გიბრუნდებით ჩემი L’Occitane-ბლოგით და როგორც წინა ბლოგპოსტში შეგპირდით, ეს თემაც კანის იდეალური ორმაგი წმენდის ფორმულას მიეძღვნება. წინა პოსტში ჩვენ განვიხილეთ სახის კანის ანტიასაკობრივი სრულყოფილი წმენდის დეტალები, აი, დღეს კი, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხები.
- როგორ ვიქცევით, როცა სახეზე გამოხატული ფორები გვაქვს?
- წმენდის რა კონკრეტული ფორმულაა იდეალური ფორებიანი კანისთვის?
ამ დილემასაც სრულყოფილად გვიჭრის ლოქსიტანის ლაბორატორიაში წლების განმავლობაში დამუშავებული, მაღალტექნოლოგიური ფორმულებით შექმნილი ნამდვილი ფრანგული, პროვანსული პროდუქტები – წმენდის არაკომედოგენური საშუალებები, რომელიც სრულყოფილად ესადაგება ფორებიან, ცხიმიანობისკენ მიდრეკილ კანს.
ცხიმიანობისკენ მიდრეკილი, ფორებიანი კანის სირრმისეული რუტინული წმენდა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ფორებში ღრმად შეღწეული ჭუჭყი ახშობს მათ და არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას, არ აძლევს ცხიმოვანი ჯირკვლის სეკრეციის პროდუქტს გარეთ გამოსვლის საშუალებას, კეტავს ფორებს და ჩნდება ინფექციის და აკნეს გავრცელების დიდი რისკი.
ამგვარად, სიამოვნებით გთავაზობთ ფორებიანი კანის სიღრმისეული ორმაგი წმენდის L’Occitane- რიტუალს, რომელიც სრულად გადაგიჭრით პრობლემური კანის იდეალურად გასუფთავების ამოცანას.
დემაკიაჟი და ფორებიანი კანის სიღრმისეული წმენდის ფორმულა
ეს ფორმულა, რომელიც უკვდავას პრემიალური ხაზების საუკეთესო პროდუქტებით არის დაკომპლექტებული, მეტად ორიენტირებულია ფორებიანი კანის წმენდაზე და ფუნქციურად ფორების სრულყოფილ გასუფთავებასა და მათ ვიზუალურ შემცირებას ემსახურება. ორმაგი წმენდის ეს დუეტი სრულყოფილად ასუფთავებს ყოველდღიურ ჭუჭყს და მათ შორის, წყალგამძლე მაკიაჟსაც.
Immortelle Precieuse ზეთოვანი გამწმენდი სიღრმისეულად წმენდს ფორებიან კანს, ახდენს ფორების ერთგვარ გამორეცხვას და ამით კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ეს პროდუქტი ჯადოსნური უკვადავას ესენციის ზეთის გავლენით არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია. ასევე, მის შემადგენლობაში შედის აბუსალათინის ზეთი, რომელიც რიცინოლეინის ცხიმოვანი მჟავის გავლენით საუკეთესოდ აშორებს კანს მაკიაჟს და ამასთანავე, იცავს კანს დეჰიდრატაციისგან (გამოშრობისგან). მცენარეული წარმოშობის შაქრის შემცველობის გავლენით კი ეს ზეთი წამწამებიდან იდეალურად აშორებს წყალგამძლე ტუშსაც კი. პროდუქტი სრულად ასუფთავებს კანს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის ზეთოვანი კვალისგან და აშორებს მას არაეკოლოგიური გარემოდან მიღებულ ჭუჭყს. ამგვარად, პერმანენტულ რეჟიმში სიღრმისეული გასუფთავების ხარჯზე ფორები თავისუფლდება მათში არსებული ორგანული თუ გარემოდან მიღებული ჭუჭყისგან და ვიზუალურად მცირდება, ხდება ნაკლებ ხილული. პროდუქტი, ზეთოვანი კონსისტენციის მიუხედავად ძალიან კომფორტული მოსახმარია და არ ტოვებს ცხიმიანობის განცდას ჩამობანის შემდეგ, და რაც მთავარია: უკვე რამდენიმე გამოყენების შემდეგ კანის ტექსტურა ხდება ერთგვაროვანი, ელასტიური, ფაფუკი და მბრწყინავი.
გამოყენების წესი: თითების ბალიშებით თანაბრად შეიზილეთ ზეთი მშრალ კანზე, შემდეგ ოდნავ წყლით დასველებული თითებით დაიმასაჟეთ სახე და წყლით ჩამოიბანეთ.
Immortelle Precieuse გამწმენდი ქაფი იდეალურად ასრულებს ზეთოვანი გამწმენდის ეფექტს, აშორებსა კანს მაკიაჟისა და ჭუჭყის ნარჩენებს და ანიჭებს კანს ელვარებასა და ერთგვაროვნებას. უკვდავას ქაფის საშუალებით ფორების წმენდის პროცესი აღწევს სრულყოფის ეტაპს და ამგვარად, ორმაგი წმენდის რიტუალის ერთთვიანი შესრულების შემდეგ ფორები შესამჩნევად შევიწროვებული, შემცირებული და ნაკლებ გამოხატულია.
გამოყენების წესი: გამწმენდი ქაფის შესაბამისი ოდენობა კარგად შეიზილეთ კანზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ამგვარად, დღევანდელ პოსტში ჩვენ განვიხილეთ ფორებიანი სახის კანის სრულყოფილი, ორმაგი წმენდის და დემაკიაჟის იდეალური ფორმულა, რომლის ყოველდღიურობაში მიზნობრივი დანერგვის შემდეგ, სულ ორიოდე კვირაშიც კი შენიშნავთ, რომ თქვენი კანი იდეალურად სუფთა, ერთგვაროვანი და მბზინავია, და რაც მთავარია – ფორები, სრულფასოვანი წმენდის ხარჯზე, შევიწროებული და ვიზუალურად შემცირებულია.