შემოდგომის სიახლეები L’Occitane-სგან

    ესეც ასე, გავაცილეთ ცხელი ზაფხული, დადგა ხავერდოვანი შემოდგომა და შესაბამისად, კანის მოვლის ახალი სეზონი, საზეიმოდ, გახსნილად გამოგვიცხადებია!

    შემოდგომით კანს განსაკუთრებული, სიღრმისეული მოვლა და ზრუნვა სჭირდება, რათა ზაფხულის სიცხის, ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბად მიღების შემდეგ, გაუწყლოვანებული და გამოფიტული კანი გამოვაცოცხლოთ, საფუძვლიანად დავატენიანოთ და მივაწოდოთ ყველა საჭირო ინგრედიენტი, რაც სიჯანსაღისა და სილამაზისთვის ესაჭიროება. 

    L’Occitane En Provence სასიამოვნო სიახლეებით შეეგება კანის მოვლის 2023 წლის ახალ სეზონს და განსაკუთრებული მზურნველობით შეგირჩიათ პროდუქტები, რომლებიც კანს სრულყოფილად გაგიჯანსაღებთ და ცივი სეზონისთვის მოგიმზადებთ. 

    სიამოვნებით მინდა, წარმოგიდგინოთ კანის ექსპრეს-მოვლის იდეალური დუეტი ლოქსიტანისგან, რომელიც  შემოდგომის გადატვირთულ, ყოველდღიურ რეჟიმს გაგიმარტივებთ და კანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვან, სწრაფ რუტინულ მოვლას უზრუნველყოფს. 

    ახლა კი, ჩვენი იდეალური დუეტის მთავარი მონაწილე: ეს სიახლე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს გაახარებს. ლოქსიტანმა ახალ ხაზში Reine Blanche კანის მყისიერი დატენიანებისა და გაჯანსაღებისთვის არაჩვეულებრივი ნაჭრის ნიღაბი შემოგთავაზათ, სასწაულებრივი შრატის შემცველობით. იდეალური ტექსტურის მქონე ნაჭრის დამატენიანებელი ბუსტერი, გლიკოლის კონცენტრატის შემცველობით, სულ რაღაც 5 წუთის გამოყენების შემდეგ, კანს სიღრმისეულად დაატენიანებს, გააჯანსაღებს და  მიანიჭებს ახალგაზრდულ, ფაფუკ, ბრწყინვალე ვიზუალს. 100%-ით ბამბის ნიღაბი გაჟღენთილია თეთრი თუთიისა და სკუტელარიას ფესვების ექსტრაქტით, ასევე გლიკოლით, რომელიც კანში იდეალურად შეწოვის ფუნქციით ხასიათდება. ნიღაბი კომფორტულად ეკვრის მთელ სახეს, მათ შორის, თვალების ირგვლივ არეს და შესაბამისად, სრულყოფილად ატენიანებს სახის ეპიდერმისის სრულ პერიმეტრს. 

    პატარა ხრიკი მინდა, გასწავლოთ: თუ წინა ღამის უძილობის ან წვეულებაზე ჭარბად მიღებული ალკოჰოლის შემდეგ დილას შეშუპებული სახით გაიღვიძეთ, მაშინვე გაიხსენეთ ლოქსიტანის ეს საოცარი ნიღაბი, რომელსაც ორიოდე წუთით მაცივარში მოათავსებთ, ოდნავ ჩააციებთ, შემდეგ სახეზე მოირგებთ და 5-10 წუთში შეშუპება უკვალოდ გაქრება.

    ასევე, არ დაგავიწყდეთ თვითმფრინავით ფრენისას, აუცილებლად თან იქონიოთ ეს პროდუქტი, რომელიც ჰაერში განსაკუთრებულად გამომშრალი კანისთვის ნამდვილი სასწრაფო დახმარება და უდიდესი შვება იქნება. 

    სანამ სახეზე ლოქსიტანის ჯადოსნურ ნიღაბს მოირგებდეთ, მინდა, შეგახსენოთ, კანის მოვლა ეპიდემისის წმენდით იწყება. იმისათვის, რომ კანი სიღრმისეულად და სწორად დატენიანდეს, აუცილებელია, პირველ რიგში სრულყოფილად გაიწმინდოს ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედებისგან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივაწოდოთ კანს შესაბამისი ტენიანობა, რომელსაც ახალგაზრდა უჯრედები – ეპიდერმისის მაქსიმალურად გაწმენდილი და სუფთა რქოვანა შრე სრულად მიიღებს და შეიწოვს. 

    სწორედ ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სანამ Reine Blanche ნიღაბს გამოიყენებთ, აუცილებლად სრულფასოვნად ჩამოიბანოთ და გაიწმინდოთ სახე, რისთვისაც L’Occitane-ის კიდევ ერთ ბესტსელერ პროდუქტს, მარადცოცხალი უკვადავას ექსტრაქტის ბაზაზე დამზადებული მსუბუქი ექსფოლიანტ/დასაბან გელს Immortelle Divine Cleansing Foam შემოგთავაზებთ.

    გელი გამოირჩევა ნაზი ტექსტურით, რომელიც ხელში დამასაჟების შემდეგ, ფაფუკ ქაფად გარდაიქმნება. ის სრულყოფილად წმენდს კანს, მასში შემავალი AHA (ალფაჰიდროქსიდ მჟავა) მეშვეობით კი, მსუბუქ ექსფოლიაციასაც  მოახდენს, კერძოდ, ის ნაზად აშორებს კანის ზედაპირზე არსებულ, უსარგებლო მკვდარ უჯრედებს და კანს ამზადებს შემდგომი მოვლისათვის.

    აი, მისი გამოყენების შემდეგ კი, უკვე თამამად შეგიძლიათ, სახე დაიტენიანოთ  არაჩვეულებრივი Reine Blanche ნაჭრის ნიღბით, რომელიც ლოქსიტანის ბუტიკის თაროებზე აღმოჩენის დღიდან, დიდი მოთხოვნით და პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

    აი, ასეთი კომფორტი გვაჩუქა ლოქსიტანმა ახალ სეზონზე: სულ რაღაც 2 საფეხურიან პროცედურაში მოქცეული სრულყოფილი რუტინა, რომლის ჩატარებასაც კვირაში 2-3 ჯერ გირჩევთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი