სოლო პერ ტეს“ და მის დერმატო-კოსმეტოლოგს, დალიკა ანდღულაძეს მივადექით. ამაში კი კმაყოფილი მომხმარებლები დაგვეხმარნენ. „სოლო პერ ტეში“ ჰიალურონის მჟავის შემცველი უმაღლესი ხარისხის შემავსებლების საშუალებით, სულ რაღც 5 წუთში, ცხვირის ფორმებთან დაკავშირებული ყველანაირი პრობლემის გამოსწორება შეიძლება (ყოველგვარი ოპერაციისა და გართულებების გარეშე). კეხი იქნება ეს, გამრუდებული ძგიდე, ტრავმა, ნესტოების ფორმა თუ პოსტოპერაციული ხარვეზები, გამოცდილი და ცნობილი დერმატო-კოსმეტოლოგი დალიკა ანდღულაძე სასურველ ფორმას მისცემს ცხვირს. მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, ცხვირის დათხელებაც შეიძლება. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება რაღაც არ მოგვწონს ჩვენს გარეგნობაში, ერთ დღესაც შევდივართ ექიმის კაბინეტში და ის ამ პრობლემას 5 წუთში აქრობს, ვხდებით უფრო თავდაჯერებულები და ლამაზები!

    „სოლო პერ ტე“ ვაკეში, ჭავჭვაძის 62 ნომერში მდებარეობს და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას პლასტიკური ქირურგიის, ესთეტიური გინეკოლოგიის, ესთეტიკური კოსმეტოლოგიის, უროლოგიისა და ლაზერული ტექნოლოგიების მიმართულებით. კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურითა და საუკეთესო ხარისხის პროდუქციით არის აღჭურვილი. მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალების გუნდი კი საშუალებას იძლევა უნიკალური ოპერაციები და პროცედურები მინიმალური ჩარევითა და მაქსიმალური შედეგის მიღებით ჩატარდეს.

    3 კომენტარები

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი