“ვიქტორია სეკრეტის” ახალი ანგელოზის, ბარბარა პალვინის ღამის რუტინა

    2019 ბარბარა პალვინის წელია – ულამაზესი მოდელი კიდევ უფრო პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც “ვიქტორია სეკრეტის” ანგელოზის ფრთები მოირგო.

    უნგრელი ლამაზმანი სულ რაღაც 13 წლის იყო როდესაც შეამჩნიეს. იგი გადაიღეს Harper’s BAZAAR Taiwan-სთვის, გახდა Giorgio Armani Beauty-ს სახე და მონაწილეობა მიიღო “შანელისა” და “პრადას” ჩვენებებზე.

    ბარბარა საკმაოდ კარგად უვლის სახის კანს, არასოდეს იძინებს მაკიაჟით და განსაკუთრებულად ფრთხილად ეპყრობა კანს თვალების გარშემო: “დედამ მირჩია, რომ თვალების გარშემო მაკიაჟი ფრთხილად მოვიშორო, რათა კანი არ მოეშვას და თავიდან ავიცილო ადრეული ნაოჭები. ამ წესს ყოველთვის ვიცავ.” გარდა ამისა, მას არც სახის მასაჟი და ტუჩების დატენიანება ავიწყდება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი