ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და კანის სიჯანსაღისთვის საჭიროა D ვიტამინი

    ორგანიზმში D ვიტამინის ბალანსი გვეხმარება ხანგრძლივად შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა და კანის ჯანსაღი სტრუქტურა

    რა გავლენა აქვს D ვიტამინს ჩვენს სილამაზეზე, კანზე, ახალგაზრდობაზე და რამდენად უსაფრთხოა ზაფხულში მზიდან D ვიტამინის მიღება, ამ საკითხზე გვესაუბრება ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ბ-ნი დავით შიშნიაშვილი.

    • ბ-ნო დავით, რა გავლენა აქვს D ვიტამინს კანის, თმისა და ფრჩხილის სიჯანსაღეზე?

    დერმატოლოგიური თვალსაზრისით, პირველი და მნიშვნელოვანი როლი D ვიტამინისა გახლავთ მისი გავლენა სპეციფიკური ცილოვანი სტრუქტურების – ტელომერების სიგრძეზე, რომლებიც ჩვენს დნმ-ში არსებობენ და განაპირობებენ დერმის უჯრედებისა და კანის სიჯანსაღეს, რეგენერაცია-აღდგენით პროცესებს, კანის სტრუქტურას, ელასტიურობასა და ახალგაზრდული იერ-სახის ხანგრძლივად შენარჩუნებას. თუ D ვიტამინის დეფიციტი გვაქვს, ტელომერები ზომაში მოკლდება და შესაბამისად, უჯრედი კარგავს ფუნქციას, იცვლება მისი სტრუქტურა, ელასტიურობა, კანი ადვილად ნაოჭდება და ჩქარდება დაბერების პროცესი. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორია D ვიტამინის როლი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაზე, რომლებიც განაპირობებენ კანის სტრუქტურას, დატენიანებას, ახდენენ სხვადასხვა დაავადებებისა და ადრეული ნაოჭების გაჩენის პრევენციას. მესამე ფაქტორი კი D ვიტამინის ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაა. იგი აწესრიგებს ორგანიზმში და კანის ღრმა შრეებში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს, იცავს კანსა და მის ბუნებრივ დანამატებს გარემოს მავნე ზეგავლენისაგან, ოქსიდაციური სტრესისაგან, დაბერებისაგან,  და ასევე ამცირებს ორგანიზმში ანთებით პროცესებთან დაკავშირებული დერმატოლოგიური პრობლემების განვითარების რისკს. 

    ბ-ნო დავით, ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ D ვიტამინის მთავარი წყარო მზეა. წინ ზაფხულის ცხელი, მზიანი დღეები გვაქვს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ წლის ამ სეზონზე D ვიტამინის საკმარის მარაგს ვიღებთ?

    დიახ, D ვიტამინის მთავარი, ბუნებრივი წყარო მზეა. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მზის UVB სხივების ჭარბი ინსოლაცია ზრდის მელანომის – ანუ კანის კიბოსა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარება-გავრცელების, კანის დამწვრობისა და სტრუქტურის დაზიანების რისკს. მზის ჭარბი ინსოლაციის შედეგად კანი შრება, იქერცლება, ადვილად ნაოჭდება, ჩნდება პიგმენტური ლაქები, მწვავე ფაზაში გადადიან ქრონიკული დაავადებები.  სწორედ ამიტომ, მსოფლიო წამყვანი სამედიცინო ასოციაციები მოგვიწოდებენ, რომ მზეზე მაღლ პროცენტიანი SPF დამცავების გარეშე გასვლა არ შეიძლება! მინიმალური, თუნდაც 15-30%-იანი SPF საშუალებები კი თითქმის 95%-მდე ამცირებენ მზისგან D ვიტამინის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, გაზაფხულზეც და ზაფხულშიც, D ვიტამინის ნაკლებობის განვითარების მაღალი რისკია. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მზეზე გასვლისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები და D ვიტამინის ნაკლებობის პრევენციისთვის, მივიღოთ D ვიტამინის უსაფრთხო, დღიური რეკომენდებული დოზა.  მე ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში, პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, ნებისმიერ სეზონზე, მათ შორის ზაფხულშიც მიიღონ „ვიტაფეროლი“ ასაკისა და ინდივიდუალური დოზის გათვალისწინებით.

    • ბ-ნო დავით, ახსენეთ, რომ წლის ნებისმიერ სეზონზე რეკომენდაციას უწევთ D ვიტამინის – ვიტაფეროლის მიღებას. ხშირია, რომ ადამიანები სვამენ D ვიტამინს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, ისევ დეფიციტს განიცდიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმით ვიღებთ D ვიტამინს? 

    ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინის შემცველი დანამატის სწორად შერჩევა, უნდა გავითვალისწინოთ რამდენად სუფთა სახითაა წარმოდგენილი, მავნე დანამატების გარეშე – რადგან რიგი დანამატებისა აფერხებენ D ვიტამინის შეწოვას, გასათვალისწინებელია თვითონ გამოშვების ფორმა – რამდენად მაღალი ბიოათვისება ახასიათებს, რადგან ზოგ ადამიანს კუჭ-ნაწლავის ან სხვა ქრონიკუნული დაავადები აქვთ, რაც D ვიტამინის ათვისებას უშლის ხელს. ასევე მნიშვნელოვანია თვითონ დანამატის მწარმოებელი კომპანია – რამდენად სანდო და გამოცდილია ის. რაც შეეხება „ვიტაფეროლს“, მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება გამოცდილი მაქვს ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მისი მიღების ფონზე D ვიტამინის სტატუსის გაუმჯობესება და მიღებული შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნება აღინიშნება. მასზე არჩევანი შევაჩერე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორიდან გამომდინარე. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ „ვიტაფეროლი“ არის სუფთა სახის D ვიტამინი მავნე დანამატებისა და ალერგენების გარეშე – შესაბამისად, მის ათვისებას ვერ აფერხებს სხვა დანამატი და მისი ხანგრძლივი მიღების ფონზეც არ იზრდება გვერდითი მოვლენებისა და ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი. მეორე ფაქტორი მისი მაღალი ბიოათვისებაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე არაა დამოკიდებული – „ვიტაფეროლი“ ემულისიფიცირებული, ანუ D ვიტამინის ის ფორმაა, რომელიც ოპტიმალურად, 100%-ით აითვისება იმ პაციენტებშიც კი, ვისაც კუჭ-ნაწლავის ან სხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ. მესამე კი გახლავთ ის, რომ „ვიტაფეროლი“ ევროპული, მაღალი ხარისხის, სანდო მწარმოებლის მიერ მოწოდებული ბრენდია და წლებია აპრობირებულია ჩემი ქართველი თუ უცხოელი კოლეგების მიერ. 

    • ბ-ნო დავით, რომ შევაჯამოთ, რა დერმატოლოგიური თვალსაზრისით, რა ჩივილებთან და დაავადებებთანაა დაკავშირებული D ვიტამინის ნაკლებობა?

    ბ-ნო დავითი –  გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში კანთან დაკავშირებული პრობლემები აქტიურ ფაზაში გადადის და თავს იჩენს ბევრი ისეთი ჩივილი, რომელიც მჭიდრო კავშირშია D ვიტამინის ნაკლებობასთან.  დერმატოლოგიური თვალსაზრისით საყურადღებო ჩივილები, რაც D ვიტამინის ნაკლებობას უკავშირდება გახლავთ კანის ძლიერი სიმშრალე, გაღიზიანება, აქერცვლა, ანთებითი გამონაყარი, კანის ტონუსის დაქვეითება, ნაადრევი დაბერება-ნაოჭები, თმის ცვენის გაძლიერება, ფრჩხილის სტრუქტურის ცვლილება და მომატებული ოფლიანობა. რაც შეეხება კონკრეტულ დაავადებებს, რომლებთანაც მჭიდრო კავშირი აქვს D ვიტამინის ნაკლებობას, გახლავთ ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, ვიტილიგო, აკნე და როზაცეა, კანის კიბო, ალოპეცია და სხვა. 

    • რა დოზითა და ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ D ვიტამინი, რას გვირჩევთ?

    D ვიტამინი, სხვა ვიტამინებისაგან გასხვავებით, აუცილებელია რომ მივიღოთ ხანგრძლივად და გახდეს ჩვენი მუდმივი მეგზური ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნების გზაზე. რაც შეეხება დოზებსა და რეკომენდაციებს – ძალიან მოსახერხებელია, რომ „ვიტაფეროლი“ წარმოდგენილია წვეთებისა და კაფსულების სახით, რაც მაძლევს საშუალებას, ზუსტად შევურჩიო პაციენტს, მისი ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ფორმა. მაგალითად, ბავშვთა ასაკში, ან მათთან ვისთანაც რუტინულად, ხანგრძლივი დროით მჭირდება D ვიტამინი, ვიყენებ „ვიტაფეროლი ემულსიას“. მისი 1 წვეთი შეიცავს 400 სე D ვიტამინს, ანუ სწორედ იმ დოზას, რომელიც წლის ყველა სეზონზე, მათ შორის გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში წარმოადგენს უსაფრთხო, რეკომენდებულ, საპროფილაქტიკო დოზას 0 თვიდან ნებისმიერი ასაკისთვის. სერტიფიცირებული დოზატორი კი გვაძლევს დოზის ინდივიდუალური, ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობას და ყველაზე მზიან პერიოდშიც გვიცავს როგორც ჰიპერდოზირებისაგან, ასევე D ვიტამინის ნაკლებობის განვითარებისაგან.  „ვიტაფეროლი მეგა D3” კი იდეალური არჩევანია მოზრდილებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ D ვიტამინის დეფიციტთან ასოცირებული კანისა და კანის ბუნებრივ დანამატების – თმისა და ფრჩხილების პრობლემები: დერმატიტი, ფსორიაზი, ეგზემა, ნაადრევი ნაოჭები-დაბერება, თმის ცვენა, ფრჩხილის მსხვრევადობა, რომლებიც იტარებენ სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებს და სურთ მიღებული შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ვიტაფეროლი მეგა D გახლავთ ახალი თაობის გასტრორეზისტენტული, რბილი კაფსულები, რომელიც D ვიტამინის 2000 სეს შეიცავს. კაფსულები უსაფრთხოა იმ პაციენტებისთვისაც, ვინც სხვადასხვა მედიკამენტებს იღებენ და აქვთ გასტრიტი, კოლიტი, ყაბზობა ან სხვა ჩივილები. ეს პრობლემები ძალიან ხშირად დაკავშირებულნი არიან კანზე გამონაყართანაც.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი