ვიადერმის სილამაზის კაფსულები – გაზაფხულზე ყველა ქალის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

    მოგესალმებით საგაზაფხულო ბლოგპოსტით და ვფიქრობ, ბევრი თქვენგანისთვის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი თემით. 

    ცხადია, პოსტს შემთხვევით არ ვუწოდე საგაზაფხულო. საკითხი, რომელზეც დღეს მინდა გესაუბროთ, სწორედაც რომ სეზონურია და განსაკუთრებით გაზაფხულობით არის აქტუალური.

    ზამთრის გრძელი  პერიოდის გამოვლის შემდეგ, გაზაფხულზე ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ გამოფიტულია, ვიტამინებისა და მინერალებისგან დაცლილი, ავადობისა და ფიზიკური აქტივობის სიმცირისგან დასუსტებული, რაც ჩვენს სხეულზე ვიზუალურადაც აისახება. ორგანიზმი თავისებური ენით გვამცნობს მნიშვნელოვანი მიკრო და მაკრო  ელემენტების სიმცირეს – ძლიერდება თმის ცვენა, შესამჩნევად იცვლის სტრუქტურას – კარგავს სიჯანსაღესა და მბზინვარებას, თმის ღერები ხდება თხელი და დაყოფილი. ალბათ დაკვირვებიხართ, ფრჩხილებიც მეტად მსხვრევადი და თხელი ხდება, ხშირ შემთხვევაში, ორად დაყოფილიც კი, ზედაპირზე გამოხატული თეთრი ლაქებით, რაც დასუსტებული, მოწყვლადი და გამოფიტული ორგანიზმის ვიზუალური გამოძახილია. კანი იფიტება და შრება, ადვილად აქერცვლადი, უსიცოცხლო და მოშვებული ხდება. ჩამოთვლილი პრობლემების პრევენციის და დროულად გადაჭრის მიზნით, მხოლოდ გარეგანი ჩარევა და მოვლის სრულყოფილი  რუტინის დაცვაც კი ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი, რადგან ჩვენი ორგანიზმი შინაგანადაც საჭიროებს დახმარებას. ასეთ დროს პრინციპულად მნიშვნელოვანია საკვები დანამატების მიღება მნიშვნელოვანი ნუტრიენტების შემცველობით, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის ბუნებრივი, ბიოლოგიური პროცესის აღდგენას, ჯანმრთელობას და სილამაზეს – კანის, თმისა და ფრჩხილის სიჯანსაღეს. 

    მინდა, რომ პირადად ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და მათ, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობთ, რომელ დანამატს მიანიჭოთ უპირატესობა, გაგიადვილოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რა თქმა უნდა, კონკრეტული, ობიექტური და მყარი არგუმენტების საფუძველზე. 

    „ვიადერმი კომპლიტი“ წლების წინ აღმოვაჩინე და დავიმეგობრე, საუკეთესო ნუტრიკოსმეტიკური შემადგენლობის გამო, რომლის გავლენითაც, კურსის ჩატარების შემდეგ ყოველთვის არაჩვეულებრივ შედეგს ვიღებ. სხვათა შორის, პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდია საქართველოში და დღემდე მას სილამაზის კაფსულების სახელით იცნობენ.

    ალბათ დამისვამთ კითხვას: რატომ „ვიადერმი“?
    შევეცდები, ამომწურავი პასუხი გავცე ამ კითხვას, თუ რატომ ვამჯობინებ „ვიადერმ კომპლიტს“ სხვა მსგავსი ტიპის საკვებ დანამატებს.

    პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ  „ვიადერმის“ სილამაზის კაფსულები ჩემთვის ყველაზე სანდო და საიმედო – ამერიკული FDA-ს მიერ აღიარებული და გათვალისწინებული დოზირების წესით არის წარმოებული, ევროპული ჩეხური ფარმაცევტული კომპანიის „ვალმარკის“ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში. სწორედ ამიტომ მისი მიღება, დაბალანსებული კვების პირობებშიც კი, ორგანიზმისთვის ნუტრიენტების ოპტიმალური,  იდეალური დოზის მიწოდების გარანტია. 

    ახლა კი მოდით, თავად „ვიადერმის“ უნიკალური შემადგენლობა განვიხილოთ, ის მთავარი კომპონენტები, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სრულყოფილ ფუნქციონირებას, ჯანმრთელობას და შესაბამისად, კანის, თმის და ფრჩხილების სიჯანსაღესა და სილამაზეს.

    იცოდით,  რომ  თუკი ჩვენს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით არ არის ისეთი ნუტრიენტები, როგორებიცაა სილიციუმი, თუთია, სპილენძი და სხვა, ფერხდება მეტაბოლიზმი, ძნელდება წონის კლების პროცესი, უარესდება და იცვლება კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურა?

    ასეთი მოსაზრებაც კი არსებობს, – თუ მუდმივად გშიათ, შესაძლოა თქვენ სილიციუმის ნაკლებობა გქონდეთ; თუ სპილენძის ნაკლებობა გაქვთ, თმა ადვილად და სწრაფად ჭაღარავდება და კარგავს მბზინვარებას, თუთიის ნაკლებობისას კანის სტრუქტურა იცვლება, ჩნდება გამონაყარი, მატულობს ტკბილის მიმართ მოთხოვნილებაც…

    „ვიადერმი კომპლიტში“ კი წარმოდგენილია თუთია, სილიციუმი და სპილენძი რეკომენდებული სადღეღამისო დოზებით ასევე მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, როგორიც არის ბიოტინი, ვიტამინები E, B და A, ამინო მჟავები, ცხიმოვანი მჟავები და სხვა.

    აქვე დავამატებ: „ვიადერმის“ არცერთი ფორმა არ შეიცავს საფუარს, შაქარს, გლუტენს,  გენმოდიფიცირებულ დანამატებს, ხელოვნურ კონსერვანტებსა და საღებავებს. ამგვარად, სახეზეა სრულყოფილი შემადგენლობის მქონე, მაღალხარისხიანი, ევროპული ბრენდი, რომელიც  არა მხოლოდ სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის და ნულოვანი გვერდითი გამოვლინებები აქვს, არამედ ხელს უწყობს ჩვენს ჯანმრთელობას, ბიოლოგიური, მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას და ვიზუალურ სილამაზეს. სწორედ ამ თვისებების გამო, „ვიადერმს“ თამამად შემიძლია ვუწოდო ჯანმრთელობისა და   სილამაზის ფუნქციონალური შინაგანი ბუსტერი.

    შემადგენლობის უნიკალური ფორმულის გავლენით, „ვიადერმი“ უზრუნველყოფს კანის ჯანსაღ სტრუქტურას, მის უჯრედულ რეგენერაციას, აღადგენს კანის ბუნებრივ, ერთგვაროვან ფერს, ელასტიურობას და იცავს მას ნაადრევი დაბერებისაგან. პრეპარატის გავლენით ძლიერდება დერმის სიღრმისეულ შრეებში ჩვენი კანის სილამაზისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის სინთეზი, რაც განაპირობებს კანის სიმკვრივეს, ახალგაზრდულობას , თმისა და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას. პრეპარატი აუმჯობესებს თავის კანის სისხლით მომარაგებას, სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე და აჩქარებს თმის ამოსვლის პროცესსა და სიხშირეს. მნიშვნელოვნად ამცირებს თმის ცვენას და აუმჯობესებს თმის ხარისხს, მის სტრუქტურას. ხელს უწყობს კანის, თმის და ფრჩხილების ძირითადი საყრდენის – შემაერთებელი ქსოვილის სიმკვრივეს და სიძლიერეს.   კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:  „ვიადერმი“ ძალიან ეფექტურია ატოპიური დერმატიტის, ვულგარული აკნეს, ფსორიაზის დიაგნოზების პრევენციისა და კომპლექსური თერაპიის დროს.  

    აქვე, კიდევ ერთ პრიორიტეტულ ფაქტორზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება – „ვიადერმი“ არ იწვევს მადის გაძლიერებას და წონაში მატებას, პირიქით, სილამაზის კაფსულებში შემავალი სასარგებლო ნუტრიენტების წყალობით, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი. შესაბამისად, გააქტიურებული მეტაბოლიზმის ხარჯზე მარტივად რეგულირდება წონა და მისი მართვა ბევრად იოლია. 

    ამგვარად, ვისაც  ჩემსავით გაწუხებთ ადრეულ გაზაფხულზე გამოფიტული კანი, შეთხელებული, უსიცოცხლო და ბოლოებში დაყოფილი თმა, დათხელებული ფრჩხილები, რომელიც პერმანენტული მანიკურის პროცედურების გავლენით კიდევ უფრო შესუსტებული, გაუფერულებული და სტრუქტურა შეცვლილია, ხართ დიეტაზე და გიჭირთ წონის კლება, გულწრფელად გირჩევთ, ჩაიტაროთ „ვიადერმის“ სრული საგაზაფხულო კურსი, რომლის შემდეგაც თვალნათლივ დაინახავთ არაჩვეულებრივ შედეგს: კანი გახდება ერთგვაროვანი, ელასტიური და მკვრივი, თმა – ბუნებრივად მბზინავი, გაჯანსაღებული და გახშირებული, ხოლო ფრჩხილები შესამჩნევად გამყარებული, გამრთელებული და გაჯანსაღებული. დამატებით ბონუსად მიღებთ დაკლებულ კილოგრამებს.

    აი, სწორედ ამიტომ ვირჩევ „ვიადერმს“.  

    თაკო გვაზავა
    კოსმეტოლოგი, სილამაზის ბლოგერი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი