რა საფრთხეებს უქმნის ქალის ორგანიზმს ქრონიკული ვენური უკმარისობა და ვარიკოზი?

    ვარიკოზი, ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სტატისტიკის მიხედვით, 40 წელს გადაცილებული მოსახლეობიდან ყოველ მე-3 ქალს, ხოლო 50 წელს გადაცილებული ქალების 55% აწუხებს. რას წარმოადგენს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რა საფრთხეებს უქმნის ის ქალის ჯანმრთელობას და როგორ ავირიდოთ თავიდან, ამ საკითხებზე საუბრობს ექიმირეპროდუქტოლოგი, პროფესორი,  მედიცინის აკადემიური დოქტორი, ნი მაკა გეგეჭკორი. 

    • ნო მაკა, რა არის ვარიკოზი და როგორ იჩენს თავს?

    ნი მაკა: ვარიკოზი ეს არის ვენების დაავადება, განპირობებული ვენური წნევის მატებით, სისხლძარღვებში სისხლის დაგროვებით, სისხლძარღვის კედლის გათხელებით და ვენის სანათურის გაფართოვებით. იგი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება განვითარდეს. ჩვენი ფიზიოლოგიიდან, ფეხზე დგომისა და სიარულის პროცესიდან გამომდინარე, უმეტესად ქვედა კიდურებზე ვლინდება, ასევე ქალის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური და ჰორმონალური პროცესების გათვალისწინებით, მისი ერთერთი გავრცელებული ფორმა საშვილოსნოს ვარიკოზიც არის. სტატისტიკურად ყველაზე ხშირი ქვედა კიდურების  ვარიკოზია, რომელიც გარდა იმისა, რომ შემაწუხებელი და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი დაავადებაა, ესთეტიური თვალსაზრისითაც დიდი დისკომფორტის მატარებელია, რადგან ვიზუალურად კანის ზედაპირზე შეშუპებული, ამობურცული, სახეცვლილი, ვენებით იჩენს თავს. სწორედ აღნიშნული ვიზუალური მანიფესტაციის გამო, მას განსაკუთრებით მწვავედ ქალბატონები აღიქვამენ.

    • რა ფაქტორები განაპირობებენ ვარიკოზის განვითარებას და რატომ გვხვდება იგი უფრო ხშირად ქალებში?

    ნი მაკავარიკოზის, ძირითად, საერთო გამომწვევ მიზეზებად გენეტიკური განწყობა, ჭარბი წონა, ხანგრძლივად ფეხზე დგომა ან მჯდომარე პოზიცია, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება სახელდება. ვარიკოზი ქრონიკული ვენური უკმარისობის გართულებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. რაც შეეხება ქალბატონებს, ზოგადად ვენური უკმარისობის, მათ შორის ვარიკოზული ვენების განვითარების მაღალ რისკჯგუფს მდედრობითი სქესი წარმოადგენს, რაც განპირობებულია ორსულობითა და ჰორმონალური დისბალანსით.

    ორსულობის დროს ნაყოფისა და სხეულის მასის ზრდასთან ერთად აქტიურად იწყება ჰორმონ პროგესტერონის გამოყოფა, რომელიც ქსოვილებში სითხის დაგროვებას და მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდას იწვევს, შედეგად სისხლძარღვები და ვენის კედლები ვერ უძლებენ ზეწოლას და იწყება მათი გაგანიერება. ორსულობის დროს ასევე მცირდება საშვილოსნოსა და მენჯის ღრუს ვენების კედლების ტონუსი, რაც ზრდის მენჯის ღრუს ვარიკოზის განვითარების რისკს. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში იზრდება ნაყოფის ქვემო ღრუ ვენაზე ზეწოლის რისკი, რაც ასევე აუარესებს მდგომარეობას.

    განსაკუთრებით საყურადღებოა ქალებში ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც მენოპაუზის პერიოდში კიდევ უფრო დრამატულ გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე. მენოპაუზის პერიოდში მკვეთრად მცირდება საკვერცხეებში წარმოქმნილი ესტროგენის დონე და ირღვევა პროგესტერონის ბალანსი. ესტროგენი და პროგესტერონი მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს სისხლძარღვის სიჯანსაღეზე, კოლაგენის ენდოგენურ სინთეზზე, გლუვი კუნთების ტონუსზე, ვენური სარქველის ფუნქციობასა და სისხლის ნაკადის რეგულირებაზე. ესტროგენისა და პროგესტერონის დისბალანსის დროს, კაპილარებისა და ვენების კედელი კარგავს სიმტკიცეს და ადვილად დილატირდება (ფართოვდება) მცირდება კუნთოვანი ტონუსი, ვითარდება სარქველოვანი დისფუნქცია, იზრდება სისხლის ნაკადის მოცულობა და ვითარდება ვარიკოზი.  

    • გარდა ვიზუალურად გამოხატული ვარიკოზული ვენებისა, რა ჩივილები ახლავს თან და რა გართულებები შეიძლება გამოწვიოს?

    ნი მაკა: საწყის ეტაპზე ვარიკოზულ დაავადებას მნიშნელოვანი ჩივილები არ ახასიათებს, თუმცა მოგვიანებით თავს იჩენს სიმძიმის, ტკივილის, ქავილის შეგრძნება, შესაძლოა ქვედა კიდურებში გამოიწვიოს შეშუპება, კრუნჩხვები და კანის ფერის ცვლილება. ვარიკოზის საყურადღებო გართულებებს წარმოადგენს ტროფიკული წყლული, ვარიკოზული ვენების გახეთქვა, მწვავე თრომბოფლებიტი.

    • როგორია ვარიკოზის პრევენციისა და მკურნალობის რეკომენდაციები?

    ნი მაკა: საპრევენციო რეკომენდაციებში მნიშვნელოვანია წონის კორექცია, ჯანსაღი კვება და სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა ცურვა, ფეხით სიარული და სხვავარიკოზის მკურნალობის რეკომენდაციებიდან არსებობს მედიკამენტოზური, კომპრესიული და ქირურგიული მიდგომები. მათთვის, ვისაც აწუხებთ ვარიკოზული ვენები, ერთის მხრივ შემაწუხებელი სიმპტომების და მეორეს მხრივ დაავადების პროგრესირების კუპირებისთვის (შემცირებისთვის)  რეკომენდებულია ვენოაქტიური მედიკამენტების გამოყენება, რომელსაც ხშირად პაციენტი თვითნებურადაც არჩევს. ამიტომ, ვენოაქტიური საშუალებების შერჩევის დროს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ხარისხი და მწარმობელი კომპანია, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პროფილიმნიშვენელოვანია შევარჩიოთ ისეთი პრეპარატი, რომელიც მოახდენს არა მხოლოდ სიმპტომების კუპირებას (შემცირებას), არამედ ექნება სამკურნალო მოქმედებაც და პაციენტს არ დასჭირდება ორი ან მეტი მედიკამენტის ერთდროული მიღება

    ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში ვარიკოზის მქონე პაციენტებში რეკომენდაციას ვუწევ ევროპულ ბრენდს ვარიქსინალს, რომელიც განსხვავებული, კომბინირებული შემადგენლობითა და კომპლექსური მოქმედებით ხასიათდება. „ვარიქსინალი“ მოქმედებს დაავადების პათოლოგიურ კერაზე, აღადგენს კოლაგენის, ელასტინის, პროტეოგლიკანებისა და იმ კომპონენტების ბალანსს, რომლებიც აძლიერებენ სისხლძარღვს, შესაბამიდან ამცირებს კაპილარისა და ვენის კედლის დაზიანების რისკს. ის აუმჯობესებს კუნთოვან და ვენურ ტონუსს, რაც სისხლის ადინებას ასტიმულირებს და ამცირებს ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბებას. გარდა ამისა, აუმჯობესებს ვენური სარქველის ფუნქციას, იცავს ვენური წნევის მატებისა და ვენის კედელს დილატაციისგან (გაფართოვებისგნ), ხოლო უკვე დაზიანებულ ვენებში ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს. მარტივად რომ ვთქვათ, ვარიქსინალი როგორც სიმპტომების სწრაფი კუპირებისთვის, ასევე დაავადების პროგრესირების, წყლულების, თრობოზების განვითარების პრევენციის მხრივ საუკეთესო და უსაფრთხო არჩევანია. ამასთანავე, ვარიქსინალს ორი ფორმა აქვს აბისა და გელის სახით, რაც გვაძლევს როგორც კომპლექსური, ასევე პაციენტზე მორგებული თერაპიის საშუალებას. „ვარიქსინალის გელი“, რომელიც გამოირჩევა ძლიერი ვენომატონიზირებელი და გამაგრიელებელი ეფექტით, იდეალურია ზაფხულის ცხელ დღეებში, ქვედა კიდურებში სიმსუბუქისა და კომფორტის განცდისთვის, მათ შორის ორსულობის პერიოდში. ხაზგასმით აღსანიშნავია ვარიქსინალის უსაფრთხოების პროფილი, „ვარიქსინალის აბის“ ხანგრძლივი მიღების ფონზეც კი არ ხდება კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, ხოლოვარიქსინალის გელი“ არ იწვევს კანის გამოშრობას, ქავილსა და სხვა დისკომფორტს. ვარიქსინალის თერაპიული ეფექტიანობა და უსაფრთხოება გამყარებულია კლინიკური კვლევებით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი