2000 წლის ტრენდები, რომლებიც ახლაც აქტუალურია

    როგორც ამბობენ, მოდა ბრუნავს. უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიო  მზადაა 2000 წლის ტენდენციების დაბრუნებისთვის. ვარსკვლავები, მაღალი მოდის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები აქტიურად იყენებენ როგორც 90-იანი ისე 2000 წლის ,,გადმონაშთებს.’’ ეს შესაძლოა იყოს პატარა ზომის ჩანთები, მაღალი და სქელძირიანი სანდლები, თმის სამაგრები, მაღალწელიანი სქელი ჯინსები, ბავშვის ტოპ-მაისურები, ქუდები და სხვა მრავალი.

    ძველი მოდის ტენდენციის შტრიხები ცნობილმა მოდელებმა საკუთარ გარდერობში უკვე შეიტანეს. ბელა ჰადიდი, კაია გერბერი და ელზა ჰოკსი უპირატესობას მხარზე გადასაკიდ მოკლე ჩანთებს, ე.წ. ფარფლებიან ქუდებსა და თმის კლიფსებს ანიჭებენ, რომელიც გასული ათწლეულის განუყოფელი ნაწილი იყო.

    წარმოგიდგენთ ძველი სტილით შთაგონებულ პროდუქტებს ცნობილი დიზაინერებისგან:

    1. Pretties -ის ტოპ მაისურები.


    2. Paco Rabbane-ის ფერადი მაისურები, რომლის შეხსნილი მხარეები შეგიძლიათ ტოპის სახით შეკრათ.

    3. X Karla -ს თავისუფალი სტილის ტოპები.


    4. By Far -ის ვარდისფერი, პატარა ჩანთები.


    5. Wandler -ის ჩანთები.


    6. Dior – ის პატარა ჩანთა, რომელიც ცნობილი ბლოგერების საყვარელი აქსესუარია.


    7. Roxana Salohoun -ის დახურული, ფერადი საცურაო კოსტიუმები.


    8. Gianvito Ross -ის მაღალძირიანი სანდლები.


    9. Ksubi -ის ფართო სტილის, მაღალწელიანი შარვლები. ამ სტილს ხშირად ირგებს მომრერალი ბილი აილიში.


    10. Ganni -ის ფარფლებიანი ქუდები.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი