სახის მოვლის რევოლუციური მიდგომა L’Occitane-სგან: კანის დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური აპარატი

    მოგესალმებით და დღევანდელი ბლოგი მინდა დავუთმო თემას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, L’Occitane-ის უკლებლივ  ყველა მომხმარებელს ძალიან გაახარებს. 

    მინდა, გაგაცნოთ კანის მაღალტექნოლოგიური, უმაღლესი ხარისხის, ფრანგული  სადიაგნოსტიკო აპარატი L’Occitane-გან, რომელიც  ჭავჭავაძისა და სითი მოლის ბრენდულ ბუტიკებში დაგხვდებათ. ამგვარად, აქ მოსულებს მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, პირველ რიგში, სახის კანის ზუსტი და კომპეტენტური დიაგნოსტიკა ჩაიტაროთ, ხოლო დიაგნოსტიკის შედეგების შესაბამისად, ჩვენი სილამაზის კონსულტანტები ინდივიდუალურად, კონკრეტულად თქვენი კანისთვის შეადგენენ ლოქსიტან-რუტინას. რაც მთავარია, დიაგნოსტიკის პროცედურა ყველა მომხმარებლისთვის სრულიად უფასოა.  

    ლოქსიტანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომფორტი აქვს თქვენთვის: დიაგნოსტიკის შემდეგ გექნებათ საშუალება, რომ ადგილზევე დატესტოთ კანზე თქვენთვის შერჩეული რუტინის თითოეული ეტაპი და ისე მიიღოთ პროდუქციის შეძენის გადაწყვეტილება. აი, ასეთი შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა L’Occitane-მა თავის მომხმარებლებს. 

    ახლა კი, სანამ დიაგნოსტიკის აპარატზე უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, მინდა, თავად კანის ზუსტი დიაგნოსტიკის პრინციპული მნიშვნელობა განგიმარტოთ. 

    სახის კანის სწორი რუტინის შესადგენად კანის კონკრეტული ტიპის ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თავადაც მოგეხსენებათ, რუტინა რამდენიმე საფეხურისგან შედგება და ცხადია, თუკი გეცოდინებათ თქვენი კანის თავისებურებები, ტენიანობის და ელასტიურობის ხარისხი, მგრძნობიარობა, ფორებისა და სებუმის მოცემულობა, რუტინის თითოეულ ეტაპს მაქსიმალურად შედეგიანად მოარგებთ კანს. აღსანიშნავია, რომ კანის ტიპის მიხედვით მხოლოდ დამატენიანელის შერჩევა არ არის საკმარისი და რუტინაში მონაწილე ყველა პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი კანის მდგომარეობასთან ზუსტი შესაბამისობის პირობას. 

    ახლა კი, მოდით, თავად L’Occitane სადიაგნოსტიკო აპარატის ფუნქციები და შესაძლებლობები განვიხილოთ.

    აპარატი არა მხოლოდ კანის ტიპს ადგენს, არამედ მის  დეტალურ შემოწმებას უზრუნველყოფს, რამდენიმე ძირეულად მნიშვნელოვანი პარამეტრის მიხედვით. 

    პირველ რიგში, ეს გახლავთ დატენიანება და ელასტიურობა.

    აპარატის მაღალტექნოლოგიური სკანერი ზუსტად ადგენს კანის დატენიანების ხარისხს (შკალაზე 0-დან 100-მდე ინდიკატორის ფარგლებში), გამოავლენს რამდენად დეჰიდრიტირებულია ეპიდერმისი და რა კონცენტრაციით დატენიანებას საჭიროებს იმისათვის, რომ კანში ჰიდრატაციის ნორმა ზუსტად დაბალანსდეს. 

    თავის მხრივ, ელასტიურობის ინდიკატორი მიგვითითებს, რა დონეზეა კანის ელასტიურობაზე პასუხისმგებელი ცილის – ელასტინის შემცველობა. ცხადია, თუკი ეს მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია, ჩვენი სილამაზის კონსულტანტები, შესაბამისი ასაკობრივი ხაზიდან პროდუქცის შერჩევით მოკლე დროში მოგიგვარებთ კანის ელასტიურობის აღდგენის პრობლემას. 

    შემდეგი საფეხური ფორების და კანის სებორეგულაციის მდგომარეობის განსაზღვრაა – რამდენად დატვირთულია სახე ფორებით და  აქტიურად მიმდინარეობს თუ არა კანქვეშა ცხიმოვანი ჯირკვლებიდან ცხიმის სეკრეციის პროცესი. კომბინირებულ-ცხიმიან კანს სრულიად განსხვავებული მოდელით ვუვლით, განსაკუთრებული აქცენტით ფორების სიღრმისეულ გასუფთავებასა და დაბალანსებულ დატენიანებაზე, რადგან სებუმიან, აკნესკენ მიდრეკილ და ფორებიან კანს ზედმეტი ჰიდრატაცია მხოლოდ ვნებს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის კანზე ზუსტად მორგებულ არაკომედოგენურ რუტინას, რომელსაც  ჩვენი  სილამაზის კონსულტანტები ჩვეული პროფესიონალიზმით შეგირჩევენ. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ L’Occitane-ის სრული პროდუქცია არაკომედოგენურია, არ იწვევს ფორების ამოვსებას და დახშობას, შესაბამისად, კანი აგრძელებს თავისუფლად სუნთქვას და შედეგიც ბრწყინვალეა: კანი სუფთაა, დაბალანსებულად დატენიანებული, გლუვი, ზედმეტი სებუმისგან, ცხიმისგან თავისუფალი და ფორებიც მოცულობაში შემცირებული. 

    დიაგნოსტიკის მომდევნო ეტაპი კანში მელანინის დონის განსაზღვრაა. მელანინი მელანოციტების მიერ გამომუშავებული ბუნებრივი პიგმენტებია, რომელიც კანის უსაფრთხოებას, მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას უზრუნველყოფს და კანის პიგმენტაციაზე არის პასუხისმგებელი. ამგვარად, დიაგნოსტიკის ამ ეტაპზე თქვენი კანის პიგმენტაციის დონის განსაზღვრა ხდება. 

    შემდეგი ეტაპი ნაოჭების  ტესტია. აპარატის სკანერი ზუსტად განსაზღვრავს კანზე მიმიკური/სტატიკური ნაოჭების სიღრმეს, მათ გამოხატულებას და შესაბამისად, გაცილებით მარტივად ხდება შესაძლებელი შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის პროდუქციის შერჩევა L’Occitane-ის სახის მოვლის ელექსირებში. 

    როგორც წესი, ელასტიურობისა და ნაოჭების ტესტი კანის ბიოლოგიური ასაკის უტყუარ ინდიკატორს წარმოადგენს. საშუალოასაკიანი და ასაკიანი მაჩვენებლების შემთხვევაში, ლოქსიტანის ღვთაებრივი უკვადავას სამი ხაზიდან შერჩეული შესაბამისი ეპიდერმალური ბუსტერები კი გახლავთ გარანტი იმისა, რომ კანის ელასტიურობის ხარისხი მაქსიმალურად ამაღლდეს, შემცირდეს ნაოჭების გაჩენის რისკი, მოხდეს არსებული მიმიკური ნაოჭების სრულყოფილად მოვლა და  მათი სტატიკურ (მუდმივ) ნაოჭად გადაქცევის პროცესის პრევენცია, უკვე არსებული მუდმივი, ასაკობრივი ნაოჭები კი, სრულყოფილი მოვლის გავლენით, გახდეს უფრო გლუვი და ნაკლებად შესაჩნევი. უკვადავა ხომ სწორედ დაბარების, კანის მოშვების, მოდუნების, ელასტიურობის დაკარგვის და ნაოჭების საწინააღმდეგოდ მოქმედი ჯადოსნური ელექსირია, მარად ცოცხალი ყვითელი ყვავილის ესენციის საოცრად ეფექტური თვისებების გავლენით.  

    და აი, მივადექით დიაგნოსტიკის ბოლო ეტაპს – ეს გახლავთ კანის მგრძნობიარობის ტესტი. ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი წინა ბლოგიდან გემახსოვრებათ, რომ მსოფლიო მოსახლეობის 50%-ს სწორედ მგრძნობიარე ტიპის კანი აქვს. ცხადია, ლოქსიტანს უმაღლეს საფეხურზე აქვს აყვანილი კანის მგრძნობიარობაზე ზრუნვა და ბრენდის აბსოლუტურად ყველა პროდუქტი კანისთვის სრულიად უსაფრთხო და ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს პარაბენებს, ცხოველურ დანამატებსა და კონსერვანტებს. L’Occitane-ის თითქმის 100% ნატურალური შემადგენლობის  პროვანსული პროდუქცია,უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მუშავდება ბრენდის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. ამგვარად, ლოქსიტანის  ბუტიკებში ყველაზე მგრძნობიარე ტიპის კანსაც კი  საუკეთესო მოვლის სრული  რუტინული ნაკრები დახვდება. 

    მაშ ასე, დეტალურად განვიხილეთ კანის დიაგნოსტიკის პროცესი, რომელიც, თუმცა მე ვრცლად აღგიწერეთ, პრაქტიკულად მხოლოდ ხუთიოდე წუთს მოიცავს.  დიაგნოსტიკის შედეგები, მომხმარებლების სურვილის მიხედვით, იგზავნება მათ ელექტრონულ ფოსტაზე. ასევე, ჩვენი სილამაზის კონსულტანტების მიერ ინდივიდუალური მომხმარებლისთვის ივსება დიაგნოსტიკის ბარათი, სადაც ასახულია როგორც დიაგნოსტიკის შედეგები, ასევე, მხოლოდ მის კანზე მორგებული და შედგენილი ინდივიდუალური L’Occitane-რუტინა. 

    სწორედ ასეთია ლოქსიტანის მხრიდან მომხმარებლებზე  ზრუნვის ინოვაციური, რევოლუციური მიმართულება, რომელიც უფრო მეტ კომფორტზე და ბრენდის პრემიუმხარისხიანი, პროვანსული პროდუქციისგან მაქსიმალური ეფექტის მიღებაზეა ორიენტირებული. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი