კანის ანტიასაკობრივი წმენდის L’Occitane- რიტუალი

    მოგესალმებით და გიბრუნდებით მარტის თვის ბლოგპოსტით, რომელიც მინდა მივუძღვნა სახის მოვლის რუტინის  პირველ და უმნიშვნელოვანეს საფეხურს – კანის სიღრმისეული წმენდის იდეალურ ფორმულას, მის მთავარ პრინციპებს და ფუნქციურ მიმართულებებს. 

    ბევრმა თქვენგანმა ალბათ უკვე იცის, რომ თანამედროვე  კოსმეტოლოგები და მათ შორის, მეც, უპირატესობას კანის  ორ საფეხურიან წმენდას ვანიჭებთ, განსაკურებით საღამოს რუტინაში, რადგან ასე საშუალება გვეძლევა სრულფასოვნად, იდეალურად გავასუფთავოთ კანი.

    რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი კანის სრულყოფილი რუტინული წმენდა?

    დღისა და ღამის განმავლობაში კანი უამრავი ფაქტორის ზეგავლენით ბინძურდება – ეს არის ტოქსიკური, დაბინძურებული ჰაერი და გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გამონაბოლქვი, მტვერი, არ დაგვავიწყდეს მაკიაჟი, მათ შორის, წყალგამძლე მაკიაჟი და ასევე, ღამე – ჩვენს სხეულში უჯრედულ დონეზე მიმდინარე ცხოველქმედების პროცესის, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის ნაყოფი, ე.წ. ზეთოვანი ფენა სახეზე, რომელიც დილას თითქმის ყველას გვხვდება კანზე. საბოლოოდ,  მთელი ეს ჭუჭყი გარსად ეკვრის ეპიდერმისს და თუ ყოველდღიურად იდეალურად არ გავწმინდეთ კანი, ის ღრმად აღწევს კანის ფორებში, ახშობს მათ და არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას. გარდა ამისა, ფორებში ღრმად გამჯდარი ჭუჭყი ძალიან დიდი და „მიმზიდველი“ კერაა ინფექციებისა და აკნეს გავრცელებისთვის. გაუწმენდავი კანი მალე ბერდება.  მიმიკურ და სტატიკურ (მუდმივ, ჩატეხილ) ნაოჭებში გამჯდარი ჭუჭყი  იწვევს დაბერების პროცესის წახალისებას და გაუწმენდავი მკვდარი უჯრედების „წყალობით“ კიდევ უფრო მკვეთრად ხილულს ხდის ნაოჭს. გაუსუფთავებელი ეპიდერმისი  არასასურველ და მოუმზადებელ ბაზას წარმოადგენს დატენიანებისთვის, ეს უკანასკნელი კი, თავადაც შესანიშნავად იცით, კანის სიჯანსაღის, ელასტიურობის, სიმკვრივის, მისი ლამაზი, ახალგაზრდული და მოვლილი იერსახის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს კანის მოვლის რუტინაში.

    ამგვარად, შეგვიძლია ცხადად გავიაზროთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კანის სრულყოფილ, განსაკუთრებით კი ორ საფეხურიან წმენდას, რომელთაგან თითოეულ საფეხურს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს. სწორედ ეს თემები მინდა გავშალო მარტის თვის ორ ბლოგპოსტში და წარმოგიდგინოთ კანის  წმენდის ორი საუკეთესო L’Occitane-რიტუალი. 

    დღევანდელ პოსტში კი მოგიყვებით სახის სიღრმისეული წმენდის ანტიასაკობრივ ფორმულაზე და წარმოგიდგენთ  L’Occitane-ის  ახალ გამწმენდ პროდუქტებს, ბრენდის პრემიალური – მარადცოცხალი უკვადავას ხაზიდან, რომელიც კანის სრულყოფილი წმენდის ამოცანას იდეალურად გადაგიჭრით.
    დემაკიაჟი და ორმაგი წმენდის ანტიასაკობრივი ფორმულა

     ეს ფორმულა ღვთაებრივი უკვადას ესენციის ზეთზე დამზადებული იდეალური დუეტისგან შედგება. უკვადავას ჯადოსნური, ანტიასაკობრივი, დაბერების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, ეს პროდუქტები შესანიშნავ გამწმენდ საშუალებას წარმოადგენს საშუალო ასაკობრივი და ასაკობრივი კანისთვის და იდეალურად აშორებს კანს წყალგამძლე მაკიაჟსაც კი.

    მაშ ასე, Immortelle Divine გამწმენდი ბალმი –  ერთ ფლაკონში გაერთიანებული ორი ფუნქციონალი – კანის სიღრმისეული გამწმენდი და ნიღაბი. 

    ზეთოვანი ბალმი, მსუყე და ეფექტური კონსისტენციის  წყალობით, საგულდაგულოდ წმენდს კანს, აშორებს მას მძიმე მაკიაჟს, ანიჭებს სირბილეს და ელასტიურობას და რაც ასევე მთავარია, კანზე ტოვებს კომფორტის სასიამოვნო განცდას. უკვდავას ესენციის ზეთის გავლენით ეს პროდუქტი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, ბალმი გაჯერებულია ომეგა-9 და ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ნუშის ზეთით, მასში შემავალი კიდევ ერთი კომპონენტი – ფუტკრის ცვილი კი საუკეთესო ბარიერულ თვისებებს ანიჭებს ამ პროდუქტს. არაჩვეულებრივი დაბალანსებული შემადგენლობის გავლენით ეს ზეთოვანი ბალმი განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა და გამოიყენება მთლიანად სახეზე, თვალებისა და ტუჩების ჩათვლით. 

    გამოყენების წესი (გამწმენდი): ბალმის მცირე ულუფა რამდენიმე წამით გაათბეთ ხელისგულებში,  შემდეგ კი მთელ სახეზე გადაინაწილეთ, წრიული მოძრაობებით  კარგად შეიზილეთ კანში და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
     გამოყენების წესი (ნიღაბი): შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ უკვდავას გამწმენდი არომა-ნიღბით გაინებივროთ თავი. გამწმენდი ბალმი შედარებით სქელ ფენად დაიტანეთ კანზე, 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ. 

    ორმაგი წმენდის ანტიასაკობრივი ფორმულის მეორე მონაწილე გახლავთ Immortelle Divine გამწმენდი გელი, პირადად ჩემთვის უსაყვარლესი პროდუქტი, რომელიც საოცარ ეფექტურობასთან ერთად ნამდვილი ფრანგული, თავბრუდამხვევი, პროვანსული სურნელით გამოირჩევა და ერთი შეხებით შემიყვარდა.  უკვდავას სურნელოვანი გელ-ქაფი შესანიშნავად ასრულებს ანტიასაკობრივი წმენდის პროცესს, სრულად ასუფთავებს კანს მაკიაჟის  და SPF საცხის ნარჩენებისგან. პროდუქტში შემავალი AHA-ს (ალფაჰიდროქსიდ მჟავა) წყალობით,  გელი ახდენს კანის მსუბუქ ექსფოლიაციას – ეპიდერმისის გასუფთავებას მკვდარი უჯრედებისგან. სწორედ პილინგის ფუნქცია აქცევს ამ პროდუქტს შესანიშნავ ანტიასაკობრივ საშუალებად, რომელშიც გამოყენების პირველივე დღეებიდან დარწმუნდებით. 

    გამოყენების წესი: პროდუქტის მცირეოდენი ულუფა  ააქაფეთ ხელში და გადაინაწილეთ მთელ სახეზე, თვალების ირგვლივ არეს არიდებით. კარგად დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ. 

    ამგვარად, ჩვენ განვიხილეთ სახის კანის სრულყოფილი, ორმაგი წმენდის ანტიასაკობრივი  იდეალური  ფორმულა, რომლის ყოველდღიურობაში მიზნობრივი დანერგვის შემდეგ, შემიძლია თამამად დაგარწმუნოთ, თქვენი კანი გახდება სრულყოფილად სუფთა, ერთგვაროვანი, ბრწყინვალე, ფაფუკი, სიღრმისეული წმენდის გავლენით კიდევ უფრო ეფექტურად დატენიანებული, გლუვი, ელასტიური და არასასურველი ასაკობრივი ვიზუალისგან თავისუფალი. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი