HBO-ს ახალ სერიალში The Undoing ნიკოლ კიდმანი მდიდარი ქალის როლს ასრულებს, რომლის ქმარიც მკვლელობასია ეჭვმიტანილი. მისი მეუღლის როლში ყველასათვის საყვარელი ინგლისელი მსახიობი, ჰიუ გრანტია. სერიალის რეიტინგის რა მოგახსენოთ, თუმცა ნიკოლ კიდმანის ლუქებმა ნამდვილად მიიქცია ყურადღება.
როგორც უკვე აღინიშნა, The Undoing ჩვეულებრივი ტრილერი იქნებოდა, რომ არა ნიკოლის პალტოები. ნიკოლი ფილმში Central Park-თან მცხოვრები მდიდარი ქალბატონია, რომელსაც ყოველი დღისთვის სხვადასხვა პალტო და ლუქი აქვს. თვალი გადაავლეთ Grace Fraser-ის (ასე ჰქვია ფილმში ამ ძლიერ ქალბატონს) ლუქებს და დატკვით ულამაზესი პალტოებით.