L’Occitane-მა ვერბენა-მანდარინის საახალწლო კოლექცია თქვენი სრულყოფილი კომფორტისთვის შექმნა

    ჩემი კიდევ ერთი წინასაახალწლო ბლოგი L’Occitane-ის მომდევნო სადღესასწაულო, გამორჩეულად სურნელოვან, ლიმიტირებულ კოლექციას – ვერბენა-მანდარინის ხაზს მიეძღვნება. 

    ალბათ უკვე მიხვდით: ამ ხაზის სრული ფორმულა მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს:  საფრანგეთში, პროვანსის ბიომრავალფეროვან მიწაზე ხელით მოყვანილი ვერბენას ჰიდროლატს და  იტალიაში კულტივირებულ მწვანე მანდარინის ესენციის ზეთს, რომელსაც ადრე შემოდგომაზე ხელით კრეფენ, სანამ ნაყოფი გაყვითლებას მოასწრებს. ვერბენასა და მანდარინის გარდა ამ ხაზის ფორმულაში შედის ლოქსიტანის საკულტო კომპონენტი – ორგანული შიის კარაქი და ესენცია. 

    ვერბენა-მანდარინის ხაზში შემავალ არომატულ პროდუქტებს  საოცარი, მართლაც ზამთრის სრულყოფილი სურნელება ახლავს. პროდუქციის მთავარ ნოტებში ლაიმის, მწვანე მანდარინის, გრეიფრუტის, ლიმნის არომატებს შეიგრძნობთ, რომელთაც შლეიფად მოჰყვება შებოლილი ხის, ქარვის ხის, ლიმნის ფოთლების არომატები.

    ამ პროდუქტების მოხმარების დროს მათი სურნელის შეგრძნებისას, აუცილებლად დაგებადებათ განცდა, თითქოს სადღაც თქვენთან ახლოს ციტრუსის ქერქი ტკაცუნა ბუხარში შეაგდეს, შემდეგ კი ამ არომატმა თქვენს კანზე გადმოინაცვლა. 

     ვერბენა-მანდარინის ხაზი მოიცავს სხეულის სიღრმისეული დატენიანების ფორმულას, რომელიც Melting Body Cream დამატენიანებლის სახითაა წარმოდგენილი. ეს კრემი – პროვანსული ვერბენას ექსტრაქტისა და ორგანული შიის კარაქის არაჩვეულებრივი ჰიბრიდი სიღრმისეულად ატენიანებს მგრძნობიარე და გამომშრალ კანს და ანიჭებს სრულყოფილ კომფორტს. აღსანიშნავია, რომ დამატენიანებელი წასმიდან საკმაოდ მალევე იწოვება კანში და არ ტოვებს დისკომფორტის განცდას. 

    ვერბენა-მანდარინის ლიმიტირებული ხაზი ასევე გვთავაზობს Melting Hand Cream  – ვერბენას ექსტრაქტისა და ორგანული შიის კიდევ ერთ კომპოზიციას, რომელიც ჩვენი გამომშრალი ხელების დიდი დამხმარეა ზამთრის ცივ დღეებში. ეს დამატენიანებელი სიღრმისეულად ატენიანებს ხელების კანს და წასმის შემდეგ ციტრუსის ნაზ, სასიამოვნო სურნელს ტოვებს სხეულზე. არ დაგავიწყდეთ ამ საცხის ძილის წინ წასმა, რომ სრულყოფილად დატენიანებული ხელებით, სასიამოვნო ზამთრის სურნელის საბურველში გახვეულმა ტკბილად დაიძინოთ. 

    ასეთია  ვერბენა-მანდარინის განსაკუთრებულად სურნელოვანი ხაზი და იმედი მაქვს, ჩემს ბლოგ-პოსტში ამოკითხული ინფორმაციის შემდეგ უფრო თამამად და მიზანმიმართულად შეძლებთ წინასაშობაო და წინასაახალწლო განწყობის კიდე უფრო ამაღლებას და ციტრუსოვანი არომატებით გავსებას. ზამთარს ხომ ასე ძალიან უხდება ციტრუსის სურნელება…

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი