რა კავშირი აქვს თუთიის დეფიციტს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან?!

    მსოფლიოში, ენდოკრინულ დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებული ფარისბერი ჯირკვლის დაავადებაა, რომელიც სტატისტიკურად ქალებში უფრო ხშირია, თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მისი სიხშირე მამაკაცებშიც გაიზარდა.
    ფარისებრი ჯირკვალი ყველაზე მნიშვნელოვანი ენდოკრინული ჯირკვალია ადამიანის ორგანიზმში, რომლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები, მაგალითად თიროქსინი და ტრიიოდთირონინი, აუცილებელია გამართული მეტაბოლური პროცესებისთვის, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარისთვის, ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოხმარებისთვის, ქსოვილებისა და სხვადასხვა ორგანოების ნორმალურ ფუნქციობისთვის. შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
    ფარისებრი ჯირკვლის სიჯანსაღისთვის, მისი ჰორმონების სწორი მეტაბოლიზმისა და მოქმედებისთვის საჭიროა ორგანიზმში სხვადასხვა საკვები ნივთიერებების ბალანსირებული არსებობა. მნიშვნელოვან ნივთიერებებს შორისაა თუთია, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს წარმოადგენს. ცნობილია, რომ თუთია მონაწილეობს 300-მდე ჰორმონისა და ფერმენტის წარმოქმნასა და დონის რეგულირებაში, ამასთანავე ის აუცილებელია მეტაბოლური ჰომეოსტაზის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იმუნური, ნერვული, რეპროდუქციული სისტემისთვის, უჯრედების სტიმულაციისთვის, ოქსიდაციური სტრესისგან დაცვისთვის. სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თუთია თამაშობს ძირითად როლს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმში, მოქმედების მექანიზმში და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში.

    თუთიის დეფიციტი ჯანმოს მიერ ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად არის აღიარებული. თუთიის დეფიციტის დიაგნოსტირება ხდება მისი განსაზღვრით პლაზმაში, დეფიზიტია, როდესაც კონცენტრაცია ნაკლებია 12 მკმოლ/ლ (70 მკგ/დეცილიტრი). თუთიის დეფიციტის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს არაბალანსირებული კვება და ხშირი დიეტები, სტრესი, ხშირი ავადობა, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ასევე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებები, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული დიარეა, ყაბზობა; ანტიბიოტიკოთერაპია და კონტრაცეფციული მედიკამენტების გამოყენება; ორსულობა და ლაქატაცია; ასევე ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ციროზი, ავთვისებიანი სიმსივნე, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, აივ ინფექცია / შიდსი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. თუთიის დეფიციტი თითქმის ყოველთვის ასოცირებულია სხვა მიკროელემენტების, განსაკუთრებით, რკინის დეფიციტთან. თუთიის დეფიციტის დროს იზრდება ენდოკრინული ჯირკვლის დაავადებების, დიაბეტის, დიარეის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის ან ანორექსიის, იმუნური ფუნქციის დაქვეითების – რესპირატორული, სეზონური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, პნევმონიის, გემოს გაუკუღმართების, კონცენტრაციისა და ფსიქიკური დარღვევების, იმპოტენციის, ჰიპოგონადიზმის, მხედველობის სიმახვილის დაქვეითების, ზრდის შეფერხების და სხვა მრავალი დაავადების განვითარების რისკი. ასევე დეფიციტი ასოცირებულია თმის ცვენასთან, კანზე ანთებით გამონაყართან და ალერგიული რეაქციების სიხშირესთან.
    სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ორგანიზმში თუთიის ბალანსის აღდგენაზე. თავისთავად იდეალური იქნება ამის მოგვარება მხოლოდ ბალანსირებული კვებით რომ ყოფილიყო შესაძლებელი, თუმცა კვირაში 3-ჯერ ლობსტერით, ალიასკური სამეფო კრაბით, ხამანწკებით, ხბოს ხორცით რაციონის გამდიდრება საკმაოდ რთულია და ფაქტობრივად შეუძლებელი. სწორედ ამიტომ, სამედიცინო საზოგადოება რეკომენდაციას უწევს თუთიის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენებას თუთიის დეფიციტის პრევენციისა და თერაპიისთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუთიის მიღება, ხანგრძლივად არ არის რეკომენდებული და მნიშვნელოვანია მისი ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და ბიოათვისების გაზრდის მიზნით მივიღოთ სუფთა სახის თუთია, დანამატების გარეშე, რადგან სხვადასხვა დანამატები და კონსერვანტები აფერხებენ თუთიის ათვისებას. ასევე, კონკრეტული საკვები დანამატის შერჩევისას, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ მწარმოებელ ქვეყანას და პროდუქტის ხარისხს. ჩემი გამოცდილებით, შემიძლია გამოვყო ევროპული ბრენდი „ცინკევალინი“ – სუფთა სახის თუთიის შემცველობით. აღსანიშნავია, რომ „ცინკევალინს“ გააჩნია თუთიის მაღალი ბიოათვისების მაჩვენებელი, შესაბამისად იგი დროის მოკლე მონაკვეთში ოპტიმალურად აღადგენს ორგანიზმში თუთიის ბალანსს და მიღებულ შედეგს ინარჩუნებს ხანგრძლივად. მნიშვნელოვანია, რომ დანამატების არ არსებობისა და თუთიის ორგანული ფორმის შემცველობის გამო, „ცინკევალინს“ გააჩნია უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მაღალი პროფილი. იგი დადებითად მოქმედებს როგორც ენდოკრინული სისტემის ჯანსაღ ფუნქციობაზე, ასევე რაც ამ სეზონისთვის მნიშვნელოვანია – აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული თუ სეზონური ინფექციების მიმართ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი