გიბრუნდებით ახალი L’Occitane- ბლოგპოსტით და დღევანდელი სასაუბრო თემა მინდა მთლიანად მივუძღვნა L’Occitane-ის ერთ-ერთ საუკეთესო და მოთხოვნად, ბესტსელერ ხაზს – პროვანსული ნუშის კოლექციას.
ლოქსიტანის ნუშის ხაზი ნამდვილი საჩუქარია ჩვენი სხეულის კანისა და თმისთვის. ამაში, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, ვისაც ერთხელ მაინც მოუხმარია L’Occitane ნუშის მოვლის ჯადოსნური ელექსირები.
თითქმის 100%-ით ნატურალური შემადგენლობის მქონე, ნუშის ხაზის სრული კოლექცია გამდიდრებულია ნუშის რძით, ნუშის ზეთითა და ნუშის ნაჭუჭის ფხვნილით. თითოეული პროდუქტი გამოირჩევა ნუშისა და ქოქოსის სასიამოვნო, ნაზი, ნამდვილი პროვანსული სურნელებით. ნუშის ყველა პროდუქტი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, განსაკუთრებით კი უნდა გამოვყოთ ომეგა 9 და ომეგა 6 (ლინოლის მჟავა). ცხიმოვანი მჟავების გავლენით L’Occitane ნუში სიღრმისეულად ატენიანებს ჩვენს კანს და შესაბამისად, სრულყოფილი ჰიდრატაციის ფონზე უზრუნველყოფს კანის გაახალგაზრდავებას, გამკვრივებას, ერთგვაროვანი, ნაზი, გლუვი და ფაფუკი ტექსტურის მინიჭებას. ლოქსიტანის ორგანული ნუშის ხაზის ბესტსელერი პროდუქტები, რომელსაც დღეს თქვენთან განვიხილავ, მდიდარია სპილენძით, რომელიც დიდ როლს ასრულებს კანისა და თმის ჯანსაღ პიგმენტაციაში, ასევე შეიცავს ორი სახის B და E ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის ტექსტურის ერთგვაროვნებას, ელასტიურობასა და სიჯანსაღეს. პროდუქტების შემადგენლობაში შედის ასევე სკალენი – ლიპიდი, რომელიც კანის ანტიოქსიდანტურ და მატონიზირებელ ფუნქციას ასრულებს.
ამგვარად, ალბათ უკვე თავადაც მიხვდით: ლოქსიტანი ნუშის კოლექციის სახით სხეულის სიღრმისეული დატენიანების და საიმედო დაცვის სრულყოფილ რიტუალს გვთავაზობს.
ახლა კი მინდა ლოქსიტანის ნუშის ხაზის იმ განსაკუთრებულ, ნიშურ პროდუქტებზე მოგიყვეთ, რომლებიც დიდი პოპულარობით და მოთხოვნით სარგებლობს ჩვენს მომხმარებლებში, მათი არაჩვეულებრივი თვისებების და ეფექტის გამო.
პირველ რიგში, მინდა წარმოგიდგინოთ ბრენდის ბესტსელერი – 97% ნატურალური შემადგენლობის მქონე, ორგანული ნუშის ზეთი სილიციუმით, SUPPLE SKIN OIL – ნამდვილი ჯადოსნური ელექსირი სხეულის კანის სრული გარდასახვისთვის. SUPPLE SKIN OIL მსოფლიოს 90 ქვეყანაში L’Occitane-ის 3300-ზე მეტ ბრენდულ მაღაზიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი პროდუქტია, სრულყოფილი შემადგენლობის და იდეალური ეფექტის გათვალისწინებით. ლოქსიტანის ნუშის ელასტიური კანის ზეთის ხშირი გამოყენება სრულად აღადგენს და აჯანსაღებს ყველაზე მშრალი და გამოფიტული კანის სტრუქტურასაც კი. ზეთის გავლენით კანი სიღრმისეულად ტენიანდება და შესაბამისად, იძენს საოცარ ელასტიურობას, სიმკვრივეს, სიფაფუკეს, სიგლუვეს და აბრეშუმის სინაზეს.
ეს ზეთი იდეალური საშუალებაა სტრიებთან საბრძოლველად, პროდუქტის ყოველდღიური გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ერთგვაროვნებას და შესამჩნევად ნაკლებად ხილულს ხდის ან ხშირ შემთხვევაში, საერთოდ აქრობს სტრიებს, კანის სიღრმისეული ჰიდრატაციის და მასაჟის ხარჯზე. დიახ, თქვენ თუ იდეალურ ზეთს ეძებთ მასაჟისთვის, სხეულის და კანის გარდასახვისთვის, მერწმუნეთ, რომ SUPPLE SKIN OIL უბრალოდ უკონკურენტო არჩევანია. აქვე, ჩატარებული კომპეტენტური კვლევების შედეგიც მინდა გაგიზიაროთ: ნუშის ზეთის ყოველდღიური მოხმარების შემდეგ კვლევაში მონაწილე ადამიანებს 2 თვეში 95-100%-ით აულაგდათ სტრიების პრობლემა.
ეს ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა ორსულთათვის სტრიების პრევენციისთვის. გირჩევთ, ფეხმძიმობის პირველივე კვირებიდან დაიწყოთ ლოქსიტანის ნუშის ზეთით კანის დამუშავება და თავადაც ნახავთ, შედეგი ძალიან გაგახარებთ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული მშრალი ზეთი ძალიან კომფორტული მოსახმარია და მიუხედავად იმისა, რომ სიღრმისეულად ატენიანებს კანს, არ ტოვებს გაცხიმოვნების განცდას. პროდუქტი სწრაფად იწოვება კანში და ტოვებს ნაზ, ელეგანტურ პროვანსულ სურნელებასა და კანის გაჯანსაღების, დარბილების, კომფორტის სასიამოვნო შეგრძნებას.
საუკეთესო შედეგის მისაღებად, ლოქსიტანის ნუშის ზეთი ყოველდღიურ რეჟიმში კარგად შეიზილეთ სხეულზე და დაიმასაჟეთ. სტრიების შემთხვევაში, დოზატორი პირდაპირ სამიზნე არეებზე მომართეთ და ლოკალურად ძლიერი მანერით დაიმუშავეთ.
ახლა კი მინდა გაგაცნოთ ლოქსიტან-ნუშის უახლესი, ჰაეროვანი, მულტიფუნქციური პროდუქტი – ნუშის სხეულის ემულსია. ALMOND BODY MIST მსუბუქი, სურნელოვანი ემულსიაა, რომელიც პროვანსული ორგანული ნუშის ექსტრაქტით და გლიცერინით არის გამდიდრებული. ნუშის სპრეი უზრუნველყოფს სხეულის კანის 8 საათიან კომფორტულ დატენიანებას და მის აბრეშუმისებრ სინაზეს, საიმედოდ იცავს კანს გარე აგრესორებისა და ოქსიდანტებისგან და ანიჭებს სასიამოვნო, ნაზ სურნელებას, რომელიც მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ. ამგვარად, ლოქსიტანმა ნუშის ემულსიის სახით განსაკუთრებული კომფორტი აჩუქა თავის მომხმარებლებს და სხეულის დამატენიანებლის, დამცავის და პარფიუმის ფუნქციები ერთ ელეგანტურ ფლაკონში გააერთიანა. რაც ასევე აღსანიშნავია, მარტივი და სწრაფი აპლიკაციური სპრეი დამატებით კომფორტულს ხდის მას მოსახმარად.
ჩემს მიერ განსახილველი მომდევნო პროდუქტიც ზუსტად პასუხობს კანის სიღრმისეული დატენიანების, აბრეშუმისებრი კანის ლოქსიტან-ნუშის კონცეფციას – წარმოგიდგენთ სხეულის კანის დამატენიანებელ კრემს MILK CONCENTRATE.
ეს არის 95% ნატურალური შემადგენლობის, ორგანული ნუშის რძით, ზეთითა და პროტეინებით გამდიდრებული კრემი, კანის 48 სთ-იანი დატენიანების ეფექტით. MILK CONCENTRATE, ისევე როგორც ნუშის ხაზში შემავალი ყველა პროდუქტი, არ შეიცავს სილიკონს, პარაბენს, ცხოველურ ცხიმებსა და კონსერვანტებს. პროვანსული ნუშის ზეთით გაჯერებული კრემი, უნიკალური ტექსტურის გათვალისწინებით, ძალიან კომფორტული მოსახმარია წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, მათ შორის, ზაფხულშიც. მეტსაც გეტყვით: ამ ეს კრემი შესანიშნავი საშუალებაა ზაფხულში რუჯის შემდეგ კანის დასატენიანებლად. თავადაც იცით, რუჯი მნიშვნელოვნად აშრობს და აზიანებს ჩვენს კანს და ამ ეფექტის შესამცირებლად და გამოშრობის პრევენციისთვის, მერწმუნეთ, MILK CONCENTRATE იდეალური გადაწყვეტაა.
ახლა კი მინდა გაგაცნოთ 98% ნატურალური შემადგენლობის, ორგანული ნუშის კარაქისა და ზეთით გამდიდრებულ ნუშის სხეულის ბალმი DELIGHTFUL BODY BALM, სხეულის კანის ინტენსიური დატენიანებისთვის. ეს ბალმი სხეულის კანის მოვლის საღამოს რუტინის იდეალური პერსონაჟია, თავისი ნოყიერი შემადგენლობით და ამავდროულად, მსუბუქი კონსისტენციის კომფორტული ტექსტურით. საღამოს შხაპის შემდეგ დაიტანეთ ბალმის შესაბამისი ულუფა კანზე და კარგად დაიმასაჟეთ. პროდუქტი ერთგვარად ადნება კანს, სწრაფად შეიწოვება და სირბილის, სიფაფუკის, ხავერდოვნების სასიამოვნო განცდას ტოვებს.
დასასრულისკენ, მინდა იდეალური გადაწყვეტა შემოგთავაზოთ მათ, ვინც განსაკუთრებულად მარტივ, ხაზგასმით კომფორტულ ყოველდღიური დატენიანების პროდუქტს ეძებთ. L’OCCITANE- ის Almond Milk Veil ნუშის რძისა და ზეთის ბაზაზე შექმნილი, ულტრამსუბუქი, ჰაეროვანი ტექსტურის მქონე დამატენიანებელი ლოსიონია, რომელიც კანზე მოხვედრისთანავე, უსწრაფესად შეიწოვება, სასიამოვნოდ ატენიანებს მას და ერთგვარ ელვარებასაც კი ანიჭებს კანს. ეს უმსუბუქესი ლოსიონი განსაკუთრებით მათ მოგეწონებათ, ვისაც არ გაწუხებთ კანის ძლიერი სიმშრალე და მისი დაბალანსებული დატენიანება გესაჭიროებათ. Almond Milk Veil თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ზაფხულის must-have პროდუქტად, მისი მოხმარების კომფორტულობის და არაჩვეულებრივი ეფექტის გათვალისწინებით.
მაშ ასე, იმედი მაქვს, ჩემი დღევანდელი ბლოგპოსტი თქვენთვის საინტერესო და რაც მთავარია, სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან დეტალურად განვიხილეთ L’OCCITANE- ნუშის საკულტო ხაზის საუკეთესო, ძალიან საჭირო და ზედმიწევნით ეფექტური პროდუქტები. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან მალე თქვენი სილამაზისა და მოვლის რიტუალის საყვარელ მოქმედ გმირებად გადაიქცევიან, პროდუქციის განსაკუთრებული ბიოშემადგენლობის, ნუშის ჯადოსნური თვისებებისა და გამოყენების კომფორტის გათვალისწინებით.