გარეგანი სილამაზე შიგნიდან იწყება – რჩევები ვიადერმისგან, კანის სილამაზისთვის

    ყველა ადამიანს სურს, მისი კანი ნებისმიერ ასაკში ჯანსაღად გამოიყურებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია კანის გარეგანი მოვლა (მზის UV დამცავები, კანის მოვლის საშუალებები) ჯანსაღი და უნაკლო იერისთვის, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია შინაგანი მოვლა და ორგანიზმისთვის იმ საჭირო ნუტიენტების მიწოდება, რაც მას კანის სილამაზისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში დაეხმარება. 

    სილამაზე იწყება შიგნიდან! ნუტრიკოსმეტიკა „ვიადერმი“ წარმოგიდგენთ რჩევებს, კანის სიჯანსაღისთვის.

    მნიშვნელოვანია, კვების რაციონი გამდიდრებული იყოს ისეთი ნუტრიენტებით, როგორიცაა:  A, E, C, B7, D ვიტამინები, თუთია, სხვადასხვა ანტიოქსიდანტი,  ცილები და ცხიმოვანი მჟავები.

    A ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და ფოთლოვანი მწვანილი. A ვიტამინი მნიშვნელოვანია კანის უჯრედების პროდუქციისა და რეგენერაციისთვის (აღდგენისთვის). C ვიტამინი გვხვდება ციტრუსოვან ხილში, მარწყვში, ბულგარულ წიწაკაში. ის  ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. ვიტამინი E გვხვდება თხილში, სხვადასხვა მარცვლეულში, ისპანახში, ის იცავს კანს ჟანგვითი დაზიანებისგან, ანუ ოქსიდაციური სტრესისგან. ვიტამინი D-ს შემცველი პროდუქტებია ცხიმიანი თევზეული, კვერცხი, ყველი, სხვადასხვა სახეობის სოკო. მზის ვიტამინი ხელს უწყობს კანის უჯრედების ზრდისა და აღდგენის პროცესს. თუთია გვხვდება ხორცში, მოლუსკებსა და პარკოსნებში, ხელს უწყობს კანის იმუნური და ბარიერული ფუნქციის გაჯანსაღებას, ანთებითი პროცესების ჩაცხრობას, ჭარბი ცხიმის პროდუქციის დაქვეითებასა და ჭრილობების შეხორცებას. ანტიოქსიდანტები იცავენ კანს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან. ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებს მიეკუთვნება კენკროვანი ხილი,ბოსტნეული, თხილეული, მწვანე ჩაი. ბიოტინი (B9 ), ე.წ. სილამაზის ვიტამინი, ხელს უწყობს კანის უჯრედების ზრდასა და აღდგენას, ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას, რომლებიც კვებავს, ატენიანებს კანს და მის ჯანსაღ იერს განაპირობებს. ბიოტინით მდიდარი საკვებია: რძის პროდუქტები, კვერცხი, ბოსტნეული, თევზეული, თხილეული.  ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები  გვხვდება თევზში, სელის თესლში და ნიგოზში, ეხმარება კანს ლიპიდური ბარიერის შენარჩუნებაში, რაც მის დატენიანებასა და ელასტიურობას უწყობს ხელს. პროტეინებით (ცილებით) მდიდარი საკვები კი აუცილებელია კოლაგენისა და ელასტინის წარმოებისთვის, რომლებიც გადამწყვეტია კანის სიძლიერისა და ელასტიურობისთვის. პროტეინებს შეიცავს  უცხიმო ხორცი, ფრინველი, თევზი, კვერცხი, მცენარეულ ცილებს კი ლობიო და ოსპი.

    ორგანიზმის ჰიდრატაცია – კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყლის (2 ლიტრი) მიღება კანის ელასტიურობის შენარჩუნებისა და დატენიანებისთვის. წყლის მიღების ინდივიდუალური საჭიროებები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა მდგომარეობების გათვალისწინებით. 

    ჯანსაღი ცხოვრების წესი – ისევე როგორც კვება და ჰიდრატაცია, უმნიშვნელოვანესია კანისა და მთლიანად ორგანიზმის სიჯანსაღისთვის: ადეკვატური ძილი (ღამეში 7-9 საათი) უმნიშვნელოვანესია კანის სტრუქტურის აღდგენისა და რეგენერაციისთვის. ძილის ნაკლებობამ და უხარისხო ძილმა  შეიძლება გამოიწვიოს მუქი წრეები თვალის ირგვლივ,  შეშუპება და  არაჯანსაღი სახის კანის ფერი. რეგულარული ფიზიკური აქტივობა ზრდის სისხლის ნაკადს, ეხმარება კანის უჯრედების კვებას და მათ ჯანმრთელობას. ის ასევე ხელს უწყობს სტრესის მართვას, რამაც შეიძლება შეამციროს აკნეს და კანის სხვა დაავადებების წარმოქმნა. ასევე, ქრონიკულმა სტრესმა, შესაძლოა, გააძლიეროს კანის დაავადებები, როგორიცაა აკნე, ეგზემა და ფსორიაზი. მედიტაცია, იოგა და ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში.

    მავნე ჩვევებისგან თავის არიდება – მოწევა აჩქარებს კანის დაბერებას და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას, კანის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებებისგან  გამოფიტვას. ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დეჰიდრატაცია, ანთება და  გამონაყარი. ამიტომ კანის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანია მოწევისა და ალკოჰოლისაგან თავის არიდება.

    ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორა – ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კანის სიჯანსაღისთვის, ამიტომ პრო და პრებიოტიკებით მდიდარი საკვები მნიშვნელოვანია კანის სტრუქტურის მთლიანობისთვის, იმუნიტეტისა და ბარიერული ფუნქციის შენარჩუნებისთვის. პრობიოტიკებით მდიდარი საკვებია იოგურტი, კეფირი, მჟავე კომბოსტო, პრებიოტიკებს კი დიდი რაოდენობით შეიცავს  ნიორი, ხახვი, ბანანი და ა.შ.

    21-ე საუკუნის რუტინიდან გამომდინარე, ევროპასა და ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავს ნუტრიენტების დღიურ რეკომენდებულ დოზებს და გვაძლევს გარანტირებულ შედეგს. „ვიადერმი კომპლიტის“ სილამაზის ვერცხლისფერი კაფსულები წარმოადგენს პირველ ნუტრიკოსმეტიკურ ბრენდს საქართველოში, რომელიც გამდიდრებულია ყველა იმ საჭირო და აუცილებელი ნუტრიენტით, რაც აღადგენს კანის ჯანსაღ სტრუქტურას, ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას და აფერხებს დაბერების პროცესს. „ვიადერმი კომპლიტი“-ს მიღების შედეგად მცირდება აკნესა და კანის სხვა დაავადებების განვითარების რისკი და პროგრესირება. ვიადერმი გვეხმარება მოვამზადოთ კანი რუჯისთვის და გავიხანგრძლივოთ ლამაზი ოქროსფერი რუჯი.  „ვიადერმი კომპლიტის“ შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტების დოზები მოცემულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული  ყოველდღიური უსაფრთხო დოზებით, რაც გამორიცხავს ჰიპერ და ჰიპოდოზირების საშიშროებას, მასში შემავალი სილიციუმი და თუთია კი კანისთვის სასარგებლო თვისებების გარდა, თრგუნავს მადას და ამცირებს ტკბილზე მოთხოვნას, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი მეტაბოლიზმისთვის, წონის შენარჩუნებისა და ჭარბი წონის თავიდან არიდების პროცესში.

    „ვიადერმი კომპლიტი“  გვეხმარება, შევივსოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით, გვქონდეს ჯანსაღი კანი, თმა, ფრჩხილები და შევინარჩუნოთ ჩვენთვის სასურველი წონა. 

    „ვიადერმი კომპლიტი“  ერთდროულად ზრუნავს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე! 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი