ოსკაროსანი რამი მალეკი სცენიდან ჩავარდა!

    მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი რამი მალეკმა მიიღო. ფილმში “ბოჰემური რაფსოდია” რამიმ ფრედი მერკურის როლი შეასრულა. 37 წლის მსახიობი წარმოშობით ეგვიპტიდანაა. რეჟისორებმა იგი “მისტერ რობოტში” (სერიალი) ნახეს და პირდაპირ დაამტკიცეს ფრედი მერკურის როლზე.

    “იმ გარემოში, სადაც მე გავიზარდე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ გავხდებოდი მსახიობი, ვითამაშებდი ფილმში და მით უმეტეს, განვასახიერებდი ფრედი მერკურის”-განაცხადა რამი მალეკმა.

    ღონისძიებაზე პატარა ინციდენტი მოხდა – რამი მალეკი Dolby-ს თეატრის სცენიდან ჩამოვარდა. მას ადგილზე გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი