ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეშვიდედ იქცა მაგიური მიზიდულობის წერტილად, რომელმაც ხელოვნების მოყვარულებისთვის ბალეტის უნიკალური სამყაროს კარი შეაღო. ოდეტა-ოდილიას სინატიფით, ლაურენსიას ცეცხლოვანი ნაბიჯებითა და თანამედროვე ბალეტის თავისუფალებით, ფესტივალმა ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაწერა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ნაცნობი ისტორიები კიდევ ერთხელ გაცოცხლდა და მაყურებელს წარუშლელი შთაბეჭდილება აჩუქა. სწორედ ეს არის ბალეტის ჯადოსნობაც, რომელსაც უკვე მესამე წელია L’Occitane საკუთარი ესთეტიკით ალამაზებს.
წელს, პროვანსის არომატები და ბალეტის სინატიფე ერთმანეთს ოპერის ცისფერ დარბაზში შეხვდნენ. L’Occitane-ის ყვითლად მოელვარე კუთხე იყო ადგილი, სადაც სტუმრებს ბრენდის სამყაროს გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
სწორედ ამ სივრცემ უმასპინძლა ფესტივალის სტუმრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ბრენდის ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც სილამაზის ეს დღესასწაული, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახდა.
წლევანდელი საბალეტო ფესტივალი L’Occitane en Provence 50 წლის იუბილის აღნიშვნის ნაწილად იქცა. ოპერაში მოწყობილი სივრცე კი ბრენდის განვითარების გზას, მის ფასეულობებს და ნახევარსაუკუნოვან ისტორიას გამოხატავდა. ამ 50 წლიან ისტორიაში L’Occitane-სთვის ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერა ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა და ასეა ახლაც. L’Occitane მომავალშიც განაგრძობს ისეთი კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას, რომლებიც ადამიანებს სილამაზისა და ემოციების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

მნიშვნელოვანი დადგმები. ფესტივალი „გედების ტბით’’ გაიხსნა, შემდეგ იყო „მძინარე მზეთუნახავი’’ და „ლაურენსია’’. ამ უკანასკნელში მთავარ პარტიებს ქართველი პრიმა ბალერინა ნინო სამადაშვილი და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტი, გიორგი
ფოცხიშვილი ასრულებდნენ. ჩვენი მოგზაურობა ბალეტის სამყაროში კი
მხოლოდ კლასიკით არ შემოიფარგლა და ფესტივალის დასასრულს
ლეგენდარული პინა ბაუშის, ვუპერტალის ცეკვის თეატრის წარმოადგენა, „მაზურკა
ფოგო’’ ვიხილეთ.
ბალეტის საერთაშორისო ფესტივალმა და მასში მონაწილე ბალეტის მოცეკვავეებმა წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ადამიანური შესაძლელობები უსაზღვროა, როდესაც მას სილამაზისკენ სწრაფვა განსაზღვრავს – სწორედ იმ სილამაზისკენ, რომელსაც L’Occitane უკვე ნახევარი საუკუნეა, სამყაროს უზიარებს.















