ცნობილი ევროპული ვიტამინებისა და მინერალების ბრენდი „ვიტრუმი“ საქართველოში დაბრუნდა

    ცნობილი ევროპული ვიტამინებისა და მინერალების ბრენდი „ვიტრუმი“ საქართველოში დაბრუნდა. ბრენდი ქართველი მომხმარებლისთვის დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი, მასზე მოთხოვნა კი სააფთიაქო ქსელში ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა. 

    „ვიტრუმის“ შემოტანა ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ გერმანულ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია STADA Group-თან თანამშრომლობით მოახერხა. „ვიტრუმი“ განახლებული ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი ყველა სააფთიაქო ქსელში.

    “მოხარული ვართ, რომ „არტფარმა“ წარმოადგენს საქართველოში „ვიტრუმს“. ევროპულ ბრენდს 25-წლიანი გამოცდილება აქვს და მაღალი ცნობადობა ჩვენს ქვეყანაშიც. იყო დრო, როცა მხოლოდ ორი დასახელების ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი იყო ცნობილი და ერთ-ერთი სწორედ „ვიტრუმი“. მნიშვნელოვანია, რომ „ვიტრუმი“ განახლებული ფორმით, შეფუთვებით და მრავალფეროვანი ასორტიმენტით იქნება ხელმისაწვდომი და დააკმაყოფილებს ნებისმიერი ასაკის ადამიანის საჭიროებებსა და მოთხოვნებს ვიტამინებისა და მინერალების მიმართ.  აღსანიშნავია, რომ “ვიტრუმს“ აქამდე მხოლოდ მულტივიტამინური კომპლექსებით ვიცნობდით, ახლა უკვე კი მისი ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი იქნება სუფთა სახის D ვიტამინიც, სხვადასხვა ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოსახერხებელი ფორმებით. ეს კი ნიშნავს, რომ „არტფარმას“ პორტფოლიოში D ვიტამინების ასორტიმენტიც იზრდება“, – აღნიშნავს ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე. 

    თანამედროვე მედიცინის განვითარებამ აქტუალური გახადა ზოგიერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინისა და მინერალის მონოკომპონენტური, ანუ ერთკომპონენტიანი შემადგენლობით წარმოდგენა.  ვიტრუმმა, თანამედროვე რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეიმუშავა სხვადასხვა ფორმულები 1 წლიდან ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, რომლებიც განკუთვნილია ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციობისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების ბალანსის აღდგენისთვის და იმ ნუტრიციული დანაკლისის შევსებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის თანამედროვე ადამიანი. „ვიტრუმის“ ახალი ფორმები გამოირჩევა ბუნებრივი კომპონენტებით, დღიური რეკომენდებული დოზებით, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მაღალი პროფილით. 

    „ვიტრუმი“ 9 სხვადასხვა ფორმით უკვე წარმოდგენილია „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელში. მათ შორის არის საბავშვო ხაზები: „მარსიანჩიკთან“ კოლაბორაციით „ვიტრუმ ქიდსი“ – მარსიანელის ფორმის საღეჭი მარმელადები ვაშლის არომატით და ვიტრუმ ჯუნიორი“ – დათუნიას ფორმის საღეჭი მარმელადები შავი მოცხარის არომატით. 

    „ვიტრუმით“ ეტაპობრივად მოხდება ყველა სააფთიაქო ქსელის ათვისება, მთელი საქართველოს მასშტაბით.

    ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ 2014 წელს დაარსდა და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ფარმაცევტულ კომპანიას საქართველოში.  10-მდე მსხვილ პარტნიორთან თანამშრომლობის შედეგად, მის პორტფოლიოში წარმოდგენილია 80-მდე ევროპული ბრენდი. „არტფარმას“ მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის დანერგვას და ყველა მოქალაქისთვის მაღალი ხარისხის ევროპულ მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი