ვირუსული ინფექცია ბავშვებში-როგორ შეიძლება, დავიცვათ ბავშვები გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან?

    შემოდგომასა და ზამთარში ჩვეულებრივ იმატებს სასუნთქი გზების მწავე ვირუსული ინფექციების სიხშირე. ამ პერიოდში  ხშირად  შიძლება მშობლებისგან მოვისმინოთ  ფრაზა: “ბაღში/სკოლაში გატარებული ერთი დღე სახლში გატარებული ერთი კვირაა“. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ცივი სეზონის დადგომასთან ერთად ხშირად მართლდება. რასnike vapor max max white shoes nike air max pre day air max goaterra 2.0 cheapest jordan 4s nike air jordan 14 air max 95 nike jordan series 06 air jordan 4 retro military black nike air max 270 men’s air jordan retro 1 mid casual shoes nike vapor max nike air force jordan nike jordan series 06 air max goaterra 2.0 წარმოადგენს სეზონური რესპირატორული ინფექციები, მათი სპეციფიკა ბავშვებსა და მოზარდებში, შეგვიძლია, თუ არა ეფექტიანად და უსაფრთხოდ დავიცვათ ჩვენი შვილები სეზონური ვირუსებისგან, დაინფიცირებისას კი შევუმსუბუქოთ მდგომარეობა და თავიდან ავარიდოთ გართულებები? აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი პედიატრი მაია ხერხეულიძე. 

    ქ-ნო მაია, უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, განგვიმარტოთ,  რა არის გაციება და რა არის გრიპი,  არის თუ არა ორივე გადამდები? 

    ხშირად, როცა ბავშვს აღენიშნება ისეთი ჩივილები, როგორიცაა, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო და ტემპერატურის მატება – მშობელი თვლის,  რომ ბავშვი/მოზარდი გაცივდა, ან გრიპი აქვს. უმეტესწილად მშობელი თავად ახდენს დიფერენცირებას: „გაციებას“ უწოდებს ცხელების გარეშე მიმდინარე სასუნთქი სისტემის დაავადებას, ხოლო ცხელებით მიმდინარეს კი – გრიპს. ტერმინი „გაციებაც“ ფსიქოლოგიურად უფრო მარტივად  მისაღებია მშობლისა და პაციენტისთვის, თუმცა  რეალურად, გაციებაცა და გრიპიც ვირუსებით გამოწვეულ მწვავე რესპირატორულ ინფექციურ დაავადებებს წარმოადგენს და საკმაოდ მძიმე გართულებებიც შეიძლება გამოიწვიოს. 

    „გაციების“ გამომწვევია სხვადასხვა ვირუსი, როგორიცაა: ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსები და ა.შ. ხოლო გრიპის გამომწვევი 4 ტიპის A,B,C და D ვირუსებიდან სეზონურ გრიპს A და B ვირუსები იწვევენ, რომლებთანაც დაკავშირებულია სეზონური ეპიდემიები როგორც ბავშვებში, ასვე მოზრდილებში. ასე, რომ გაციებაც ვირუსული წარმოშობის არის და მწვავე ინფექციური დაავადებაა, მაშასადამე, გაციებაც და გრიპიც  გადამდებია.

    როგორ განვასხვავოთ ეს ორი ჩივილი ერთმანეთისგან?

    ხშირად რთული გასარჩევია გრიპი და სხვა ვირუსული ინფექციები   ერთმანეთისაგან, თუმცა არსებობს რიგი განმასხვავებელი ნიშნები. გაციების კლინიკური ნიშნები თანდათანობით, ეტაპობრივად ვლინდება. შედარებით იშვიათია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის  და კუნთების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და შემცივნება, უფრო მეტად ვლინდება ცემინება, სურდო, ყელის ტკივილი, ხველა.  რაც შეეხება გრიპს, იგი გამოირჩევა მწვავე დასაწყისით, მაღალი ცხელებით, შემცივნებით, ძლიერი სისუსტით, თავის, სახსრებისა და კუნთების  ტკივილით, ხშირია ხველა, სხვა სიმპტომები (სურდო, ყელის ტკივილი, ცემინება) ძალზედ იშვიათია. ნებისმიერი ვირუსული ინფექცია  შესაძლოა გართულდეს სინუსიტით, ოტიტით, ასთმის გამწვავებით, მეორადი ბაქტერიული ინფექციით,  მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გრიპი  უფრო მძიმე გართულებებით გამოირჩევა, როგორც სასუნთქი, ასევე ნერვული და სხვა სისტემების მხრივ. ორივე შემთხვევაში განსაკუთრებით მოსაფრთხილებელია ხშირად მოავადე ბავშვები და მოზარდები თანმხლები პათოლოგიებით. 

    ქ-ნო მაია, რადგან გაციებაც ვირუსული წარმოშობისაა,  ალბათ არასწორია ზოგიერთი მშობლის შეხედულება, როცა ისინი ეწ.“გაციებულ“ ბავშვსა და მოზარდს უშვებენ სასწავლო დაწესებულებებში, დაბადების დღის ცენტრებსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებში თამამად.

    დიახ, ეს მიდგომა არასწორია, რაც ერთის მხრივ, თვითონ დაინფიცირებულ ბავშვსა და მოზარდში იწვევს ავადობის გახანგრძლივებისა და გართულების რისკს, მეორეს მხრივ, საფრთხეს უქმნის ირგვლივ მყოფებს. 

    სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებები, მათ შორის „გაციება“, ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით: დაავადებული ბავშვისა და მოზარდის ლაპარაკის, ცემინების, ხველის დროს ავადდება მათთან  ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, ასევე ვრცელდება კონტაქტური გზით: დაბინძურებული ხელით, საერთო სარგებლობის ნივთებით, გადაკოცნით, ასევე ფეკალურ-ორალური გზით. მაღალია რისკი დახურულ სივრცეებში ყოფნისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ კონკრეტულ სივრცეში, მათ შორის საჯარო ბაღებსა, თუ სკოლებში, დაბადების დღისა და სხვა სადღესასწაულო ცენტრებში, 10-15-ზე მეტი ბავშვი, თუ მოზარდი იმყოფება. აქვე მოგახსენებთ, რომ დახურულ სივრცეებში გავრცელების სტატისტიკური მაჩვენებელი  თანაბარია მსოფლიოს განვითარებად, თუ განვითარებულ ქვეყნებში.   

    ქ-ნო მაია, რა სპეციფიურობით ხასიათდება რესპირატორული ტრაქტის სეზონური ვირუსული ინფექციები და რატომ „უბრუნდებათ“ ხშირად ბავშვებსა და მოზარდებს აღნიშნული ინფექციები?

    სასუნთქის სისტემის  სეზონური ინფექციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზული გამოწვევაა. CDC-ის (ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი) 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში სეზონური გრიპის მილიარდი შემთხვევიდან 3-5 მილიონი მძიმე შემთხვევა ფიქსირდება, მათგან  290 000-დან 650 000-მდე შემთხვევა სასუნთქი სისტემის გართულებების შედეგად გამოწვეულ სიკვდიალიანობას განაპირობებს. ბავშვთა  ასაკში მაღალია ვირუსული ინფექციის ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, სინუსიტი, ყურის, თვალის ინფექციები და სხვა. 

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გრიპისა და გაციების  ვირუსები ადვილად იცვლიან ანტიგენურ სტრუქტურას, რის გამოც ხელახლა დაინფიცირების შემთხვევაში,  ბავშვისა და მოზარდის იმუნური სისტემა ვეღარ ცნობს მათ და ვერ ახდენს  სრულ ნეირტალიზაციას. ამიტომაც არის, რომ შეიძლება ერთიდაიგივე ვირუსული ინფექცია რამოდენიმეჯერ დაემართოს ბავშვსა და მოზარდს, ანუ „შეუბრუნდეს“, რაც ამ ასაკობრივ კატეგორიაში ხშირი ავადობის მიზეზი ხდება. ხშირი ავადობა კი ბავშვებსა და მოზარდებში თავის მხრივ,  იმუნიტეტის დაქვეითებასა და სხვა ინფექციების მარტივად მიმღებლობას, დაავადების გახანგრძლივებასა და  გართულებების მაღალ რისკს განაპირობებს. 

    ქ-ნო მაია, არსებობს თუ არა უსაფრთხო და ეფექტური საპრევენციო საშუალება, რითაც შეძლება ჩვენს შვილებს თავიდან ავარიდოთ, ან შევუმსუბუქოთ  გაციება, გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები?  

    უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საპასუხისმგებლო  პერიოდია ბავშვებისა და მოზარდების ავადობაზე ზრუნვისთვის, რადგან სეზონური ინფექციების გავრცელებას სასწავლო წლის დაწყება ემთხვევა. ვაქცინაცია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა უმნიშვნელოვანესია როგორც ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე უფროსებში.  გრიპის ვირუსისგან დაცვის საუკეთესო გზას წარმოადგენს ვაქცინაცია, თუმცა ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო კონკრეტული ვაქცინები კონკრეტულ შტამებზეა მორგებული და არ იცავს ბავშვს თუ უფროსს სხვა ვირუსული ინფექციებისგან. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია პრევენციის სხვა ღონისძიებების განხორციელებაც (ავადმყოფი ბავშვის დატოვება სახლში, სამედიცინო ნაღაბის გამოყენება, ხელების ხშირი დაბანა, ოთახის ხშირი განიავება და სხვ.). ასევე მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი, ბალანსირებული კვება.     

    რაც შეეხება ვირუსული ინფექციის პრევენციასა და ავადობის გართულებებისგან დაცვას, მნიშვნელოვანია ყველა მშობელმა იზრუნოს ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებაზე.  ვირუსული ინფექციისგან დასაცავად შესაძლებელია გარკვეული მედიკამენტების გამოყენნებაც, ერთ ერთ ასეთ საშყუალებას მიეკუთვნება უკვე  მთელი საქართველოსთვის ცნობილი და პოპულარული ბრენდი „ვირუპროტექტი“, რომელიც უსაფრთხო და ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს 4 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის რესპირაციული ვირუსული ინფექციების როგორც პრევენციის, ასევე ავადობის მიმდინარეობისა და  გართულებების შემცირების კუთხით. „ვირუპროტექტი“ განსაკუთრებით აქტუალურია ახლა სასწავლო სეზონზე, როდესაც  პანდემია უკვე გადავიარეთ და შედარებით ნაკლებად ვიყენებთ სამედიცინო ნაღბებს თავშეყრის ადგილებში. 

    ქ-ნო მაია,  „ვირუპროტექტი“ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე თითქმის 1 წელია არსებობს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, საკმაოდ დიდი  პოპულარობით სარგებლობს. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რა ფაქტორები განაპირობებს მის ეფექტიანობას? 

    „ვირუპროტექტი“ საქართველოში ნამდვილად 1 წელია არსებობს, ევროპის წამყვან 30-ზე მეტ ქვეყანაში კი  უკვე 12 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. მეც  ბრენდის  შესახებ წლების წინ ვფლობდი ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესიდან, ავტორიტეტული სამედიცინო პლატფორმებიდან ვეცნობოდი სხვადასხვა დიზაინის კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს. მის ეფექტიურობასა და უსაფრთხოებაზე პრაქტიკული გამოცდილება უკვე საქართველოშიც არსებობს, მათ შორის ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაშიც სათანადო ადგილი დაიმკვიდრა. 

    მოგეხსენებათ, რესპირაციული ინფექციების შემთხვევაში ვირუსი ორგანიზმში იჭრება ცხვირის, პირის ღრუდან, აზიანებს ლორწოვანს, შედის უჯრედში და იწყება პროცესი, რომელსაც “ვირემიას“ ანუ ვირუსის გამრავლებას ვუწოდებთ, სწორედ ამ დროს დგება დაავადება – ვირუსული ინფექცია. დაინფიცირებიდან დაახლოებით 2-3 დღეში კი ვლინდება მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.  „ვირუპროტექტი“ განსხვავებული და გამორჩეული, ტრიფსინისა და გლიცერინის შემცვლელი ორალური სპრეი გახლავთ, რომელიც ყელში წარმოქმნის დამცავ ბარიერს, ხდება სწორედ ყველაზე გავრცელებული რესპირატორული ვირუსების (გრიპი, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსი)  ლორწოვანში შეღწევის ბლოკირება, დეაქტივაცია,  გამრავლების (ვირემიის) დათრგუნვა (დადასტურებულია კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით). ამიტომ პრევენციის მიზნით რეკომენდებულია 2 შესხურება ყელის არეში სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში მოხვედრამდე 15 წუთით ადრე, დაავადებულთან კონტაქტისას კი  სასურველია 2-2 შესხურება ყოველ 2 საათში ერჯერ.

    ქ-ნო მაია, ავადობა და გართულებისგან დაცვაც ახსენეთ, გარდა პრევენციისა, ეფექტიანია, თუ არა „ვირუპროტექტი“ უკვე არსებული ინფექციისას?

    დიახ, „ვირუპროტექტის“ გამოყენება რეკომენდებულია როგორც პრევენციისთვის, ასევე გაციებისა და გრიპის პირველივე სიმპტომებისას შემაწუხებელი ჩივილებისა და გართულებების სწრაფად ასალაგებლად. ტრიფსინისა და გლიცერინის მოქმედებით მიიღწევა ადგილობრივი ანთების, შეშუპების, ტკივილის საწინააღმდეგო ეფექტი, ინტოქსიკაციის სიმპტომების შემცირება, დაინფიცირების პირველივე სიმპტომებისას ხდება შემაწუხებელი ჩივილების სწრაფი ალაგება, ავადობის ხანგრძლივობის 2-ჯერ შემცირება და გართულებებისგან დაცვა. “ვირუპროტექტის“ გამოყენებით მცირდება გაციების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების საჭიროებაც. კიდევ ერთხელ განვმეორდები და გეტყვით, რომ აღნიშნული მექანიზმი და ეფექტიანობა როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ასევე სხვადასხვა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება. 

    ქ-ნო მაია, რადგან საქმე ბავშვებსა და მოზარდებს ეხება, გთხოვთ, გვითხრათ, რამდენად უსაფრთხო საშუალებაა „ვირუპროტექტი“ მათთვის?

    კარგი კითხვაა, როცა საქმე ბავშვებსა და მოზარდებს ეხება, ეფექტურობასთან ერთად აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ უსაფრთხოებაზეც. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ შვედური ბრენდი „ვირუპროტექტი“ საერთაშორისო ევროპული სტანდარტების სრული დაცვითაა წარმოებული. სამედიცინო მოწყობილობას გააჩნია CE, FAO, SGC მარკირებები, რაც მოწმობს მის უსაფრთხოებას, სანდოობასა და აღიარებას ევროპის წამყვან ქვეყნებში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მიერ ვირუპროტექტში შემავალი ატლანტიკური ვირთევზას ტრიფსინი აღიარებულია როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო  მაღალი ხარისხისა და სანდოობის პროდუქტი. „ვირუპროტექტი“ არ შეიცავს გლუტენს, შაქარს, ლაქტოზას, კონსერვანტებსა და სხვა მავნე დანამატებს, უსაფრთხოა სხვადასხვა ალერგიული და ქრონიკული დაავადებებისას. საინტერესოა ასევე სამედიცინო მოწყობილობის დამცავი ჰიგიენური ხუფი, რომელიც მას  კომფორტულს ხდის ნებისმიერ სიტუაციაში სატარებლად. „ვირუპროტექტის“ გამოყენება რეკომენდებულია 4 წლიდან, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. არსებული გამოცდილებიდან და ბრენდის სანდოობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თუ სწორად მოხდება „ვირუპროტექტის“ საჭიროებისამებრ გამოყენება, ბევრი ბავშვი და მოზარდი (ან უფროსი) იქნება დაცული მიმდინარე წლის სეზონური ინფექციებისაგან. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი