„ვიტაფეროლი“ ოქროს ბრენდის მფლობელი და მომხმარებლის რჩეული D ვიტამინი მეორედ გახდა

    D ჯგუფის ვიტამინებში, „ვიტაფეროლი“ კვლავ ოქროს ბრენდის მფლობელია. ევროპულმა ბრენდმა მომხმარებლის რჩეული D ვიტამინის სტატუსი უკვე მეორედ მოიპოვა. მისი ნომინირება  ცნობადობისხარისხის და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული  მუშაობის გათვალისწინებით მოხდა. Golden Brand-ის მე-19 დაჯილდოების ცერემონიალზე „ვიტაფეროლს“ ჯილდო სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადასცა.

    „მოხარული ვარ, რომ „ვიტაფეროლი“ უკვე მეორე წელია ინარჩუნებს მომხმარებლის რჩეული #1 D ვიტამინის სტატუსს. ჩვენი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაა. სწორედ ამიტომ, „ვიტაფეროლის“ ეგიდით არაერთი საინფორმაციო კამპანია ვმართეთ და ამით ხელი შევუწყვეთ, პრევენციის მიზნით,  D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატების მოხმარების კულტურის დანერგვას, რაც აპრობირებულია ევროპასა და ამერიკაში.  დღეს ყველამ იცის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ყოველდღიური რუტინის ნაწილი  D ვიტამინის სუფთა სახით მიღება უნდა იყოს.  D ვიტამინების სეგმენტში, „ვიტაფეროლი“ მაღალი ცნობადობით სარგებლობს, მის მიმართ ასეთ სანდოობასა და აღიარებას კი ბრენდის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტიანობა განაპირობებს. კვლევები გვიჩვენებს, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ლოიალური ოჯახების, ექიმებისა თუ ექსპერტების რიცხვი, რომლებიც ირჩევენ „ვიტაფეროლს“, რაც ქვეყანაში მის მეტ მოხმარებასა და წარმატებას განაპირობებს“, – აღნიშნავს ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე. 

    „ვიტაფეროლს“ 31 წლიანი გამოცდილების მქონე, ევროპაში საკვები დანამატების წარმოების მიმართულებით ლიდერი კომპანია Walmark-ი აწარმოებს. კომპანიას მიღებული აქს მრავალი ჯილდო და წარმოების ხარისხის სერტიფიკატი, მათ შორის, GMP, HACCP და ISO 13485. „ვიტაფეროლი“ პრემიუმ ხარისხის ბრენდს მიეკუთვნება და ზუსტად ერგება D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატების მიმართ საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებისა და ევროკავშირის მკაცრად განსაზღვრულ მოთხოვნებს.  არის უსაფრთხო და მაღალი ეფექტიანობის მქონე 100%-ით სუფთა სახის D ვიტამინი,  ყოველგვარი დანამატის გარეშე და წარმოდგენილია ემულსიფიცირებული ფორმით, შესაბამისად, მას, 0 დანაკარგით და ძალიან სწრაფად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი. ბრენდი მორგებულია მთელი ოჯახის საჭიროებებს, შესაბამისად, მისი ხანგრძლივად გამოყენება უსაფრთხო და რეკომენდებულია ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის. წარმოდგენილია გამოშვების ორი, ყველაზე მოსახერხებელი  და კომფორტული ფორმით, – ვიტაფეროლის წვეთები სერტიფიცირებული დოზატორით 0 თვიდან და ვიტაფეროლი მეგა D3-ის რბილი კაფსულები 12 წლიდან.  ფორმების მრავალფეროვნება იძლევა სეზონურად დოზის რეგულირებისა და ინდივიდუალური განსაზღვრის შესაძლებლობას. 

    „ვიტაფეროლის“ ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით,  მის დანერგვასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წამყვან ექიმებს. ამასთანავე, ბრენდი 2016 წლიდან რეკომენდებულია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ.

    Global Idea-სა და The FlNANCIAL-ის მიერ ორგანიზებული, Golden Brand -ი  არის ყველაზე გავლენიანი და მთავარი  ჯილდო საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, ცნობილია როგორც „საქართველოს ბიზნეს ოსკარი“. ის ზრდის მომხმარებლის ნდობას ნომინირებული ბრენდის მიმართ და აქცევს მას  საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად,  რომელსაც წარმატებით იყენებენ  როგორც ქართული, ასევე უცხოური ბრენდები. 

    ოქროს ბრენდების გამოვლენაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-ლექტორები, მენეჯერები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად, გამოკითხვა იმართება მომხმარებლებს შორის. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.

    „ოქროს ბრენდის“ რიგით მე-19 ცერემონიალი 14 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გაიმართა. ღონისძიებას 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი, მედია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ცერემონიალზე წელს 57 გამარჯვებული ბრენდი დაჯილდოვდა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი