L’Occitane-ს გამორჩეული საჩუქრების ხელოვნება

     გიფიქრიათ? საჩუქრის შერჩევა ყოველთვის პატარა თავგადასავალია, რომლის ბედნიერ ფინალშიც ორი მონათესავე სული ხვდება ერთმანეთს: საჩუქრის რუდუნებით და ზრუნვით შემრჩევი პირი და თავად საჩუქრის ადრესატი.
    შეხვედრამდე კი გრძელი გზაა გასავლელი…
     საჩუქრების L’Occitane-კონცეფციის მიხედვით, საჩუქრის მიძღვნის გზა იწყება იდეით, კრეატივით, რომელშიც ემოციები, მღელვარება და მეხსიერება თანაბარი ძალისხმევით მონაწილეობენ. ფიქრები მოუსვენრად დარბიან თავში და ეძებენ ძვირფასი ადამიანისთვის ყველაზე სასურველს, საინტერესოს, რაც მთავარია – საჭიროს. შემდეგ მოდის გადაწყვეტილების მიღების საზეიმო პროცესით მოგვრილი სიხარული და გადავდივართ გადაწყვეტილების ობიექტის მორთვა-მოკაზმვაზე – განსაკუთრებულად შეფუთვაზე. ლამაზ, ელეგანტურ, გემოვნებიან შეფუთვას განა თავად საჩუქარზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება?! რა თქმა უნდა არაო, მიპასუხებთ და მართალიც იქნებით.. L’Occitane-ის ბრენდული შეფუთვების მრავალფეროვანი ესთეტიკა  ხომ საჩუქრის არც ერთ ადრესატს დატოვებს გულგრილს.

     აი, შეფუთვის და საჩუქრის სრულად მომზადების შემდეგ კი უკვე ყველაზე სასიამოვნო, დასკვნითი ეტაპი დგება – მისი გულით მიძღვნა და საყვარელი, ახლობელი ადამიანის გახარება. თუ დააკვირდებით, საჩუქრის შერჩევის და ჩუქების პროცესში ორი ადამიანის ურთიერთობის მთელი ისტორიაა მოქცეული, მათი საერთო ემოციები და მოგონებები, იუმორი და სახალისო თავგადასავლები, ყურადღება და ზრუნვა, რომ გააბედნიერონ ერთმანეთი. ეს პროცესი  ინტიმურია და ემოციური, როგორც ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანების ურთიერთობის განსაკუთრებული, საზეიმო ეპიზოდები. 

     სწორედ ასეთი ამაღელვებელი და საინტერესოა ლოქსიტანის  საჩუქრების ხელოვნებად ქცეული კონცეფცია. ლოქსიტანში შექმნილი ატმოსფერო და არჩევანის მრავალფეროვნება ყველანაირი თვისების, ხასიათის და მოთხოვნილებების მქონე ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებას, ემოციებსა და ესთეტიკას პასუხობს, ბრენდის საოცარი, პროვანსული სურნელებებით, ძალიან სასარგებლო და საჭირო სხეულისა და კანის მოვლის ფრანგული პროდუქციით და რაც განწყობისთვის ასე მნიშვნელოვანია, ფერადოვანი, საოცრად ლამაზი და ელეგანტური შეფუთვებით.
    ლოქსიტანის მაგიური ბუტიკი იდეალური საჩუქრების შერჩევის ჯადოსნური  სივრცეა, სადაც საუკეთესო გადაწყეტილების მიღებაში ბრენდის სილამაზის კონსულტანტები სიხარულით დაგეხმარებიან.

    დღესასწაულები გვიახლოვდება…
    სულ მალე ვალენტინობა გვეწვევა, ჩვეული ამაღელვებელი, ბედნიერი და შუშხუნა ემოციებით. მას კი მგრძნობიარე მარტი – ქალთა თვე მოჰყვება. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს გაუჩნდება საჩუქრების შერჩევის დილემა და მინდა, დაგეხმაროთ ამ საკითხის გადაწყვეტაში, რადგან პასუხი ძალიან მარტივია: L’Occitane-ში ყველანაირი ხასიათის და მოთხოვნილებების ადამიანებისთვის  აღმოაჩენთ და შეარჩევთ საუკეთესო საჩუქარს. ბუტიკში წარმოდგენილი პარფიუმის მდიდარი სპექტრიდან, ვფიქრობ, აუცილებლად აღმოაჩენთ იმ ერთადერთ, საუკეთესო სურნელს თქვენი რჩეულისთვის, ქალისთვის ან მამაკაცისთვის, რომელიც თქვენთვის ვალენტინობის დღესასწაულს დაუვიწყარს გახდის და თავბრუდამხვევი პროვანსული პარფიუმით კიდევ არა ერთხელ გაგახსენებთ ამ დღის საუკეთესო მოგონებებს. სურნელს ხომ დიდი ემოციური ძალა აქვს…

    და კიდევ, რა შეიძლება იყოს, L’Occitane-ის ფრანგულ, პრემიუმხარისხიან, ბიოშემადგენლობის, არაკომედოგენურ და სხეულისა და კანისთვის ასე სასარგებლო და ეფექტურ პროდუქციაზე უკეთესი საჩუქარი? ლოქსიტანის ბუტიკში ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის შეძლებთ საუკეთესო და რაც მთავარია, ძალიან სასარგებლო საჩუქრის შერჩევას, ბრენდის მდიდარი კოსმეტოლოგიური ხაზებიდან, რომელიც L’OCCITANE-ლაბორატორიამ ათეულობით წლების გამოცდილების ბაზაზე, მაღალტექნოლოგიური ფორმულების გამოყენებით შექმნა. ლოქსიტანი დღესასწაულებისთვის ლამაზ ბოქსებს დაგახვედრებთ, რომელშიც რამდენიმე პროდუქტის განთავსება და ლამაზად შეფუთვა იქნება შესაძლებელი.

     რაც ასევე მნიშვნელოვანია, სადღესასწაულოდ ჩვენი ბუტიკები  ფასდაკლებით გიმასპინძლებთ,  სილამაზის კონსულტანტები კი ჩვეული პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით შეგირჩევენ თქვენვის ძვირფასი, ახლობელი ადამიანებისთვის საუკეთესო საჩუქარს –  სახისა და სხეულის მოვლის ასაკობრივ, მიზნობრივ სურნელოვან საცხებს, გამწმენდ ფორმულებს, კანის მოვლის სრული რუტინის შემავსებელ საუკეთესო პროდუქციას, ფრანგულ, პროვანულ პარფიუმს ქალებისა და მამაკაცებისთვის, მამაკაცებისთვის განკუთვნილ მოვლის პროდუქციას და კიდევ ბევრ ძალიან საჭირო, სასარგებლო საჩუქარს, რომლიც ულამაზესი შეფუთვის მიღმა აღმოჩენაც აუცილებლად გამოიწვევს ადრესატის გულწრფელ აღფრთოვანებას, დიდ სიხარულს და სასიამოვნო აღელვებას. 

    მალე დღესასწაულებია!
    მოემზადეთ საჩუქრების თავგადასავლისთვის L’Occitane-თან ერთად! 

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი