ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც L’Occitane-მა ახალი 2024 წლის შემობრძანებას მიუძღვნა

     ჩემი დღევანდელი ბლოგით კვლავ წინასაახალწლო თემას გავაგრძელებ და სიამოვნებით მოგიყვებით კიდევ ერთ სადღესასწაულო ლიმიტირებულ კოლექციაზე, რომელიც L’Occitane-მა ახალი 2024 წლის შემობრძანებას მიუძღვნა. 

    მანამდე კი, გაგაცნობთ ბრენდის ახალი წლის კონცეფციას, რომელიც ლოქსიტანმა ძვირფასი ტრადიციების დაბრუნებას მიუძღვნა – არაჩვეულებრივად ფერად 70-იან წლებს. სწორედ ამ წლებში დაარსდა თავად ლოქსიტანი და ეს იყო ეპოქა, რომელიც, როგორც 70-იანი წლების ლეგენდარული VOGUE გვამცნობს, მსოფლიო სტილისა და მოდის სამყაროში ყველაზე ფერადოვან, ბრჭყვიალა ტენდენციებს და გრაფიკულ მრავალფეროვნებას მოიცავდა. ათწლეულების გასვლის შემდეგ სწორედ ეს ესთეტიკა დააბრუნა L’Occitane-მა  და მათ კიდევ უფრო პომპეზური, ნამდვილი სადღესასწაულო სახე მისცა, სტივენ უილსონის არაჩვეულებრივი, სპეციალურად ლიმიტირებული კოლექციებისთვის შექმნილი ილუსტრაციების საშუალებით. 

    მაშ ასე, წარმოგიდგენთ L’Occitane-ის განსაკუთრებულად სურნელოვან, საახალწლო ლიმიტირებულ კოლექციას სახელწოდებით „ვარდი და ვაზის ატამი“.

    პროვანსული ვარდის, სენტიფოლიას ელეგანტური ნოტებისა და ვაზის წითელგულა ატმის ნექტრის ზღაპრულ არომატს მსუბუქ ნოტებად გრეიფრუტის, ბერგამოტის, იტალიური ლიმონის, თეთრი კედარის ნაზი სურნელი ემატება. ასე შეიქმნა ნამდვილი პროვანსული, მდიდრული და თავბრუდამხვევი სურნელების ბუკეტი Rose Vine Peach, რომელიც ვარდისფერ ელეგანტურ, სადღესასწაულოდ გამოწყობილ ფლაკონშია მოქცეული. ერთი საინტერესო ინფორმაცია მინდა, მოგაწოდოთ ამ პარფიუმზე: პროვანსში  Rose Vine Peach სუნამოს დასამზადებლად საჭირო ვარდი სენტიფოლიას ნაზი ფურცლები დილაადრიან ხელით იკრიფება ვარდის პლანტაციებში. სუნამოსთვის აუცილებელი 1 გრ ვარდის წყლის მისაღებად კი 40 სენტიფოლიას სათუთი ფურცლებია საჭირო. 

     ამ საოცარი სუნამოს რამდენიმე წვეთის დაპკურებაც საკმარისია, რომ  ნამდვილი შობა-საახალწლო, ამაღლებული  განწყობა გეწვიოთ. განწყობა კი დღესასწაულების მთავარი სამკაულია, ლოქსიტანის 2024 წლის მთავარი მესიჯიც ხომ სწორედ ლაღი, ყოვლისმომცველი მხიარულება და ერთად ყოფნის დიდი  ბედნიერებაა. 

    სხეულის კანის გამწმენდ ფორმულად, ამ წლის ყველაზე სურნელოვან ლიმიტირებულ ხაზში, წარმოდგენილია შხაპის გელი ვარდისფერი მარგალიტებით, რომელიც მთლიანად მცენარეული და მინერალური შემადგენლობისაა. ვარდისფერი მარგალიტები ულამაზეს ნაზ ვარდისფერ ქაფად გარდაქმნის გელს, რომელიც სიღრმისეულად წმენდს კანს, ანიჭებს კომფორტის საოცარ განცდას და რაც მთავარია, დაბანის შემდეგ კანზე პროვანსული ვარდისა და წითელი ატმის სურნელის ნაზ არომატს ტოვებს. 

    ლიმიტირებული კოლექცია სხეულის დატენიანებისთვის 5% შიის კარაქის ბაზაზე დამზადებულ ულტრამსუბუქ, საოცრად კომფორტულ კრემს გვთავაზობს, რომელიც სენტიფოლიას ვარდის არომატული წყლით არის გაჯერებული. ეს ბაზი ვარდისფერი შეფერილობის კრემი არაჩვეულებრივად ატენიანებს ნორმალურ, სიმშრალისკენ მიდრეკილ კანს და ანიჭებს სიფაფუკეს, აბრეშუმისებრ სირბილეს და კომფორტის განცდას. 

    Rose Vine Peach კანის დატენიანების ფორმულა კიდევ ერთ არაჩვეულებრივ პროდუქტს, ხელის დამატენიანებელს მოიცავს. ეს გახლავთ 5 % შიის კარაქის ხელის მსუბუქი მკვებავი კრემი, რომელიც ზამთრის ცივ დღეებშიც სასიამოვნო ტენიანობას მიანიჭებს მტევნების კანს და გააძლიერებს კანის ბარიერულ თვისებებს. ისევე, როგორც ამ ლიმიტირებული ხაზის ნებისმიერ პროდუქტს, ხელის დამატენიანებელიც ხილისა და პროვანსული ვარდის თავბრუდამხვევი, არაჩვეულებრივი სურნელების ბუკეტით გამოირჩევა, რომელიც ყოველი წასმის დროს შეგახსენებთ: სულ მალე შობა-ახალი წელია!  L’Occitane-მა ეს ხელის კრემი ტრადიციულად ორ მოცულობით შეფუთვაში გამოუშვა, მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის. 

    და ბოლოს, ეს განსაკუთრებულად სურნელოვანი ლიმიტირებული ხაზი ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა წინასადღესასწაულო განწყობის მთავარი ცელქი მონაწილის, აბაზანის ბომბის გარეშე, რომელიც ცხელ აბაზანაში მოხვედრისთანავე საოცარი სურნელების ვარდისფერ ქაფად გარდაიქმნება. მე კი, სანამ თქვენ ამ ზღაპრული ქაფის სრულყოფილ სიამოვნებასა და რილექსში ჩაიძირებით და სრულ ნეტარებას მიეცემით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

    „სილამაზე მოაქვს ბედნიერებას, 

    ბედნიერების წყარო კი – L’Occitane-ია“. 

    პ.ს. დამელოდეთ, 

    სულ მალე, მომდევნო ბლოგში კიდევ ერთი საოცარი, პროვანსული, წინასაახალწლო ლიმიტირებული ხაზით დაგიბრუნდებით. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი