ჩემი მეორე საშემოდგომო ბლოგპოსტი კიდევ ერთ ძალიან სასიამოვნო სიახლეს მინდა, მივუძღვნა, რომლითაც L’Occitane კანის მოვლის ახალ სეზონს შეეგება და რომლის სახითაც განსაკუთრებული საჩუქარი მოგვიმზადა ერთგულ მომხმარებლებს.
შემოდგომაზე, როცა ზაფხულის სეზონ გამოვლილი კანი საკმაოდ მოშვებული, დაჭიმული და გამომშრალია, განსაკუთრებული როლი ენიჭება მის სრულყოფილ, სიღრმისეულ დატენიანებას. ეს საზრუნავი კიდევ უფრო მძაფრდება, როცა ვსაუბრობთ საშუალოასაკიან და ასაკიან კანზე, რომლის სიღრმისეულ ჰიდრატაციას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
სწორედ ამ აქტუალური საკითხის გათვალისწინებით, დიდი პატივით წარმოგიდგენთ მისი უდიდებულესობა ღვთაებრივი უკვდავას დამატენიანებელ კრემს, რომელიც შემადგენლობის რეფორმულაციის, განახლების და კიდევ უფრო დახვეწის შემდეგ, ლოქსიტანმა თავისი ბუტიკების ლამაზ, ყვითელ თაროებზე სწორედ ამ შემოდგომით განათავსა.
დამატენიანებელში შემავალი მარადცოცხალი ყვავილის, კორსიკული უკვადავას ექსტრაქტი რომ სასწაულებს ახდენს, ვფიქრობ, ეს უკვე იცის ჩემი ბლოგის ერთგულმა მკითხველმა.
და მაინც, კიდევ ერთხელ გავცეთ პასუხი კითხვას: რა ეფექტი მოაქვს უკვადავას დამატენიანებლის პერმანენტულ მოხმარებას?
ეს პროდუქტი საუკეთესო ეპიდერმალური ბუსტერი და სრულყოფილი ფორმულის მქონე დამატენიანებელია საშუალოასაკიანი და ასაკიანი კანისთვის. უკვადავას ექსტრაქტი უზრუნველყოფს დაბერების საწინააღმდეგო უეფექტურეს მოქმედებას, რის გამოც მას რეტინოლის ნატურალურ ალტერნატივასაც უწოდებენ. უკვადავა ხელს უწყობს კანის ერთგვაროვანი ტექტურის მიღებას და შესამჩნევად აფერმკრთალებს ასაკობრივ ლაქებს, ახდენს ჰიპერპიგმენტაციის პრევენციას, რაშიც ის C ვიტამინზე მეტი ეფექტურობითაც კი გამოირჩევა. ამ ინგრედიენტის წყალობით დამატენიანებელი მნიშვნელოვნად ამცირებს ნაოჭებს და ახდენს ახალი ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას, თითქმის სრულად ხსნის კანის ასაკობრივ მოდუნებას, აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ტონს, სრულყოფილად ატენიანებს მას და აჯანსაღებს. გარდა ამისა, უკვადავას ზეთი, როგორც E ვიტამინის ალტერნატივა, შესანიშნავ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს, იცავს კანს გარემოს ჭუჭყისაგან და ამგვარად, კანის სიცოცხლისუნარიანობასა და იმუნიტეტს ზრდის.
ჩვენს ყვითელ ბუტიკებში ღვთაებრივი უკვადავას სრულყოფილი რუტინული მოვლის ნაკრებია წარმოდგენილი და მე გულით გირჩევთ, არ შემოიფარგლოთ მხოლოდ დამატენიანებელი კრემით და მთლიანად სახის მოვლის რუტინა ააწყოთ L’Occitane-ის ამ პრემიალური ხაზის ჯადოსნური ელექსირებით, რომლის შერჩევაშიც ჩვენი სილამაზის კონსულტანტები სიამოვნებით დაგეხმარებიან. პირადად მე კი ყოველ ოთხშაბათს დაგხვდებით ჩვენს ბუტიკში, სრულიად უფასოდ ჩაგიტარებთ კანის დიაგნოსტიკას, თქვენს კანზე მორგებულ ლოქსიტან-რუტინას შეგიდგენთ და ადგილზევე მოგარგებთ კანზე. რა თქმა უნდა, ჩემი ბლოგის მთავარი გმირის – ღვთაებრივი უკვდავას ხაზის პროდუქციის დატესტვის საშუალებაც გექნებათ.
ყველას ნაყოფიერ და ჰარმონიულ შემოდგომის სეზონს გისურვებთ!