მზე ჩვენი პლანეტის ყველაზე მთავარი მანათობელი, სინათლის, სითბოს, პოზიტიური განწყობისა და ბედნიერების წყაროა, თუმცა ჯანმო და სხვა წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ მზის პირდაპირ ინსოლაციას. რა საფრთხის შემცველია მზეზე ხანგრძლივი ყოფნა და როგორ ავირიდოთ თავიდან მზის მავნე გავლენა ორგანიზმზე? აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი – ლაშა უჩავა.
ბ-ნო ლაშა, რა მავნე გავლენა აქვს მზის ჭარბ ინსოლაციას ჩვენს ორგანიზმზე და რა კვალს ტოვებს ის ჩვენს გარეგნობაზე?
ბ-ნი ლაშა: მზე სხვადასხვა ტიპის სხივებს ასხივებს, რომელთაგან საშუალოდ 10% ულტრაიისფერი (UVB) გამოსხივებაა. მისი დაახლოვებით 95% გრძელტალღოვანია და აღწევს ჩვენს ორგანიზმამდე, სწორედ მათი დასხივების შედეგია რუჯი. გამომდინარე იქედან, რომ მათ ყველაზე მაღალი წვდომა აქვთ ჩვენს უჯრედებამდე, საფრთხის შემცველნიც ისინი არიან. მათი მავნებლობა პირველ რიგში აისახება ჩვენს უჯრედებზე – იწვევენ ოქსიდაციურ სტრესს, დნმ-ის, ანუ ჩვენი გენეტიკური მასალის დაზიანებას და დაზიანებული უჯრედების სწრაფდ დაყოფასა და ზრდას. კანი, როგორც ყველაზე დიდი ორგანო და მზისგან დამცავი მთავარი ბარიერი, პირველი იღებს დარტყმას და სწორედ მასზე აისახება უპირველესად მზის მავნე გავლენა, რაც ვლინდება ნაადრევი დაბერებით და ნაოჭებით, კანის ძლიერი გამოშრობით, აქერცვლით, ჰიპერპიგმენტაციით, ხშირად დამწვრობითაც კი – რაც დამატებით სხვა მრავალ პრობლემას წარმოშობს. UVB სხივების მავნე ზეგავლენა ასახვას პოვებს როგორც კანზე, ასევე მის ბუნებრივ დანამატებზე – თმასა და ფრჩხილებზე. ამიტომ, ძალიან ხშირად ზაფხულის მიწურულს და რუჯის გადასვლისას აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ კანი გარქოვანებული და უხეშია, გვაქვს სხვადასხვა ტიპის ლაქები, შეიძლება ხალებიც გაჩნდეს, თმა არის უსიცოცხლო, გახუნებული და გაუხეშებული, ფრჩხილების ზედაპირიც დაზიანებული. თანამედროვე სამყაროში, სადაც ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი ასე მზარდია, მელანომის – ანუ კანის კიბოს, ძუძუს კიბოს და სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარება-გავრცელების მაპროვოცირებელ ფაქტორებადაც სწორედ UVB სხივები მოისაზრება. მზის მავნე ზეგავლენით ზიანდება ენდოკრინული და იმუნური სისტემა, მხედველობა, მწვავე ფაზაში გადადიან ის დაავადებები, რომლებიც ენდოკრინულ, იმუნურ და რეპროდუქციულ სისტემასთან არიან ასოცირებულნი.
ბ-ნო ლაშა, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ულტრაიისფერი სხივების მავნე გავლენა?
ბ-ნი ლაშა: ჩვენს ორგანიზმში არსებობს ე.წ ანტიოქსიდანტები, ნივთიერებები რომლებსაც აქვთ უნარი დაგვიცვან ოქსიდაციური სტრესისაგან, გარემოს და მზის მავნე ზეგავლენისაგან და უზრუნველყონ ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციობა. ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნებიან ისეთი ესენციური ნუტრიენტები, როგორიცაა სილიციუმი, თუთია, სპილენძი, A, E ვიტამინები და სხვა. მათი სინთეზის უნარი ორგანიზმს არ გააჩნია, იდეალურ პირობებში მათ ვიღებთ საკვებიდან. თუმცა, არაბალანსირებული კვება, თვითნებური დიეტები, სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის ენდოკრინოპათიები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, ჰორმონალური და მეტაბოლური დისბალანსი, თამბაქო, ალკოჰოლი და ცხოვრების არაჯანსაღი წესი იწვევს ანტიოქსიდანტების რაოდენობის შემცირებას და ასევე ამცირებს მათი ათვისების უნარს. აღნიშნული ნუტრიენტების აქტუალობა კიდევ უფრო იზრდება ზაფხულში, როცა ტემპერატურის მატებასთან ერთად ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს ოფლის სახით და მასთან ერთად აუცილებელ მიკრო-მაკრო ნუტრიენტებს. შესაბამისად, ორგანიზმი უფრო მეტად დაუცველი ხდება UVB სხვების მავნე გავლენის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ აღვიდგინოთ ანტიოქსიდანტების ბალანსი და მეტად დაცულები ვიყოთ ზაფხულში გარემოსა და მზის ჭარბი ინსოლაციისაგან, მნიშვნელოვანია მივიღოთ ისეთი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ის ნუტრიენტი რეკომენდებული, უსაფრთხო სადღეღამისო დოზებით, რომელიც ერთის მხრივ შეავსებს ორგანიზმის მარაგს ანტიოქსიდანტებით, ხოლო მეორეს მხრივ უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის დაცვას UVB სხივებისაგან. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს დერმატოლოგთა და ონკოლოგთა ასოციაციები მოგვიწოდებენ მზეზე გასვლის წინ ყოველთვის გამოვიყენოთ მაღალი SPF-ის მქონე საშუალებები, მზეზე ყოფნისას გამოვიყენოთ ქუდი, სათვალე და მოვერიდოთ მზის პირდაპირ ინსოლაციას, მით უფრო დღის 12 საათიდან 17 საათამდე და მივიღოთ მაქსიმალური ოდენობით წყალი.
ბ-ნო ლაშა, როგორც აღნიშნეთ შეგვიძლია ანტიოქსიდანტების ბალანსის აღდგენა ბიოლოგიურად აქტიური დანამატებით, როგორია თქვენი რეკომენდაცია?
ბ-ნი ლაშა: დიდი ხანია ჩემს პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ ყველასათვის კარგად ცნობილ, ევროპულ ბრენდს „ვიადერმი კომპლიტს“, რომელსაც საზოგადოება უფრო იცნობს როგორც „სილამაზის კაფსულები“, თუმცა ნაკლებად იციან ის ფაქტი, რომ „ვიადერმი კომპლიტი“ სილამაზესთან ერთად, განსაკუთრებით ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მასში თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი, მძლავრი ანტიოქსიდანტური უნარის მქონე ნუტრიენტი, რომლებიც აღადგენენ ორგანიზმში ანტიოქსიდანტურ ბალანსს და იცავენ ჩვენს ორგანიზმს როგორც UVB სხივების, ასევე გარემოს მავნე გავლენისაგან. შესაბამისად, ახდენენ ნაადრევი დაბერების, კანის, თმის, ფრჩხილების დაავადებების, ენდოკრინოპათიების, ჰორმონალურ დისბალანსის, კიბოსა და სხვა გართულებების განვითარებისაგან. „ვიადერმი კომპლიტის“ თითოეულ კაფსულაში სხვა მნიშვნელოვან ნუტრიენტებთან ერთად, წარმოდგენილია სილიციუმი, თუთია, სპილენძი, A, E ვიტამინები. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, UVB სხივებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესი აზიანებს უჯრედს, „ვიადერმი კომპლიტი“ კი უჯრედს იცავს ყველა მხრიდან, ქმნის რა ე.წ ანტიოქსიდანტურ ქსელს – სილიციუმი და სპილენძი უჯრედშიდა ანტიოქსიდანტები არიან და იცავენ ჩვენს გენეტიკურ მასალას ანუ დნმ-ს დაზიანებისგან, თუთია უჯრედ გარე ანტიოქსიდანტია – იცავს უჯრედს და უჯრედშორის სივრცეს, ამასთანავე აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმის მდგრადობას მავნე ფაქტორების მიმართ, A და E ვიტამინები უჯრედის კედლის ანტიოქსიდანტები არიან – იცავენ უჯრედის კედელს და დაზიანების შემთხვევაშიც კი ხელს უწყობენ მის რეგენერაციას ანუ აღდგენას. გარდა ამისა, „ვიადერმი კომპლიტი“ კომპონენტების უნიკალური კომბინაციით ასტიმულირებენ ჰიალურონის, კოლაგენის და ელასტინის სინთეზს – სწორედ მათი დაზიანების და სტრუქტურის რღვევის შედეგია ნაადრევი დაბერება, ჰიპერპიგემნტაცია, კანის ძლიერი აქერცვლა, გამოშრობა, თმისა და ფრჩხილის დაზიანებები, ეპითელიუმის ანუ იმ შრის დაზიანება, რომლითაც ამოფენილია ჩვენი სისხლძარღვები და პრაქტიკულად ყველა ორგანო. სწორედ „ვიადერმი კომპლიტის“ ასეთი კომპლექსური, მრავლისმომცველი მოქმედებიან გამომდინარე, საუკეთესო არჩევანია ზაფხულში მისი მიღება. აღსანიშნავია, რომ ყველა კომპონენტი მოცემულია დღიური რეკომენდებული დოზებით და ზაფხულში, ბალანსირებული კვების პირობებშიც კი არ ზრდის ჰიპერდოზირების რისკს. ასევე, არ შეიცავს საფუარს, შაქარს, გლუტენს და სხვა დანამატებს – არ იწვევს მადის გაძლიერებას, წონაში მატებას და ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს.