2018 წლის ტენდენციური ვარცხნილობა!

    ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიჯის შეცვლას დიდი გამბედაობა სჭირდება და ამ თემაზე საუბრისას პირველი, რაც გვახსენდება ვარცხნილობაა. იმიჯის ამ გზით გაახლება საკმაოდ სარისკო, თუმცა ძალიან სახალისო და საინტერესოა. წელს, ცნობილი მოდის სახლების ჩვენებებზე 2018 წლის ვარცხნილობის ტრენდების უამრავი ვარიაცია ვიხილეთ: ე.წ. პიქსი, გრძელი „ბობი“, ხვეულები და ფერების გრადაცია… შევეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

    ხვეული თმა

    2017 წლის ტენდეცია, რომ თმა ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, არსად მიდის. იმ შემთხვევაში, თუ ხვეული თმა გაქვთ, თავი შეიკავეთ მისი დავარცხნისგან. ეცადეთ, მსუბუქად „შეავლოთ ხელი“ რომ ფორმა რაც შეიძლება ბუნებრივი იყოს. ამ სტილის ხვეული და ტალღოვანი ვარხნილობა ჭარბობს მაგალითად Dsquared2-ს და  Roberto Cavalli-ის ჩვენებებზე.

    ნაწნავები

    ნუ ეცდებით, რომ თქვენი ნაწნავი იყოს იდეალური, პირიქით, რაც მეტი „ხარვეზი“ ექნება მას, მით უფრო ტრენდული გახდება. სქელი, ბავშვური ნაწნავები მოდური ვარცხნილობის ერთ-ერთი ვარიანტია.

    „ბობი“ ჩოლკით

    ამ სტილს 2018 წელს ხშირად შეხვდებით, თუმცა გაითვალისწინეთ ცნობილი სტილისტების რამდენიმე რჩევა – ჩოლკა არ უნდა იყოს ძალიან მოკლე ან სქელი. ეს ვარიანტი იმით არის კარგი, რომ თუ შუბლზე გადმოყრილი თმა მოგბეზრდებათ, მის გადაწევას მარტივად შეძლებთ. გარდა ამისა, თქვენს გარეგნობას უფრო მსუბუქ ელფერს შესძენს.

    პიქსი

    ის ბევრი ცნობილი ადამიანის არჩევანი გახდა. სტილისტები გვირჩევენ, რომ ვარსკვლავებისგან განსხვავებით, შევარჩიოთ უფრო გრძელი ვარიანტი რათა თმის მოწესრიგებისას არჩევანის საშუალება გვქონდეს და არ შევიზღუდოთ თმის სიგრძით.

    მეტი აქსესუარი

    მაგალითისთვის, Chanel-ის კოლექციაში, კარლ ლაგერფელდის მოდელები ბერძენი ქალღმერთების სტილში წარსდგნენ – თავზე ეკეთათ თვალისმომჭრელი აქსესუარები, მათი ვარცხნილობა კი ბუნებრივი და ოდნავ „აბურდული“ იყო. აქსესუარების შერჩევისას გაითვალისწინეთ ტანსაცმელი და თქვენი თმის ფერი. შეეცადეთ, რომ ყოველი დღე რაც შეიძლება სახალისო და ფერადი იყოს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ იდეალური ვარცხნილობის მთავარი პირობა ჯანსაღი და მბზინვარე თმაა. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ორგანიზმის მომარაგება საჭირო ნივთიერებებით. მიანდეთ ეს საქმე “ვიადერმს” და იბრწყინეთ!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი