ტრადიცია, რომელმაც ჭრელი კაბების ტრენდი დაამკვიდრა

    1870-იან წლებში არსებობდა ტრადიცია სახელად five-o’clock tea, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს 5 საათზე ოჯახის წევრები და ახლობლები ჩაის დასალევად იკრიბებოდნენ. იმ პერიოდში დამკვიდრებული ჩაცმის სტილი ძალიან კონსერვატორული და მკაცრი იყო, ამიტომ, 5 საათიანი ჩაის სმის რიტუალი ერთადერთი საშუალება იყო ქალბატონებისთვის, რომ სახლში, ახლობლების გარემოცვაში თავი თავისუფლად ეგრძნოთ და უბარლო და თავისუფალი კაბები ჩაეცვათ.

    ამ ტრადიციის დამსახურებით დაიბადა ახალი სტილი – ლამაზი, მარტივი სილუეტით და მაქსიმალური კომფორტით. ყვავილებიანი პრინტი ჩაის სმის რიტუალის განუყოფელ ნაწილად იქცა. ჭრელი კაბების ტრენდი დღესაც ძალიან აქტუალურია. ცნობილი ბრენდების ონლაინ მაღაზიებში ძალიან ბევრ საინტერესო მოდელს აღმოაჩენთ.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი