გიბრუნდებით ზაფხულის სეზონის ყველაზე ცხელი და ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის სასარგებლო და საჭირო ბლოგპოსტით.
რა უნდა იდოს ჩვენს კოსმეტიკის ჩანთაში დასასვენებლად გამგზავრებამდე?
სწორედ იმ აუცილებელ პროდუქტებზე მინდა, დღეს გესაუბროთ, რომელიც პრინციპულად აუცილებელია ჩვენი სახის, თმისა და სხეულის მოვლისთვის და რომლის გარეშე სამოგზაუროდ წასვლა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელია. თანაც არ დაგვავიწყდეს, L’Occitane ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებით გვანებივრებს პროდუქტების სხვადასხვა პრაქტიკული მოცულობებით. ბრენდი თავისი ყველა ბესტსელერი, სუპერპოპულარული პროდუქტის სამგზავრო ზომებს გვთავაზობს, რომლითაც თამამად შეგვიძლია, დავაკომპლექტოთ Wonderful places კამპანიის ფარგლებში შექმნილი, ქართული ნაციონალური ელემენტებით გალამაზებული კოსმეტიკის ჩანთა და შევიქმნათ დაუვიწყარი საზაფხულო განწყობა.
მოდით, პირდაპირ გაგიზიარებთ, თავად მე რა მიდევს ლოქსიტანის ულამაზეს ცისფერ კოსმეტიკის ჩანთაში სწორედ ახლა, რადგან ამ პოსტს სწორედაც რომ დასასვენებლად წასული ვწერ.
მაშ ასე, საზაფხულოდ თან წასაღები must-have პროდუქტები:
სახის მოვლა:
დასაბანად შეუცვლელია ჩემი საყვარელი Immortelle Divine დასაბანი გელი, რომელიც შესანიშნავად წმენდს კანს და სისუფთავისა და კომფორტის არაჩვეულებრივ განცდას მიტოვებს კანზე.
ტონიზირებისთვის Immortelle Precious სამგზავრო ზომის ტონერს გირჩევთ, რომელიც კანს მსუბუქად დაგიტენიანებთ, გავიწმენდთ, კანის PH ბალანსს იდეალურ ნიშნულზე შეგინარჩუნებთ და თვენს შეუცვლელ მეგობრად იქცევა დასვენების რამდენიმე დღიან პერიოდში.
დატენიანება: ჩემი არჩევანია და თქვენც დაბეჯითებით გირჩევთ შიის 5 % ზეთის შემცველობის დამატენიანებელს, რომელიც 95% ნატურალური შემადგენლობის და აბსოლუტური ჰოპალერგიულობის გათვალისწინებით, უნივერსალურია და ბავშვებისთვისაც არაჩვეულებრივია გამოსაყენებლად. ეს გახლავთ დამატენიანებელი მთელი ოჯახისთვის. გვახსოვდეს, ლოქსიტანის შიი განსაკუთრებით სასარგებლოა გარუჯულ და მზისგან წამოწითლებულ, გაღიზიანებულ კანზე, რომელსაც შიის კრემი გამოყენებისთანავე დააცხრობს და მიანიჭებს კომფორტისა და შვების სასიამოვნო გაცდას.
მზის სხივების ქვეშ გამოშრობის მაღალი რისკის ქვეშაა ტუჩების ნაზი და მრძნობიარე კანი, რომელსაც აუცილებლად განსაკუთრებული მოვლა სჭირდება ზაფხულის პერიოდში. გირჩევთ, თქვენს კოსმეტიკის ჩანთაში აუცილებლად იქონიოთ შიის ულტრადამატენიანებელი გელი, ძილის წინ მოსახმარად, ხოლო დღის მანძილზე ლოქსიტანის მრავალფეროვანი შეფერილი ტუჩების ბალმებიდან ერთ-ერთი ამოარჩიეთ, რომელიც სილამაზესთან და მოცულობასთან ერთად, სრულყოფილ ტენიანობასაც მიანიჭებს თქვენს ტუჩებს.
ტანის მოვლა:
შიის ზეთოვანი დასაბანი ზაფხულის პერიოდშიც შეუცვლელია პირადად ჩემთვის, სწორედ ამიტომ მისი სამგზავრო ზომა ჩემი კოსმეტიკის ჩანთის ერთგული ბინადარია. გარდა შიისა, ლოქსიტანი სამგზავრო ზომის შხაპის გელების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, სხვადასხვა პროვანსული პარფიუმისა და ტექსტურის მიხედვით, საიდანაც, დარწმუნებული ვარ, თქვენთვის საუკეთესოს მარტივად ამოარჩევთ.
დატენიანება? რა თქმა უნდა, კვლავ შიი, ისევ და ისევ შიი, გარუჯული კანის მისგან სრულყოფილი დატენიანების ეფექტის გათვალისწინებით. ლოქსიტანის 25% შიის კარაქი გამოგიკვებავთ მზისგან გამოშრალ კანს, მოგიხსნით სიწითლეს და გაღიზიანებას და უფრო მდგრადს და ხანგრძლივს გახდის რუჯს.
და ბოლოს,
თმის მოვლის სამგზავრო ზომის must-have პროდუქტები:
გულით გირჩევთ ლოქსიტანის ბესტესელერ ნუშის სამგზავრო ზომის შამპუნს, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გეყოფათ და თმას საოცარ ბზინვარებას, სისუფთავეს და აბრეშუმისებრ ჰაეროვნებას მიანიჭებს. ეს ის პროდუქტია, რომლის გამოყენების შემდეგ თითქოს თმის სტილისტიკაც კი იცვლება. გაშრობის შემდეგ თმა თავისთავად იძენს ბუნებრივ, ულამაზეს ვარცხნილობას და მოწესრიგებულ, ელეგანტურ ვიზუალს. დამიჯერეთ, ნუშის შამპუნი უდაოდ ის პროდუქტია, რომელიც პირველივე მოხმარებისთანავე შეგიყვარდებათ.
რაც შეეხება თმის კონდიციონერს, ჩემი ფავორიტია 5 ესენციურ ზეთის ბაზაზე დამზადებული მკვებავი, აღმდგენი კონდიციონერი Intensive Repair Conditioner, რომელიც გამოკვებავს მზისგან გაუხეშებულ, სიცოცხლე დაკარგულ თმის ბოლოებს, გააცოცხლებს და დაუბრუნებს ჯანსაღ, ფაფუკ და ელვარე ვიზუალს.
ესეც ასე, შევეცადე დაწვრილებით განმეხილა სამოგზაურო must-have პროდუქტები და იმედი მაქვს, არაფერი გამომრჩა. ძალიან მინდა, ჩემი დღევანდელი ბლოგპოსტი სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის და მარტივად გადაგიჭრათ ერთ-ერთი მთავარი საზაფხულო საფიქრალი.
მაშ ასე, საზაფხულო კოსმეტიკის ჩანთა წარმატებით დაკომპლექტებულია !
ბედნიერი დასვენება ყველას !