24 ნოემბერს, დემნა გვასალიამ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციას ვიდეოთამაშის საშუალებით წარადგენს. AFTERWORLD: The age of tomorrow – ასე ჰქვია თამაშს, რომლის გმირი/ავატარი 2031 წელში მოგზაურობს და სხვადასხვა ამოცანებსა და დავალებებს ასრულებს.
ბოლო პერიოდში, პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენებები ღია სივრცეში, მაყურებლის გარეშე იმართება. თუმცა, “ბალენსიაგას” ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ინოვაციური და გამორჩეულია. ცოტა ხნის წინ მოდის სახლმა 2021 წლის პრე კოლექცია ვიდეოს საშუალებით წარადგინა, რომელსაც სიმღერა Wear My Sunglasses at Night ადევს.