დისკოს ეპოქით შთაგონებული ახალი კოლექცია LALO-სგან!

    3 ნოემბერს, მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი შთამბეჭდავი ჩვენება გაიმართა. ვაკის პარკის მედიათეკაში, LALO-მ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ულამაზესი კოლექცია წარადგინა.

    LALO  Cardigans 5 წლის წინ, ტყუპმა დებმა, ლალო და ნინო დოლიძეებმა შექმნეს. უბრალო ჰობი და გატაცება, მალე ბიზნესად იქცა. თუ სხვების წარმატება საქართველოში იწყება და შემდეგ სცდება საზღვრებს, ლალო დოლიძის წინსვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიწყო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თავდაპირველად მისი ნამუშევრები მოსკოვში, Dalood-ის მაღაზიაში გაიყიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ამას მოჰყვა ჩინეთი, აშშ და ევროპა.

    LALO-ს მთავარი ხაზი Knitwear სამოსია. დიზაინერმა ტრადიციას არც ახლა უღალატა და მოდის კვირეულზე ნაქსოვი ტანსაცმელი წარმოადგინა. გარდა ამისა, მბზინავი ქსოვილებისგან ულამაზესი სამოსიც შექმნა, რომელიც დისკო წვეულებით იყო შთაგონებული.

    „ინსპირაცია დისკოს ეპოქიდან, 70-იანი წლებიდან ავიღე. მეტალიკი, ბრჭყვიალა ნაჭრები გამოვიყენე. რა თქმა უნდა, knitwear სამოსიც გვქონდა, რომელიც ჩვენი ხელწერაა. იმედი მაქვს, ლამაზი კოლექცია გამოვიდა, პირადად მე ძალიან მომწონს“ – განაცხადა ლალომ.

    View this post on Instagram

    @lalo.dolidze amazing SS 20 ✨#lalocardigans

    A post shared by BeautyMagazine (@beautymagazine.ge) on

     

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი