სიახლე ლოქსიტანისგან! ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებული თმის მოვლის 5 ინოვაციური პროდუქტი თმის ჯანსაღი მბზინვარებისთვის

    ჩემი დღევანდელი ბლოგპოსტი გამორჩეული იქნება. ალბათ, შეამჩნევდით, აქამდე ჩვენი სასაუბრო თემების აბსოლუტური უმრავლესობა კანის მოვლას ეხებოდა, აი, ახლა კი თმის საფუძვლიანად მოვლის და თმის L’Occitane-რუტინების განხილვის დროც დადგა. 

    ჩემი რეკომენდაციები მინდა, თქვენთვის იმ არაჩვეულებრივი სიახლეების გაცნობით დავიწყო, რაც ბრენდმა 2023 წლის მიწურულს, სრულიად მსოფლიოს 90 ქვეყანაში თავისი ჯადოსნური პროდუქციის ერთგულ მომხმარებელს შესთავაზა.

    ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის საუკეთესო ფორმულა ლოქსიტანმა ორივე სახის  – მშრალი და ცხიმიანი, ქერტლის პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად შეიმუშავა. ამგვარად, მიუხედავად იმისა, თუ რამ გამოიწვია თმაზე თეთრი ფანტელების არსებობა  – კანის ბარიერული თვისებების დარღვევამ, მოვლის საშუალებებზე ალერგიამ, ეგზემამ ან ფსორიაზმა, თუ სკალპის სებორეგულაციის დარღვევამ, L’Occitane-ის Anti-Dandruff შამპუნი იდეალურად გაასუფთავებს სკალპსა და თმას, მიანიჭებს კანს სირბილეს და კომფორტს, ხოლო თმას სრულყოფილ სისუფთავეს, ბზინვას და ჯანსაღ იერს. 

    ეს შესანიშნავი შამპუნი ლოქსიტანმა კვლავ საფირმო ნიშით, 5 სახის ეთერზეთით გამდიდრებული კონსისტენციით განალაგა ყვითელ თაროებზე. ესენია: კედარი, პალმაროზა, ლიმონი, პიტნა და ევკალიპტი, რომელთა შემცველობა კიდევ უფრო აძლიერებს შამპუნის მიერ კანის სრულყოფილად გასუფთავების ეფექტს. პროდუქტი ვეგანურია და არ შეიცავს სულფატებსა და სილიკონს. ამ შამპუნის გამოყენებას Purifying Freshness კონდიციონერთან ერთად გირჩევთ, რომელიც შამპუნისგან იდეალურად გასუფთავებულ თმას ჰაეროვნებას და სიფაფუკეს მიანიჭებს. 

    თანამედროვეობაში, თმის ცვენა გლობალურ, ტენდენციურ პრობლემად იქცა, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. დარწმუნებული ვარ, ეს ის აქტუალური საკითხია, რომელიც ბევრ თქვენგანს ძალიან აწუხებს.  სწორედ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად შექმნა L’Occitane-მა ახალი ფუნქციური პროდუქტი, რომელიც ეფექტურად უმკლავდება თმის ცვენის შეჩერების შემაწუხებელ დილემას.
     97%-ით ნატურალური შემადგენლობის მქონე თმის ცვენის საწინააღმდეგო შრატი ასტიმულირებს სკალპში თმის ფოლიკულებს, საიმედოდ ამაგრებს მათ და სიმტკიცეს ანიჭებს თმას. მსუბუქი, არაცხიმოვანი ტექსტურის გამო, შრატი საკმაოდ კომფორტული გამოსაყენებელია. მთლიან თავზე, სუფთა ან ნოტიო სკალპის რამდენიმე წერტილზე დაიტანეთ 2-2 წვეთი შრატი და ნაზი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანში. არ ჩამოიბანოთ. მკურნალობის პერიოდი 3 თვეს მოიცავს, საიდანაც,  სასურველია, პირველი ორი თვის მანძილზე დღეში ერთხელ მოიხმაროთ პროდუქტი, ბოლო 1 თვის მანძილზე კი – კვირაში 1-2 ჯერ. მკურნალობის არაჩვეულებრივი ეფექტი ნელ-ნელა გახდება შესამჩნევი, თმა ეტაპობრივად დაიბრუნებს სიცოცხლისუნარიანობას, გამტკიცდება, გახშირდება და ჯანსაღ ვიზუალს შეიძენს.


    კედარის, ლიმონის, უკვდავას, როზმარინისა და გერანიუმის არაჩვეულებრივი კოქტეილი, ასევე, ძირტკბილასა და წიწმატის ექსტრაქტები ასტიმულირებს თმის ზრდას, არბილებს კანს, აძლიერებს ფოლიკულებს და ახდენს ცვენის პრევენციას. შრატში შემავალი E ვიტამინი კი ანტიოქსიდანტური თვისებებით ამდიდრებს პროდუქტს.
    შრატის ეფექტის გასაძლიერებლად, სასურველია, არ დაივარცხნოთ თმა უხეში სავარცხლით, რომელიც ღერების ცვენას გამოიწვევს, ნუ დაიბანთ თავს ძალიან ცხელი წყლით და ყოველთვის დაასრულეთ დაბანა კონტრასტული, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი შხაპით.

    მივადექით მომდევნო სიახლეს, რომელიც კიდევ ერთ აქტუალურ პრობლემას – თმის დამუხტვას შესანიშნავად უმკლავდება. წარმომიდგენია, რამდენ თქვენგანს აწუხებს თავზე ნაზ ანტენებად გაშვერილი თმის ურჩი ღერები, რომელსაც ვერაფერს უხერხებთ. L’Occitane-ის 97 % ნატურალური შემადგენლობის, ინტენსიური აღმდგენი შრატი სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო ფუნქციის კომპოზიციაა: დამუხტული თმის გასწორება, თმის სიმხურვალისგან დაცვა და აბრეშუმისებრი ტექსტურის უზრუნველყოფა. პროდუქტი დამუხტვისგან დაცვასთან ერთად, თმის ნამდვილი, საიმედო ჯავშანია სიმხურვალისგან. ვინც ფენს ინტენსიურად იყენებთ, დამეთანხმებით, ის როგორი საზიანოა თმისთვის. ამ შრატთან ერთად თქვენ აღარც ფენის მხურვალე ჰაერის ჭავლის შიში გექნებათ და არც შუა ზაფხულში მცხუნვარე მზის ქვეშ თავსაფრის გარეშე გასვლის, რადგან თქვენი თმა საიმედოდ იქნება დაცული. შრატში შემავალი ხუთი ეთერზეთის კოქტეილი, ასევე, მზესუმზირის ზეთის და შავი შვრიის, ჟოჟობას ეთერზეთები, საიმედო დაცვასთან ერთად, აბრეშუმისებრ სინაზეს და სასიამოვნო მოქნილობას მიანიჭებს თქვენს თმას. 

    დასასრულისკენ, მინდა, მოკლე რუტინული რჩევები – მზა ფორმულები მოგცეთ თმის ტიპების მიხედვით, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ: 

    თუ თქვენი თმა სიმშრალისკენ არის მიდრეკილი, თამამად გირჩევთ L’Occitane- ის მშრალი თმის მოვლის ხაზს Nourishing Care. ამ ხაზის შამპუნი და კონდიციონერი შესანიშნავად გაასუფთავებს კანს და მისცემს სასურველ, ჯანსაღ ვიზუალს ისე, რომ სრულად მოხსნის სიმშრალის და გაღიზიანების განცდას სკალპიდან. 

    ნორმალური თმის შემთხვევაში ჩემი რეკომენდაცია იქნება Gentle & Balance-ს 5 ეთერზეთის შესანიშნავი რუტინული დუეტი. 

    თუ თქვენი თმა და განსაკუთრებით კი, სკალპი ცხიმიანობისკენ იხრება, მაშინ იდეალური არჩევანი Purifying Freshness იქნება, რომელიც მოხსნის ჭარბი სებუმის კანზე არსებობის პრობლემას, სიღრმისეულად გაასუფთავებს სკალპსა და თმას, მიანიჭებს თმას ბზინვარებას, მოცულობას და რა თქმა უნდა, იდეალურ სისუფთავეს.

    ახლა კი ჩემი ფავორიტი თმის მოვლის ხაზები მინდა, გაგაცნოთ, რომლებიც მუდმივად არიან განთავსებული ჩემს საშხაპეში. 

    ეს გახლავთ Force & Volume შამპუნი და კონდიციონერი, რომლებიც სრულიად შესანიშნავია ჩემი თხელი, ცხიმიაობისკენ მიდრეკილი თმისთვის და აძლევენ საოცრად ლამაზ მოცულობით ვიზუალს. სწორედ ამიტომ ეს ხაზი შეუცვლელია ჩემთვის. 

    და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვერაფრით დავასრულებ ამ ბლოგს ისე, რომ არ ვახსენო თავად დიდებული ნუში და მისი თმის მოვლის იდეალური L’Occitane -დუეტი. ნუშის შამპუნი და კონდიციონერი წარმოუდგენლად უხდება ჩემს თმას და ისიც უნდა ვაღიარო, მათი მოხმარების ეფექტის გავლენით სალონში სტუმრობაც კი აღარ მჭირდება. სწორედ ასეთ ლამაზ, დახვეწილ სტილისტიკურ ვიზუალს უზრუნველყოფს ლოქსიტანის ნუშის თმის მოვლის ხაზი, რომელზეც შეყვარებული ვარ.

    იმედი მაქვს, დღევანდელ ბლოგში, თმის მოვლის კუთხით, მეტ-ნაკლებად ყველასთვის მნიშვნელოვან თემებს შევეხე და მოხარული ვიქნები, თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი