ვენური დაავადებები, სიმპტომები და მკურნალობის გზები

    უსიამოვნო შეგრძნებები – ტკივილი, სიმხურვალე, წვის შეგრძნება, ვიზუალურად გამოხატული სისხლძარღვოვანი “ვარსკვლავები…” ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რაც ვენურ დაავადებებს ახლავს თან. პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება თუ დროულად მივმართავთ სპეციალისტს და სწორად შევარჩევთ პრეპარატებს. ამ თემაზე სასაუბროდ კლინიკა “დეამედის” ქირურგ-ფლებოლოგს, მედიცინის დოქტორს, ბატონ ირაკლი პაპასკუას მივმართეთ.

    რა არის ქრონიკული ვენური უკმარისობა და როგორ იჩენს იგი თავს?

    ქრონიკული ვენური უკმარისობა (ქვუ)- სისხძარღვოვანი სინდრომია, ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით. ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებადი დაავადება ვარიკოზული გაგანიერებაა. ვენების ვარიკოზული გაგანიერებ არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს სისხლძარღვის სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას. ქვუ არის გავრცელებული დაავადება. დღეისათვის  ეს დაავადება აღენიშნება ყოველ მესამე ქალს და მეათე მამაკაცს. რაც მთავარია, ესენი ძირითადად 40 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი ადამიანები არიან.

    რა შეიძლება ჩაითვალოს ქვუ-ს ძირითად გამომწვევ მიზეზად?

    ყველაზე ხშირად ვენური უკმარისობა გამოწვეულია სისხში კოლტების არსებობის ან ვარიკოზული ვენების გამო. ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლი მიედინება კიდურებიდან გულისაკენ – ქვევიდან ზევით. ვენებში არსებული სარქველები ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა კი, იწვევს ვენების გაფართოებას. ვენების დაავადებას ხშირად ცხოვრების წესი იწვევს. შესაბამისად, მეტი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროფესიების გამო (ექიმები, გამყიდველები, დალაქები და სხვ.) დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა.
    ასევე მიზეზი არის მუცლის ღრუში წნევის მომატება. ეს ხდება სიმძიმეების აწევის, ხველის, ცემინების, ქრონიკული შეკრულობის გამო. ქალებში ვარიკოზული დაავადება შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებების ფონზე, ასევე არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპციის წყალობით. და ბოლოს, გამომწვევი მიზეზებია ასევე ასაკი, ჭარბი წონა და თამბაქო.

    ბატონო ირაკლი, რა ძირითადი ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად?

    ზოგადად, ვენების დაავადებისათვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები როგორიცაა,  დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, სიმძიმის, წვის, შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ. ჩვენთან მოსული პაციენტების უმეტესობა, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოვებასთან ერთად, სწორედ ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს უჩივის. რადგან ტემპერატურის მომატება უფრო ამწვავებს ქვუ-ს სიმპტომებს. ვარიკოზული დაავადების საწყისი ფორმის ერთ-ერთი მახასიათებელია არსებული სიმპტომების გაქრობა ღამით. მოგვიანებით, არსებულ გამოვლინებებს ემატება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამის საათებში განვითარებული კრუნჩხვები კანჭის კუნთებში. ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, ჩნდება წვრილი,  მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლძარღვოვანი ”ვარსკვლავები”, ფართოვდება კანქვეშა ვენები, რომლებიც ვიზუალურად ემსგავსება წითელი ყურძნის მტევნებს. პროგრესირების შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ტროფიკული დარღვევები – თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული ან ეგზემა.

    როგორ უნდა ვებრძოლოთ დაავადებას? არსებობს რაიმე მეთოდი, რომელიც ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევს გახდის ე.წ კაპილარულ ქსელს?

    ვარიკოზული დაავადების მკურნალობის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაზე იწყება მკურნალობა. მკურნალობა მით უფრო შედეგიანია, რაც უფრო ადრე მიაკითხავთ ექიმ-ფლებოლოგს და პირველადი გასინჯვის დროს ჩაგიტარდებათ დუპლექს-სკანირება. მკურნალობა შეიძლება სამი ძირითადი მეთოდით: მედიკამენტების გამოყენებით, სკლეროთერაპიის მეთოდით და ქირურგიული ოპერაციული ჩარევებით. ვიზუალურად „კაპილარების ქსელის“ გასაქრობად, კოსმეტიკურ ეფექტს და მყისიერ შედეგს იძლევა მიკროსკლეროთერაპიის პროცედურა. განასხვავებენ სკლეროთერაპიის სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა შერჩევა ხდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
    ქირურგიული მკურნალობის დროს ხდება დაზიანებული ვენის მოცილება ქირურგიული მეთოდით (კანქვეშა ვენების მოცილება ხელს არ უშლის სისხლის დინებას და სავსებით უვნებელია ორგანიზმისათვის). არსებობს კლასიკური ქირურგიული და მცირეინვაზიური მეთოდები. მცირეინვაზიური მეთოდების ეფექტიანობა ძალიან მაღალია, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. პრაქტიკულად უმტკივნეულოდ. ხორციელდება დაზიანებული ვენის კათეტერიზაცია, საიდანაც სანათურში შედის ენდოვენური სტენტი. ეს ყველაფერი ხორციელდება სანათურის ულტრაბგერითი დაკვირვებით. ჩარევის შემდგომ საჭიროა კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება. პროცედურის დასრულების შემდეგ კანზე რაიმე ნაწიბური და კვალი არ არსებობს. ავადმყოფი პროცედურის შემდეგ არ კარგავს შრომისუნარიანობას და უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების წესებს.

    რა საპრევენციო ზომები უნდა მიიღოს ადამიანმა, რომელსაც ვენური უკმარისობის თუნდაც ერთი სიმპტომი აღენიშნება ან იმყოფება დაავადების განვითარების რისკ ჯგუფში?

    ვარიკოზის პროფილაქტიკის მიზნით ეფექტიანია მთელი რიგი მარტივი პრევენციული ღონისძიებების შესრულება:
    • არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით, ფეხი-ფეხზე გადადებულ მდგომარეობაში; მჯდომარე პროფესიის ადამიანებისათვის სასარგებლოა სამსახურში ყოველ 40-50 წთ-ში ფეხზე ადგომა, გავლა-გამოვლა ან კიბეებზე ასვლა (ეს გააუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციას, რათა ვენებში არ მოხდეს სისხლის შეგუბება). სახლში ყოფნისას კარგი იქნება, სკამზე ჯდომისას ქვედა კიდურების სიმაღლეზე შემოწყობა.
    • ძილის დროს შეეცადეთ, ფეხები სხეულთან შედარებით ოდნავ მაინც, უფრო მაღლა იყოს მოთავსებული.
    • ეცადეთ, თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა; კონტრასტული შხაპი, ლაზერული ეპილაცია.
    • ეცადეთ, ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოკლე ყელწინდები მჭიდრო რეზინით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი;
    • ვარიკოზული დაავადების დროს ატარეთ კომპრესიული ტრიკოტაჟი ან ელასტიური ბანდები (დილიდან-საღამომდე, ღამის საათებში კი მხოლოდ ექიმი-ფლებოლოგის დანიშნულებით)!
    • პერიოდულად მნიშვნელოვანია ვენოაქტიური მედიკამენტების გამოყენება. ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვირჩევ ევროპულ, გამოცდილ, კლინიკურ კვლევებზე დაფუძნებული თერაპიული ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მქონე ბრენდს “ვარიქსინალს,” რომელიც პრემიუმ ნიშნის მქონეა და ევროპაში ვენური უკმარისობის „ექსპერტად“ არის მიჩნეული. მომწონს, რომ მას აქვს გამოშვების ორი ფორმა: ვარიქსინალის აბი და ვარიქსინალის გელი, რაც საშუალებას მაძლევს მივმართო როგორც კომპლექსურ თერაპიას, ასევე შევარჩიო კონკრეტული პაციენტისთვის მოსახერხებელი მკურნალობის ფორმა.
    • მკურნალობის პროცესში დასაშვებია გარკვეული სპორტული აქტივობა, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვედა კიდურების დატვირთვას;  არ შეიძლება გრძელ დისტანციებზე სირბილი, სიმძიმეების აწევა. ყველა სახის დატვირთვა უნდა წარმოებდეს კომპრესიული ტრიოკოტაჟის პირობებში.
    და ბოლოს, ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი ჩივილის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმ-ფლებოლოგს.

    ბატონო ირაკლი, აღნიშნეთ, რომ ქვუ-ს დროს, პერიოდულად მნიშვნელოვანია ვენოაქტიური მედიკამენტის გამოყენება. რას უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება მისი შერჩევისას?

    პირველი ის, რომ უნდა აჩერებდეს და ამცირებდეს ვენურ მოცულობას; მეორე არის ვენოტონური, ანგიოპროტექტორული მოქმედება, უნდა აუმჯობესებდეს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფურ დრენაჟს; მესამე – უნდა მოუხსნას და შეუმსუბუქოს პაციენტს სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები, შეშუპება. მეოფხე – უნდა იყოს მარტივი მიღების წესი და რაც მთავარია, ფასი უნდა იყოს ხელმისაწდომი.

    როგორია თქვენი რჩევები და რეკომენდაციები იმისათვის, რომ ზაფხულის ცხელი დღეები შემაწუხებელი სიმპტომების გარეშე გავატაროთ?

    როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, დღის განმავლობაში საკმარისი ოდენობით სითხის მიღება, კომფორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი. მათ, ვისაც აწუხებს ქვუ დღის განმავლობაში მოერიდონ მზის პირდაპირ დასხივებას, კარგი იქნება ცურვა დღის მეორე ნახევარში ან დილით ადრიანად. ასევე, ჩვენს მკითხველს და ჩემს პაციენტებს ვურჩევ, იმისათვის რომ ცხელი დღეები გაატარონ შემაწუხებელი სიმპტომების გარეშე გამოიყნენოს ვარიქსინალის გელი – მსუბუქი და მოხდენილი ფეხებისთვის და/ან მიიღონ ვარიქსინალის მხოლოდ 1 აბი დღეში – რომელიც მოახდენს ქვუ-ის შემაწუხებელი სიმპტომების სწრაფ კუპირებას და დაიცავს დაავადების გამწვავებისაგან. მინდა ავღნიშნო, რომ ვარიქსინალის რეკომენდაციის დროს ვარ თამამი, რადგან გარდა კლინიკური მტკიცებულებებისა, ჩემი პრაქტიკული გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს ბრენდი გამოირჩევა საუკეთესო ამტანობის პროფილით.

    11 კომენტარები

    1. მადლობა. წვივებზე მაქვს სიცივის შეგრძნება . თუ შიძლება მითხრათ ეს რა დაავადება შიეძლება იყოს და შეიძლება თუ არა ვიხმარო ვარიქსინალის გელი.

      • გამარჯობა, თუ წვივებზე სიცივის შეგრძნებას, თან ერთვის დისკომფორტი, პერიოდული შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება – თქვენ გაქვთ ვენური უკმარისობის სიმპტომები, რა თქმა უნდა ვარიქსინალის გელი – ეფექტურად მოახდენს აღნიშნული სიმპტომების კუპირებას და შეამცირებს დაავადების გამწვავების რისკს. იგი სრულიად უსაფრთხოა, გახლავთ ევროპული პრემიუმ ხარისხის ბრენდი, რომელიც სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს ლაქებს, არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს. აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ

    2. gamarjoba,sicxeshi dzalian mawuxebs pexebi,wvis shegrcneba maqvs,pexebze maqvs xshiri varskvlavuri kapilarebi gamosaxuli,saxamos dzalian mexleba pexebi,aseve orive pexis quslis dvali mawuxebs,dilit cota michirs gavla,winaswar did madlobas gixdit pasuxistvis

    3. batono irakli kveda kidurebis zvac makvs da simxurvalegadavige dopleri angiologtan vikavi da mitxra venebi ar hanso kapilarebs tu ginda gavakroboerti sitkvit hemi pacienti ar xaro hehupeba ar makvs arc tkivili drodadro mizitldeba variksinali geli rom zavisvai didi madloba zinaszar

    4. გამარჯობა ბატონო ირაკლი, ფეხზე ვენა მაქ გამოსული, სხვა ადგილებზეც მეტყობა, რამე წამალი ან მაზი არარის რომ გამიქროს?

    5. რის ბრალი შეიძლება იყოს ფეხებძე მაგარი შარიკის მაგვარი ჯირკვლების გაჩენა ?საშინელი შეგრძნებით თითქოს ის ადგილები იწვის. ერთი ორი კვირის მერე კი იმ ადგილას შავი ლაქასავით რჩება.და ახლა სხვა ადგილას გამოჩნდება იგივე ტკივილით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი