მოგესალმებით ივლისის ბლოგპოსტით. ზაფხული აქტივობის პიკში შედის და შესაბამისად, კანის მოვლის მიმართულებით ახალ-ახალი საზაფხულო საზრუნავები იჩენს თავს. ცხელ სეზონზე არაფერი სჯობს წყალში ლივლივს, ლამაზი, ოქროსფერი ნამზეურის მიღებას და რუჯთან ერთად ჭიქა კოქტეილით განწყობის გალაღებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, მთელი ამ სიამოვნების მიღმა არ დაგვავიწყდეს ის საფრთხე, რომელსაც მზე ჩვენს კანს უქმნის. ჩემი დღევანდელი ბლოგით მინდა მაქსიმალურად შეგიმსუბუქოთ საზრუნავი, საზაფხულო საფიქრალი და მოგცეთ მზა ფორმულა, ზაფხულის პერიოდში კანის იდეალურად მოვლისთვის.
მზის გამოსხივების ჭარბი რაოდენობით მიღება ბევრნაირად მავნებელია, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას მივმართავ კანის გამოშრობის პრობლემაზე. ინფლამეიჯინგს, ქრონიკულ დაბერების პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ის განსაკუთრებით აქტიურდება ზაფხულში, როცა კანს ჯეროვნად არ ვიტენიანებთ. შედეგად გაუწყლოვნებული, დეჰიდრიტირებული კანი მოეშვება, მოდუნდება, კარგავს ელასტიურობას და სიმკვრივეს და მზის სხივების გავლენით კიდევ უფრო გაძლიერებული მიმიკური ფონი მიმიკურ ნაოჭებს სტატიკურ, ანუ მუდმივ ნაოჭებად გარდაქმნის.
როგორ მოვუაროთ ზაფხულში კანს, რომელიც კიდევ უფრო მეტად მიდრეკილია გამოშრობისა და გაღიზიანება/მგრძნობიარობისკენ, რასაც თავის მხრივ, რუჯის არასწორად მიღება იწვევს?
ამ კითხვაზე პასუხი L’Occitane-ის ერთ-ერთი საუკეთესო, შიის ბესტსელერი ხაზის სილამაზის და ახალგაზრდობის ელექსირებია. ორგანული შიის კარაქისა და ზეთის ბაზაზე დამზადებული არაჩვეულებრივი პროდუქტები თითქმის 100% ნატურალური შემადგენლობის და აბსოლუტურად ჰიპოალერგიულია, სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, შიის ხაზი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის. ამგვარად, ლოქსიტანის ორგანული შიის ხაზს თამამად ვუწოდებ უნივერსალურ საოჯახო ხაზს, რომელიც განკუთვნილია ოჯახის თითოეული წევრის გამომშრალი და მგრძნობიარე კანის დატენიანებისა და კომფორტისთვის.
ჩემი ბლოგის პირველივე რეკომენდაციად მინდა წარმოგიდგინოთ L’Occitane-ის ერთ-ერთი საკულტო პროდუქტი, მსოფლიოს მასშტაბით ბრენდის ბესტსელერი – შიის კარაქის (25%) სხეულის მკვებავი კრემი. შეუძლებელია, ამ კრემს ერთხელ შეეხოთ, ერთხელ მოისინჯოთ კანზე მისი მდნარი, სურნელოვანი ტექსტურა და მომენტალურად არ შეგიყვარდეთ…
კრემი ორგანული შიის ბაზაზეა დამზადებული. შიი კი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის სიღრმისეულ დატენიანებას. გარდა ამისა, ომეგა 3 და ომეგა 6 მჟავები არაჩვეულებრივ ანტიალერგიულ, ანტიანთებით თვისებებს შეიცავენ და სწორედ ამიტომ, მკვებავი კრემი რუჯის შედეგად გაღიზიანებული, შეწითლებული კანისთვის საუკეთესო, უნივერსალური მოვლის საშუალებას წარმოადგენს: კანი მშვიდდება, თავისუფლდება გაღიზიანების სიმპტომებისგან და პარალელურად სრულყოფილად ტენიანდება.
შიის ტანის მკვებავი კრემი შეიცავს ასევე E ვიტამინს, რომლის გავლენითაც ის შესანიშნავი ანტიოქსიდანტია.
გამოყენების წესი: კრემის შესაბამისი ულუფა შეიზილეთ თავად ან წაუსვით ბავშვებს რუჯის და შხაპის მიღების შემდგომ მთელ ტანზე. მსუყე კონსისტენციის მიუხედავად შიის ეს მკვებავი საკმაოდ კომფორტული მოსახმარია, უცბათ შეიწოვება კანში და დატენიანების ხანგრძლივ, სასიამოვნო განცდას ტოვებს.
კიდევ ერთი უნივერსალური პროდუქტი, რომელიც თქვენი და თქვენი შვილების კანის სრულყოფილ, სურნელოვან, კომფორტულ დატენიანებს უზრუნველყოფს, შიის ზღაპრული ზეთია Shea Fabulous Oil. 5 % შიის ზეთით მდიდარი ზღაპრული ზეთი სიღრმისეულად გამოკვებავს მშრალ კანს ისე, რომ ერთი წუთითაც არ დატოვებს გაცხიმიანების განცდას. პროდუქტი სწრაფად შეიწოვება კანში და პროვანსულ ნაზ სურნელთან ერთად, აბრშეუმისებრ, გლუვ, ფაფუკ ეფექტს დაგიტოვებთ კანზე.
გამოყენების წესი: შხაპის მიღების შემდეგ ზეთის მცირე მოცულობა გადაინაწილეთ სხეულის კანზე და 2-3 წუთიანი დამასაჟებით შეიზილეთ კანში.
დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის აქტუალური პრობლემაა, ზაფხულის პერიოდში წყლისა და მზის გამოსხივების გავლენით გამომშრალი ტერფები, რომელსაც აუცილებლად ცალკე ყურადღების დათმობა ესაჭიროება.
L’Occitane გამომშრალი ტერფების სამკურნალოდ 15% შიის კარაქის, არნიკასა და ლავანდას ზეთის ჰარმონიულ ჰიბრიდს გთავაზობთ, მკვებავი კრემის სახით, რომელიც რამდენიმე გამოყენებაში გადაგიწყვეტთ ძალიან მშრალი და გარქოვანებული ტერფების პრობლემასაც კი.
გამოყენების წესი: წაისვით შხაპის შემდეგ ტერფებზე. სასურველია, გამოიყენოთ L’occitane-ის კიდევ ერთი ბესტსელერი პროდუქტის, Shea Butter Rich Body Scrub გამოყენების და ეპიდერმისის მკვდარი უჯრედებისგან გაწმენდის შემდეგ, რაც ცხადია, კიდევ უფრო ეფექტურს და ქმედითს გახდის ტერფების დატენიანებას.
თუ გაგეფიქრათ, რომ დღევანდელ ბლოგს სახის კანის საზაფხულო მოვლის შესახებ რჩევის გარეშე დავასრულებდი, სასიამოვნოდ გაგიცრუებთ იმედს…
ზაფხულის პერიოდში ყველაზე დიდ დარტყმას მზისგან ხომ სწორედ სახის კანი, ყელი და დეკოლტე იღებს, მზისგან დამცავი საცხების გამოყენების მიუხედავად. იმისათვის, რომ გამოშრობის და კანის ნაადრევი დაბერების რისკი შევამციროთ, საზაფხულოდ სახის კანის დატენიანებისთვის L’Occitane-შიის ორ ვერსიას გთავაზობთ: ეს გახლავთ 5%-იანი და 25%-იანი შიის კარაქის დამატენიანებლები, რომლებიც ერთმანეთისგან, თავადაც მიხვდებოდით, კონსისტენციით, კანის დატენიანების ხარისხით და გამოკვების სიძლიერით განსხვავდება. ნორმალური და ოდნავ მშრალი ტიპის კანისთვის 5%-იანი დამატენიანებელი იდეალური არჩევანი იქნება, ხოლო მშრალი, ძალიან მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის – ორგანული 25% შიის მკვებავ კრემს ვუწევ თამამ რეკომენდაციას.
ეს დამატენიანებლები განსაკუთრებით გამოგადგებათ რუჯის მიღების პერიოდში, რათა ომეგა მჟავების შემცველობის წყალობით თავიდან აგაცილოთ კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები და კანის გამოშრობა. მათი მუდმივი გამოყენების შემდეგ კი ყველაზე მშრალი და მგრძნობიარე კანიც კი აბრეშუმივით ნაზი, გლუვი, ერთგვაროვანი და ლამაზი იქნება.
გამოყენების წესი: დაიტანეთ შიის კრემის სათანადო ოდენობა სახეზე, ყელსა და დეკოლეტეზე და შეიზილეთ, სანამ კანში ბოლომდე არ შეიწოვება.
ესეც ასე, შევეცადე დეტალურად განმეხილა ის პროდუქტები, რომელიც კანის მოვლის ირგვლივ ზედმეტ საზრუნავს და საფიქრალს თავიდან აგაცილებთ და ზაფხულს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის თქვენთვის.
ბედნიერ ზაფხულის დღეებს გისურვებთ L’Occitane-თან ერთად!